საქართველო ირანიდან გაზის დიდ მოცულობას ვერ მიიღებს

© photo: Sputnik / Эдуард Котляков / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტ გია ხუხაშვილისათვის გაუგებარია ტექნიკურად როგორ შეძლებს საქართველო დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის მიღებას ირანიდან.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველო  დღეს ირანიდან  გაზის დიდი მოცულობის მიღებას ტექნიკურად ვერ შეძლებს.

თეირანი თბილისთან საქართველოში სომხეთის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იუწყება ირანული მედია  National Iranian Gas Company–ს (NIGC) წარმომადგენლის ალი რეზუ ქემელზე დაყრდნობით.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
მედია: ირანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

„საქართველოსთან შეთანხმებების თანახმად, ჩვენ ბუნებრივი აირი სომხეთის საზღვრამდე უნდა მივაწოდოთ, ხოლო საქართველო მას სომხეთთან თავის საზღვარზე მიიღებს. ამასთან, გარიგების დასადებად, გაზის  ექსპორტის გეგმა საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ირანული კომპანიის წარმომადგენელმა. მიწოდებული ბუნებრივი აირის  მოცულობა 300–დან 500 მლნ კუბურ ფუტამდე უნდა იყოს.

ექსპერტი გია ხუხაშვილის აზრით, დღეს ირანიდან ასეთი  მოცულობით გაზს სომხეთიც ვერ ღებულობს. „ჩემთვის გაუგებარია რა ტექნიკური საშუალებებით შეიძლება ამის განხორციელება. მილი, რომლითაც ირანულ გაზი სომხეთს მიეწოდება, 700 მილიმეტრიანია და მისი წარმადობა არის ზუსტად იმდენი, რამდენიც სჭირდება ერთ თბოელექტროსადგურს. აქედან გამომდინარე ენერგეტიკის მინისტრმა უნდა გვითხრას, თუ როგორ აპირებს საქართველო ირანული გაზის მიღებას. თუ ეს არის გრძელვადიანი პროექტი, მაშინ  მომავალში რა თქმა უნდა ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ხოლო დღეს კი ამაზე საუბარი არასერიოზულია.“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
შეთანხმება ირანთან საქართველოსათვის გაზის მოწოდებაზე ჯერ არ არსებობს

ირანიდან გაზის მიღებასთან დაკავშირებულ  ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობს ექსპერტი ლევან კალანდაძეც. „ირანისგან გაზის მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია და თუ მომავალში მოხდება გაზსადენის რეაბილიტაცია, შეიძლება, საქართველოს გაზის მომწოდებელი ქვეყნების არც თუ ისე დიდ ჩამონათვალს ირანიც დაემატოს“, – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენა გასული წლის ოქტომბერში არც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გამორიცხა. 

„საქართველო არ გამორიცხავს ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენას იმ შემთხვევაში, თუ თეირანი კონკურენტუნარიან ფასს შემოგვთავაზებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

საქართველომ ირანისგან 4.955 კუბური მეტრი გაზი მხოლოდ 2006 წელს შეიძინა.


ყველა ახალი ამბავი
0