SOCAR-ი საქართველოში გაზის მოწოდების მოცულობას გაზრდის

© photo: Sputnik / Stringerგაზგამანაწილებელი სადგური, საარქივო ფოტო
გაზგამანაწილებელი სადგური, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მახირ მამედოვმა განაცხადა, რომ SOCAR მაქსიმალურად გაზრდის საქართველოსათვის გაზის მოწოდებას - 7 მილიონ კუბამეტრამდე. დღეისათვის SOCAR-ის მიერ მოწოდებული დღიური მოცულობა 6 მილიონ კუბამეტრს შეადგენს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია SOCAR მაქსიმალურად გაზრდის საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას — 7 მილიონ კუბამეტრამდე დღე-ღამეში, განაცხადა SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელმა მახირ მამედოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისში SOCAR-ის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა მოხმარებამ 11 მილიონ კუბამეტრს გადააჭარბა. დღეისათვის SOCAR-ის მიერ მოწოდებული დღიური  მოცულობა 6 მილიონ კუბამეტრს შეადგენს და არსებული გაზსადენით მეტის მოწოდება შეუძლებელია.

ჩვენ განვიხილეთ გაზის მოწოდების საკითხი ზამთრის პერიოდში და რა ტექნიკური საშუალებებით შეიძლება დეფიციტის შევსება, რადგან ზამთარში გაზის მოხმარება მკვეთრად იზრდება… ჩვენ მაქსიმალურად გავზრდით გაზის მოწოდებას 7 მილიონამდე“, — თქვა მამედოვმა.

კომპანია ეძებს გზებს საქართველოში მოწოდებული გაზის მოცულობის გაზრდისათვის, აღნიშნა მან. 

SOCAR - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანს არ შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე

„კერძოდ გავზრდით გაზის მოწოდებას ზამთარ-ზაფხულის პერიოდში „შაჰ-დენიზ —1“ —ის (სამხრეთ-კავკასიური მილსადენი) ფაზის ფარგლებში. ჩვენ გვინდა უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ ზამთრის პერიოდზე, რადგან SOCAR-ი ამ მილის კომერციული ოპერატორია და ეს შესაძლებლობა ჩვენ დღეს გვაქვს, — აღნიშნა მამედოვმა. 

სამხრეთ-კავკასიური მილსადენი (გაზსადენი ბაქო-ერზერუმი) ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა აზერბაიჯანული გაზის „შაჰ-დენიზიდან“ საქართველოსა და თურქეთში ტრანსპორტირებისათვის. 


ყველა ახალი ამბავი
0