„პიკასოს ბიჭების“ შანსები... ანუ მარტივი განტოლება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური პროცესის თავისებურება და მომავალი არჩევნების მთავარი ინტრიგა...ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ დარჩება მიღმა... ვინ მოიაზრება „ბრწყინვალე“ ხუთეულში?

საპარლემენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე პარტიებს შორის უპრეცედენტო კონკურენცია პოლიტიკური ვითარების მთავარი თავისებურებაა. ახლა არავინ კამათობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ყველა სხვა დღემდე ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად პოტენციურ საარჩევნო სუბიექტებს  პარლამემტში მოხვედრის მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი აქვთ… ალბათ კონფრონტაციის ხარისხსაც სწორედ ეს განაპირობებს, თუმცა ბოლო დროს აშკარად იკვეთება, რომ „ქართული ოცნება“ ძირითად კონკურენტად, მსგავსად 2012 წლის არჩევნებისა, მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოიაზრებს… საკამათო არ არის, დისკრედიტირებული პოლიტიკური ერთობის მთავარ ოპონენტად წარმოჩენა კომფორტულია და პრაგმატულიც… ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შუა კვლავაც უნდა გაიკრიფოს ამას დრო გვიჩვენებს. ამგვარი სცენარი ყოფილი სახელისუფლებო გუნდისთვისაც მისაღებია, რადგან  მხოლოდ ამ შემთხვევაში უჩნდება „ნაცმოძრაობას“ რეალური შანსი კვლავ შეინარჩუნოს ქვეყანაში მნიშვნელობით მეორე პარტიის სტატუსი… ერთი სიტყვით „ქოცებისა“ და „ნაცებისთვის“ სასურველია პოლიტიკური დაპირისპირება კვლავ ბიპოლარულ ფორმატში. წარიმართოს… ჩემი აზრით წლის მთავარი პოლიტიკური ბატალიების არსებითი ინტრიგა სწორედ ეს არის… მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობას და შეინარჩუნებს თუ არა „ნაცმოძრაობა“ ძირითადი ოპოზიციური ძალის სტატუსს…

რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
რამაზ საყვარელიძე: არჩევნების დღეს ძალადობა „ნაციონალებს“ აწყობდათ

მიუხედავად ამგვარი მოლოდინისა, არ დავივიწყოთ პოლიტიკური საჭადრაკო დაფის სხვა ფიგურები.

არის მოსაზრება, რომ ყოფილმა და მოქმედმა სახელისუფლებო პარტიებმა თავად დაკარგეს საკუთარი ხმები და ისინი ახლა პოლიტიკურ შარაგზაზეა მიმოფანტული. მავანნი ელიან, რომ „მესამე მიზიდულობის ცენტრის“ პრეტენზია არანაკლებ ხუთი პარტიის ლიდერს გაუჩნდება.

ვინ მოიაზრება „ბრწყინვალე“ ხუთეულში?

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს და ვეჭვობ ყველას თავისი პოლიტიკური გემოვნებით შეუძლია მისი დაკომპლექტება.

საინტერესოა ვინ რითი იხელმძღვანელებს როცა ხუთუცნობიანი, მაგრამ მარტივი განტოლების ამოხსნას ეცდება. არ არის გამორიცხული მცდელობა პოლიტიკური პლატფორმის, იდეური პოზიციისა თუ გეოპოლიტიკური ხედვების არჩევითობის პრინციპს დაეფუძნოს. ამიტომაც თავს უფლებას მივცემ და ამოცანის ამოხსნის მსურველთ ორიოდე სიტყვას შევაწევ.

ეუთოს დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთო: არჩევნები საქართველოში პოლიტიკურად დაძაბული იქნება

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მემარცხენეებად და მემარჯვენეებად პარტიათა კლასიკური გადანაწილება ჩვენში ძალზედ უცნაურად ებმის გეოპოლიტიკურ ორიენტაციებს. თუ კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მემარჯვენე პოლიტიკური ძალები — „ნაცმოძრაობა“, „გირჩი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ ე.წ პროდასავლურ პარტიებად მოიაზრებიან. ჯერ ბუნდოვანია პაატა ბურჭულაძისა ახალი „დასის“ ეკონომიკური და სოციალური პროგრამა, მაგრამ „სახელმწიფო ხალხისათვის“ ხალხში ასევე დასავლური ღირებულებების ერთგულ ძალად აღიქმება…. „ეროვნული ფორუმი“ კრიტიკული და თანაც პრინციპული პროდასავლური ორიენტაციის მიუხედავად მემარცხენე ეკონომიკურ იდეებსა ქადაგებს… „ქართული ოცნების“ პროდასავლურ კურსს კი ებმის მემარცხენე ცენტრიზმი, რომელიც უცნაურად თავსდებადია მთავრობის ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკასთან… ხოლო ე.წ პრორუსული პარტიები მემარცხენე, სოციალური დახმარების პროგრამებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებად გვევლინებიან… ერთი სიტყვით, ჩვენში გაუკუღმართებული „პრო“-ს შემხედვარე მკითხველი მისივე პოლიტიკური განსწავლულობის ხარისხის მიუხედავად შესაძლოა დაიბნეს და მას არც გაემტყუნება… რატომ? ამ კითხვაზე პასუხი სხვა დროს. დავსძენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე  ამ „პრო“ —ს გავლენა მინიმალური იქნება… ნაკლებად სავარაუდოა დროის დარჩენილ პერიოდში ელექტორატის მოლოდინი შეიცვალოს.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი მოიწონა

ამ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით საზოგადოების უდიდესი ნაწილი მთავარ გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს. ამომრჩეველი პრიორიტეტს უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას ანიჭებს. სავარაუდოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების რიტორიკაში მოსალოდნელია სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გააქტიურება…

ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ დარჩება უმაღლესი წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო ორგანოს მიღმა, ვის მოუწევს კიდევ ოთხი წლით მეცადინეობა? ანუ რამდენიმე მოსაზრება პოლიტიკური ველის სხვა სუბიექტების საარჩევნო შანსებზე… რიგითობა პირობითია და თანაც არაფრისმთქმელი.

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
„თავისუფალი დემოკრატები“ საპროტესტო აქციებისათვის ემზადებიან

„თავისუფალ დემოკრატებს“ სტაბილური რეიტინგი აქვთ. ირაკლი ალასანიას პარტიას აქვს  რეალური შანსი მხარდაჭერა აკადემიურ წრეებში, ინტელექტუალურ ელიტაში მოიპოვოს. ეს კი, თავისთავად აისახება „ინტელექტუალური სამზარეულოს“ განწყობებზე… საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამ პარტიას არ უნდა გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა…

პირველად თავის პარტიულ ისტორიაში, მანდატების მოსაპოვებლად აუცილებელი მინიმუმის დაძლევის რესურსი გააჩნია „რესპუბლიკურ პარტიას“. რესურსში იგულისხმება რეგიონული პარტიული ინფრასტრუქტურა, წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციაში,  ფინანსები და უფასო საეთერო დრო სატელევიზიო რეკლამისთვის… გარდა ამისა, დავით უსუფაშვილის რეიტინგი საგრძნობლად ზრდის პარტიის შანსებს… 

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ „რესპუბლიკელი“ მინისტრების გადადგომა გამორიცხა
 

არის მოსაზრება, რომ „ეროვნული ფორუმი“ ყველაზე კვალიფიციური საკადრო რესურსის მქონე პარტიაა. ამასთან ერთად შიდა კოალიციური და არც გარე პოლიტიკური პროცესებით არ შელახულა პარტიის ლიდერის კახა შარტავას რეპუტაცია. პოლიტიკოსების საყოველთაო დისკრედიტაციის ფონზე კახა შარტავას პოლიტიკური კაპიტალი იზრდება. ამ კაპიტალის პოლიტიკურ დივიდენდად გადაზრდა მხოლოდ ტექნოლოგიების საქმეა…

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ჯერ მოსული არ იყო, როცა IRI — ის კვლევებში სასურველ პოლიტიკოსთა ჩამონათვალის სათავეში მოექცა. გამოკითხულთა 75 პროცენტი ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი მაშინ სწორედ მის მიმართ იყო… დიდი დრო არ გასულა, რაც სახალხოდ გაჟღერდა არია ოპერიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“… რა შეიცვალა მას შემდეგ? კვლევისს მორიგი მონაცემები უცნობია… თანდათან მათი ვინაობა ირკვევა ვინც ცნობილ ბანს პოლიტიკაში უპირებს ბანობას და სწორედ ეს წინააღმდეგობრივი საკადრო პოლიტიკა იწვევს გარკვეულ კითხვებს, ერთის მხრივ ვხედავთ ძალზედ კომპეტენტურ რესურსს და მეორე მხრივ ზოგიერთ პერსონას, რომელთა კვალიფიკაციაც ეჭვს იწვევს.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძემ ბოლოს მაინც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა

საკამათო არ არის, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საპარლამენტო მანდატების მოპოვების რეალური შანსი აქვთ. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს მანდატები მომავალ პარლამენტში მთავრობის ფორმირების ან ნებისმიერ სხვა საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მომავალ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა შესაძლო კონფიგურაციის საკითხზე მსჯელობისას სხვა ფაქტორებთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ კოალიცია „ქართული ოცნებაში“ ერთ დროს შემავალი პოლიტსუბიექტები საარჩევნოდ ერთმანეთს ხმებს შეეცილებიან…

დღევანდელი გადასახედიდან ასე წარმომიდგენია, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ზემოთ აღნიშნული ბიპოლარული დაპირისპირების სცენარი ყველა სხვა პარტიას დიდ საფრთხებს უქმნის და მნიშვნელოვნად დააზარალებს პოლიტიკურ პროცესს.


ყველა ახალი ამბავი
0