ივანიშვილის პროგნოზით, საქართველოში ირანული გაზი შემოვა

© FB / Бидзина Иванишвилиბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ირანთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის აზრით, აუცილებელია ირანთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება. მისი ვარაუდით, მალე საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის შემოტანა დაიწყება.

„დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა ელჩთან შეხვედრა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ გნებავთ, მთავრობის სხვა წევრებთანაც ეკონომიკის ყველა მიმართულებით. არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც კავშირშია, ყველაფერში აქტიურად ვმონაწილეობ“, — განუცხადა ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს. 

ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ირანთან სავაჭრო ურთიერთობების განვითრება. 

„უნდა ვიზრუნოთ ყველანაირად, რომ ირანთან მაქსიმალურად მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ. ირანი, ჩინეთი, რუსეთიც, რომ იცოდეთ, აუცილებლად საჭიროა ჩვენთვის. ძალიან საინტერესო იქნება, თუ ირანული გაზიც შემოვა საქართველოში და მე მგონი, დიდი ალბათობით, შემოვა“, —  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0