მედია: ირანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

© RIA Novosti . / Тарас Литвиненкоგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმებების თანახმად, საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ ქვეყნის შიდა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად განხორციელდება და არა ევროკავშირის ქვეყნებში შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. თეირანი თბილისთან საქართველოში სომხეთის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იუწყება ტელეარხი Press TV  National Iranian Gas Company–ს (NIGC) წარმომადგენლის ალი რეზუ ქემელის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„საქართველოსთან შეთანხმებების თანახმად, ჩვენ ბუნებრივი აირი სომხეთის საზღვრამდე უნდა მივაწოდოთ, ხოლო საქართველო მას სომხეთთან თავის საზღვარზე მიიღებს. ამასთან, გარიგების დასადებად, აირის ექსპორტის გეგმა საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ირანული კომპანიის წარმომადგენელმა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ საქართველოში ირანული გაზის შემოსვლისათვის აუცილებელი პირობები დაასახელა

ტელეარხის ინფორმაციით, მიწოდების მოცულობა 300–დან 500 მლნ კუბურ ფუტამდე უნდა იყოს.

ქემელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ ქვეყნის შიდა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად განხორციელდება და არა ევროკავშირის ქვეყნებში შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.

კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ირანული გაზის ევროპაში გაზსადენით მიწოდება დღის წესრიგში არ დგას, რადგანაც ევროკავშირი უპირატესობას თხევად ბუნებრივ აირს ანიჭებს. 


ყველა ახალი ამბავი
0