კალაძემ საქართველოში ირანული გაზის შემოსვლისათვის აუცილებელი პირობები დაასახელა

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბრის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე ფიქრობს და ამ კუთხით, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik.  საქართველო არ გამორიცხავს ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენას იმ შემთხვევაში, თუ თეირანი კონკურენტუნარიან ფასს შემოგვთავაზებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

ოქტომბრის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე ფიქრობს და ამ კუთხით, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილის პროგნოზით, საქართველოში ირანული გაზი შემოვა

„ირანი — ძალზე საინტერესო ქვეყანაა… მას მძლავრი რესურსები  აქვს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს რესურსები ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის გამოვიყენოთ… თუ მათი მხრიდან კონკურენტუნარიანი ფასები იქნება წარმოდგენილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ირანულ გაზი ჩვენს ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს“, — განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ოთხშაბათს, 11 ნოემბერს.

მანამდე საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის, შესაძლოა, საინტერესო იყოს ირანული გაზის შემოსვლა და ხაზი გაუსვა ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს.


ყველა ახალი ამბავი
0