აზერბაიჯანს არ შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე

© socartrading.comSOCAR
SOCAR - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ტექნიკურად შეუძლებელია აზერბაიჯანიდან გაზის დამატებით მოცულობის მიღება და ამ დეფიციტს ქვეყანა, წლების განმავლობაში „გაზპრომის“ საშუალებით წყვეტდა.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. 2016 წელს საქართველო ვერ მოახერხებს აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობით ბუნებრივი აირის მიღებას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს ხელისუფლება ბუნებრივი აირის მოწოდების გაზრდის აუცილებლობას ქვეყანაში მოთხოვნილების შესამჩნევ ზრდას უკავშირებს. კალაძის სიტყვებით, 2012 წლიდან ბუნებრივი აირის მოხმარება საქართველოში თითქმის 38%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით 19%-ით.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო გაზის დამატებით მოცულობის (აზერბაიჯანიდან) მიღება, ასე იყო წლების განმავლობაში და ამ დეფიციტს ჩვენ „გაზპრომით“ ვავსებდით, ვფიქრობ, მომავალშიც ასე იქნება“, — აღნიშნა კალაძემ „სოკარის“ მმართველთან შეხდვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
ნუგზარ წიკლაური: „გაზპრომთან“ შეთანხმება ივანიშვილის ინტერესებშია

ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ამისათვის დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო, დასძინა კალაძემ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას 2019 წელს, „შახდენიზის“ პროექტის დასრულების შემდეგ ელოდება, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ხორციელდება.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.
„საუბარი იმ ტექნიკურ პრობლემებსა და დისბალანსს ეხებოდა, რომელსაც ჩვენ ზამთრის პერიოდში ვაწყდებით. მოწოდების პრობლემა არ არის, თუმცა, ბუნებრივი აირის ყველაზე მოთხოვნად თვეებში, ამ პრობლემას რუსული გაზის დამატებით ვჭრით“, — განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: "გაზპრომის" მიერ შემოთავაზებული ფასი აზერბაიჯანულზე მაღალია

ამ დროისათვის რუსული გაზის მოწოდება საქართველოში ხდება მხოლოდ სომხეთში ტრანზიტის საფასურის ხარჯზე, რაც ტრანზიტის საერთო მოცულობის 10%-ს შეადგენს. 2014 წელს "გაზპრომმა" საქართველოს 300 მილიონი კუბამეტრი გაზი მიაწოდა. 
მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორთან მიმართებით მიმდინარეობს ფასის დაკლების შესახებ მოლაპარაკებები, რომლის შედეგებიც მომავალში გახდებაქ ცნობილი.

2008-2013 წლებში საქართველოში 230 ქალაქისა და სოფლის გაზიფიცირება მოხდა, აშენდა 3500 კმ სიგრძის გაზსადენი, რამაც 175 ათასი აბონენტისთვის ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი გახდა.
საქართველომ  „სოკართან“ მემორანდუმი 2013 წელს გააფორმა, რომლის თანახმადაც  აზერბაიჯანულმა კომპანიამ 2013-2017 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირება უნდა მოახდინოს. 2014 წელს 1100 კმ სიგრძის გაზსადენი აშენდა და 34 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდა.

„სოკარი“ გაზიფიკაციის მასშტაბურ პროექტს 2017 წელს დაასრულებს, რომლის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის 75 % შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს.

ყველა ახალი ამბავი
0