საქართველოს გაზის ოდისეა

© photo: Sputnik / Ilya Pitalevგაზის კოშკურა
გაზის კოშკურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბუნებრივი აირი სამი წყაროდან შემოდის: 6 მლნ კუბური მეტრი „სოკარისგან“, დაახლოებით სამ მლნ— „შაჰდენიზის“ გაზსადენიდან და 2 2.5 მლნ — რუსეთიდან.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. როგორ და როდის დასრულდება საქართველოს გაზის ოდისეა, ჯერჯერობით უცნობია. აშკარაა ერთი რამ, რომ ქვეყანას შესაძლოა ცისფერი საწვავის მოცულობა დააკლდეს, განსაკუთრებით, ზამთარში, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე. 

საქართველო გაზის გასაყარზე

საქართველოში მწვავედ დგას ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის საკითხი, ვინაიდან ქვეყნის გაზიფიცირების კვალდაკვალ, მკვეთრად გაიზარდა მისი მოხმარება. დიახ, საქართველოს მოთხოვნილება გაზზე ყოველწლიურად იზრდება, არსებული მოცულობა კი საკმარისი აღარ არის. დღეისათვის ქვეყანას დაახლოებით 13 მლნ კუბური მეტრი აირი ესაჭიროება დღე–ღამეში. 2014 წელთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოხმარება 19%-ით გაიზარდა. 

ახლა საქართველოში დღე–ღამეში დაახლოებით 11 მლნ კუბური მეტრი გაზი შემოდის. აქედან 6 მლნ კუბურ მეტრი აზერბაიჯანულია გაზსადენ „ყაზახიდან“, დაახლოებით სამ მლნ „შაჰდენიზი 1–ის“ ფაზის ფარგლებში სამხრეთ–კავკასიური გაზსადენიდან შემოტანილი აირია, ხოლო დანარჩენი 2 2.5 მლნ — ეს სომხეთისკენ გატარებული რუსული გაზის საფასურია. 

საქართველოს გაზის მთავარ იმპორტიორად ჯერჯერობით ისევ აზერბაიჯანი რჩება, მაგრამ ამ ეტაპზე მას ტექნიკურად არ ძალუძს ქვეყნის მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილება. ამიტომ დეფიციტი რუსული გაზით ივსება. ამ დროისათვის საქართველო სომხეთისკენ რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად მის 10%-ს იღებს. 

საქართველოს ხელისუფლება დეფიციტის შესავსებად ახალ გზებს ეძებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს რეგიონის ყველა პოტენციურ მიმწოდებელთან, რათა ქვეყანა უწყვეტი და გრძელვადიანი გაზმომარაგებით უზრუნველყონ. 

აზერბაიჯანი გაზის მოცულობის გაზრდის პირობას დებს

ვითარების გამოსწორებას შეეცადა აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“, რომლის ხელმძღვანელობაც თბილისში მოლაპარაკებებზე ჩამოვიდა და 13 იანვარს ქვეყნის პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ გაზის სადღეღამისო მოცულობის დაახლოებით 1 მლნ კუბური მეტრით გაზრდას შეეცდება, რაც ჯამში 7 მლნ კუბომეტრს გაუტოლდება. 

გაზგამანაწილებელი სადგური, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
SOCAR-ი საქართველოში გაზის მოწოდების მოცულობას გაზრდის

მაგრამ „სოკარის“ არგუმენტებს საქართველოს მთავრობა ოპტიმიზმით არ აღუვსია და ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი კვლავაც განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ „ამ ეტაპზე აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია“. 

„ჩენ ვამბობდით, რომ ტექნიკურად შეუძლებელია გაზის დამატებითი მოცულობის მიღება (აზერბაიჯანიდან), ასე იყო წლების განმავლობაში და ჩვენ ამ დეფიციტს „გაზპრომის“ გაზით ვავსებდით, და სავარაუდოდ ასე იქნება მომავალშიც“, — განაცხადა კალაძემ შეხვედრის შემდეგ. 

იმავდროულად მან არ გამორიცხა, რომ მომავალში აზერბაიჯანული გაზის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს როგორც დამატებითი საკომპრესორო სადგურების აგების, ისე პროექტ „შაჰ დენიზი 2–ის“ მეორე ფაზის დასრულების ხარჯზე (სამხრეთ კავკასიური გაზსადენი) 2019 წელს. შედეგად საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას შეღავათიან ფასად მიიღებს.  

ვინ შეავიწროებს საქართველოში გაზის ძირითად იმპორტიორს?

საქართველო მზადაა, ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე შეთანხმებები გააფორმოს როგორც ირანთან, ისე რუსეთთან. გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო დაბალ ფასს შესთავაზებს.  ამიტომაც მოლაპარაკებები ორივე მიმართულებით სრული სვლით მიმდინარეობს. 

ოქტომბრის დასაწყისში ენერგეტიკის მინისტრი აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალი ენერგეტიკული წყაროების ძებნას შეუდგა და ამიტომაც სხვა ქვეყნების გაზის კომპანიებთან მოლაპარაკებები დაიწყო. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ საზოგადოებას „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საკითხები გაუმხილა

საქართველო არ გამორიცხავს ბუნებრივი აირის ირანისგან შესყიდვას, თუკი თეირანი კონკურენტუნარიან ფასს შესთავაზებს. 

„ირანი ძალიან საინტერესო ქვეყანაა… ამ ქვეყანას დიდი რესურსები გააჩნია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი რესურსები გამოყენებული იქნას ჩვენს საკეთილდღეოდ, შემოტანილ იქნას საქართველოში შეძლებისდაგვარად, რომ იყოს უფრო მეტი კონკურენცია. თუ იქნება კონკურენტუნარიანი ფასები მათი მხრიდან შემოთავაზებული, რა თქმა უნდა, მაშინ შესაძლებელი იქნება, იყოს ბაზარზე და კონკურენცია გაუწიოს სხვა მომწოდებლებს“, _ განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს გასული წლის 1 ნოემბერს. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
საქართველო ირანიდან გაზის დიდ მოცულობას ვერ მიიღებს

ირანულმა მედიამ 4 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის სომხეთის გავლით გაზის მიწოდებას იწყებს — 8–15 მლნ კუბური მეტრი დღე–ღამეში, ელექტროენერგიის წარმოების მიზნით. 

თუმცა ამის პასუხად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და, შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების საკითხი გადაჭრილი არ არის“. 

დღეს ირანიდან გაზის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია, — თქვა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ: „თუ მომავალში გაზსადენის ტექნიკური რეაბილიტაცია მოხდება, მაშინ შესაძლოა, რომ მოკლე სია იმ ქვეყნებისა, რომლების საქართველოს გაზს აწვდიან, ირანითაც შეივსოს“. 

პარალელურად თბილისი მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია „გაზპრომთანაც“, კერძოდ, რუსული გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის საკითხზე. „გაზპრომთან“ კონტრაქტი 2003 წლიდან ყოველწლიურად ფორმდება. 

და მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევიათ. 2015 წლის შეთანხმების ვადა უკვე ამოიწურა, ახალი კი ჯერაც არ არის ხელმოწერილი. 

გაზპრომი - Sputnik საქართველო
„გაზპრომი“ საქართველოს გავლით ტრანზიტზე ახალ პირობებს ითხოვს

„ბოლო ორი წლის განმავლობაში „გაზპრომის“ მხრიდან არის კატეგორიული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე და არა ნედლეულით, როგორც დღესაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. საერთაშორისო ვალდებულებებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც „გაზპრომი“ ყველა ქვეყანასთან მიმართებაში აკეთებს, ანალოგიურად, საქართველოსთან მიმართებაშიც წამოაყენეს ეს საკითხი და ამასთან დაკავშირებით გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. გავმართეთ მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის“, — განაცხადა კახა კალაძემ. 

მანვე განმარტა, რომ მოლაპარაკებები რუსულ „გაზპრომთან“ 2016 წელს გაზის მოწოდების თაობაზე კვლავ გრძელდება. 

„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებს დავასრულებთ და შედეგს მივაღწევთ“, — განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ 20 იანვარს ვენაში „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ენერგეტიკის სფეროში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესება დაუშვებელია

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი პრობლემას არ ხედავს იმ შემთხვევაში, თუ „გაზპრომი“ ამ 10%-ის სრულად მონეტიზირებას მოახდენს, მაგრამ თუ „საუბარია უფრო დაბალ ფასზე, მაშინ შეკითხვები გაჩნდება“. 

საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმების დიდი შანსი არსებობს, — განაცხადა რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის  გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი გრივაჩმა. მისი თქმით ეს წმინდა ეკონომიკური მოსაზრებებითაა განპირობებული. 

„აქ ორმხრივი ინტერესი არსებობს, თანაც, აბსოლუტურად ეკონომიკური ხასიათისა, არ ღირს მისი პოლიტიზირება. ახლა საქართველო სრულადაა დამოკიდებული აზერბაიჯანულ გაზზე და თუნდაც მცირე დივერსიფიკაცია — ეს კარგია. მეორე ასპექტი — ეს საბაზრო ურთიერთობაა ტრანზიტის გადასახადის სფეროში. მესამე ასპექტი: აზერბაიჯანს გარკვეული პრობლემები აქვს მოპოვებაში. გაზის შიდა მოხმარების ზრდის პარალელურად, მცირდება თანმდევი ნავთობ გაზის მოპოვება, რომლითაც ხდება კიდეც ქართული ბაზრისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის მოცულობის შევსება. უფრო მეტიც, აზერბაიჯანმა მთელი რიგი კონტრაქტები გააფორმა „გაზპრომთან“ გაზის შეძენის თაობაზე. გამოდის, რომ გაზის მიწოდებაში გარკვეული პრობლემები არსებობს. ამიტომ გონივრული იქნება, თუ საქართველო და რუსეთი მოილაპარაკებენ, მიუხედავად იმისა, რომ იარსებებს ამ პროცესის პოლიტიზირებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები“, — განაცხადა გრივაჩმა რადიო Sputnik–ის ეთერში. 

ოპოზიცია გმობს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს

ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები და ზოგიერთი ექსპერტი გმობს საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ და ამტკიცებენ, რომ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას წაართმევს.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: ოპოზიცია „გაზპრომის“ თემით სპეკულირებს
 

კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართული მხარის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯად აფასებს. პარტია პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი საქართველოს მთავრობა  რუსულ კომპანიასთან შეთანხმებას გააფორმებს. პარტიის წევრებმა ქვეყნის პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდეს, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა, რათა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საკითხი განიხილონ. 

ოპოზიციის ბრალდებების პასუხად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ზამთრის პერიოდში გაზის დეფიციტია და ხაზი გაუსვა, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ქვეყნის მოსახლეობაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0