საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო სისტემა არ მოსწონს

© FB/Администрация президента Грузииეკა მიშველაძე და გიორგი აბაშიშვილი
ეკა მიშველაძე და გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიები სუსტდებიან და იშლებიან.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებების გამო საქართველოს პარლამენტში ცოტა პარტია შევიდა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ადგილები ამგვარად გადანაწილდა: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ – 67 მანდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27, „პატრიოტთა ალიანსი — 6. ამასთან, ამ უკანასკნელის პარლამენტში მოხვედრის საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„ეს შედეგი არის განპირობებული იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც გვაქვს დღეს. იმ საარჩევნო სისტემით, რომლის შეცვლაზეც ძალისხმევა არ დაუკლია საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მიუხედავად მისი მცდელობისა, ეს საარჩევნო სისტემა არ და ვერ შეიცვალა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთ მოცემულობაში პარტიების დაშლა არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, — განაცხადა მიშველაძემ.

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
„თავისუფალი დემოკრატების“ ოთხი ლიდერის გეგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პოლიტიკიდან დროებითი წასვლის შესახებ განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. პარტიიდან წავიდა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პარტიაში რამდენიმე ლიდერის დარჩენის საკითხი.

პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ (დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე) ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმაც.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73-ს — მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,65%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,12%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.

მეორე ტური ერთმანდატიანი 73 ოლქიდან 52-ში ჩატარდება. 21 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0