რამაზ საყვარელიძე: არჩევნების დღეს ძალადობა „ნაციონალებს“ აწყობდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliრამაზ საყვარელიძე
რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანები, როგორც წესი, დაზარალებულს უჭერენ მხარს. სწორედ ამან განაპირობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება ზუგდიდი რაიონში შუალედურ არჩევნებში.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ჩხუბი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წაადგა, — განუცხადა Sputnik–ს პოლიტიკურმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.

„არჩევნებისას მომხდარმა ინცინდენტმა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. ძალადობისას, როგორც წესი, მოსახლეობის სიმპათია მსხვერპლისკენ იხრება. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ  ძალადობაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს, შესაძლოა, სრულიად სამართლიანად, მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ შეცდომების მიტევების ეტაპი ჩავლილია“, — აღნიშნა საყვარელიძემ.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება არა იმდენად მისმა წარმატებებმა განაპირობა, არამედ „ქართული ოცნებისადმი“  კრიტიკულმა განწყობამ.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
არჩევნების დღეს მომხდარ ჩხუბის ფაქტს შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიეცეს

„რაც შეეხება ძალადობის კუთხის არჩევნებისთვის გენერალურ რეპეტიციას,  ვფიქრობ, ეს გადაჭარბებულია. იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს და ხელისუფლება მიხვდება, რომ ძალადობა ნაყოფს არ იღებს. შესაძლოა ეს ვინმეს დასამშვიდებლად გამოდგეს, მაგრამ ძალადობას ნამდვილად არ მოაქვს პოლიტიკური შედეგი“, — ხაზგასმით აღნიშნა პოლიტოლოგმა.

საყვარელიძემ დადებითად შეაფასა პრემიერ კვირიკაშვილის გადაწყვეტილება, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში ფიზიკური დაპირისპირებისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინციდენტი ვერ იქნება წამყვანი ხაზი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისას და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება. რაც შეეხება კანონის გამკაცრებას, ეს მხოლოდ წაადგება საქმეა“, — განაცხადა საყვარელიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0