არჩევნების დღეს მომხდარ ჩხუბის ფაქტს შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიეცეს

© FB/МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის ფიზიკური დაპირისპირების საქმეს მუხლით „ცემა“ იძიებს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პირობა დადო, რომ სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტში დამნაშავე პირები უახლოეს მომავალში პასუხისგებაში მიეცემიან.

არჩევნების დღეს, კვირას კორცხელის საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ნაცემი არიან ენმ-ის ლიდერები გიგა ბოკერია,  ნიკა მელია, თენგიზ გუნავა და სხვები.

„ეს ემოციები, რაც საზოგადოებაში, ჟურნალისტებში არსებობს, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები”, — განუცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.

მან სამართლიანობის აღდგენით დაინტერესებულ ყველა პირს მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების შედეგებს.

გისოსები - Sputnik საქართველო
საარჩევნო უბანთან ჩხუბი, შესაძლოა, 4-წლიანი პატიმრობის ვადით დასჯადი გახდეს

„უახლოეს დღეებში ან საათებში მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან. გამოძიება ჯერჯერობით სსკ-ის 125-ე მუხლით  მიმდინარეობს, მაგრამ აქაც შეიძლება, დიდი ალბათობით, კვალიფიკაცია შეიცვალოს“, — აღნიშნა მღებრიშვილმა.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ერთმანეთი პროვოკაციაში დაადანაშაულეს, ხოლო შსს საქმის გამოძიებას შეუდგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს ინციდენტის უმოკლეს ვადებში გამოძიებისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0