საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი მოიწონა

© Страница Facebook Г. Квирикашвилиმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს პირველი პირები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ წინასაარჩევნო მარათონი ოთხი თვით ადრე, 8 ივნისს დაიწყებოდა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განკარგულებას საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების შესახებ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის განკარგულებით საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება

ეს პრეზიდენტის რიგით მეორე განკარგულებაა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. პირველ ჯერზე განკარგულებას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არ მოაწერა ხელი, ვინაიდან იმ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე უნდა დაწყებულიყო, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

მოგვიანებით პრეზიდენტმა სამ წინასაარჩევნო ვადის სამ თვემდე შემცირების წინადადება წამოაყენა, თუმცა სახელმწიფოს პირველი პირები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ წინასაარჩევნო მარათონი ოთხი თვით ადრე,  8 ივნისს დაიწყებოდა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია სტარტს მას შემდეგ იღებს, რაც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე პრემიერ–მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულება გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0