შეთანხმება ირანთან საქართველოსათვის გაზის მოწოდებაზე ჯერ არ არსებობს

გამოწერა
ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით გრძელდება.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. კონკრეტული შეთანხმება ირანთან სომხეთის გავლით საქართველოსათვის გაზის მოწოდების თაობაზე არ არსებობს, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

ორშაბათს, 4 იანვარს, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი იწყებს სომხეთის გავლით საქართველოში გაზის ტრანსპორტირებას ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, ყოველდღიურად 8-15 მილიონი კუბამეტრის ოდენობით. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
მედია: ირანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია გაგრძელდება მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან  რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით“, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ყველა ახალი ამბავი
0