კალაძე: "გაზპრომის" მიერ შემოთავაზებული ფასი აზერბაიჯანულზე მაღალია

გამოწერა
საქართველო გაზს სამი წყაროდან იღებს: 6 მილიონი კუბომეტრი SOCAR-ის ნავთობსადენით, სამ მილიონამდე "შახდენიზის" ნავთობსადენით და 2-2,5 მილიონი - რუსეთიდან.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ფასები ბუნებრივ აირზე, რომელიც "გაზპრომმა" საქართველოს შესთავაზა მოლაპარაკებების მსვლელობისას, აზერბაიჯანთან არსებულ ფასებზე მაღალია. განუცხადა სამშაბათს 12 იანვარს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. 

ქვეყნის გაზიფიკაციამ გავლენა მოახდინა ქვეყანაში გაზის მოხმარების რაოდენობაზე. მინისტრის თქმით, 2012 წლიდან ბუნებრივი აირის მოხმარება საქართველოში თითქმის 38%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით 19%-ით. 

"დღეს არსებული ფასები რაც აზერბაიჯანთან გვაქვს დაბალია, კონკურენტუნარიანია. ჩვენ ეს ფასები მივაწოდეთ კომპანია SOCAR-ს. აბსოლუტურად ღიად ვუთხარით როგორი წინადადებები გვქონდა", — თქვა კალაძემ.

მასთან ენერგეტიკის მინისტრს არ დაუსახელებია კონკრეტული ციფრები რომლებიც შეხვედრაზე განიხილებოდა

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ საზოგადოებას „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საკითხები გაუმხილა

მისი თქმით, ამჟამად SOCAR საქართველოს დღეში 6 მილიონ კუბომეტრ გაზს აწვდის და ფიზიკურად შეუძლებელია არსებული გაზსადენით დამატებითი მოცულობის მიღება. ამიტომ დეფიციტის დაფარვა რუსეთიდან მოწოდებული გაზის საშუალებით ხდება, თქვა კალაძემ. 

გაზის ძირითადი იმპორტიორი საქართველოში აზერბაიჯანია. ამ დროისათვის რუსული გაზის მოწოდება საქართველოში ხდება მხოლოდ სომხეთში ტრანზიტის საფასურის ხარჯზე, რაც ტრანზიტის საერთო მოცულობის 10%-ს შეადგენს. 2014 წელს "გაზპრომმა" საქართველოს 300 მილიონი კუბამეტრი გაზი მიაწოდა.  

სამშაბათს ენერგეტიკის მინისტრმა პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, საქართველოს ხელისუფლების "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილა. კალაძემ ექსპერტებს უთხრა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე "გაზპრომისაგან" მოდიოდა კატეგორიული მოთხოვნა, რომ საქართველო დათანხმებულიყო ფულად ანაზღაურებაზე და არა ნედლეულით ანაზღაურებაზე, როგორც ეს იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით. 

დღეისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2016 წლის ხელშეკრულებაზე "გაზპრომისაგან" საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მოწოდებაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0