საარჩევნო უბანთან ჩხუბი, შესაძლოა, 4-წლიანი პატიმრობის ვადით დასჯადი გახდეს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიგისოსები
გისოსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფალი ნების გამოხატვისთვის წინააღმდეგობის გაწევაში გათვალისწინებული იქნება ჩხუბი არა მხოლოდ საარჩევნო უბანზე, არამედ ახლომდებარე ტერიტორიაზეც.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი შესწორებები მოამზადა, რომელიც საარჩევნო ოლქთან ჩხუბისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი დავალება წულუკიანს  სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მისცა, როდესაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი არჩევნებზე ძალადობის აღკვეთის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს

„ახალი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, აგიტაციის ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობა ან ძალადობის მუქარა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი იქნება, — განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის კანონპროექტით, აღნიშნული დანაშაული ჯარიმას ან 4 წლამდე ვადით პატიმრობას გაითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობის სხდომაზე 27 მაისს წარადგენენ.

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, არჩევნების დროს თავისუფალი ნების გამოხატვის ხელშემშლელად მხოლოდ საარჩევნო უბანზე ჩხუბი ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0