აბაშიძე: ოპოზიცია „გაზპრომის“ თემით სპეკულირებს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბაშიძემ განაცხადა, რომ ოპონენტებს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების გასაკრიტიკებლად თემები სჭირდებათ.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქართული ოპოზიცია „გაზპრომის“ თემას ხელისუფლების გასაკრიტიკებლად იყენებს წინასაარჩევნო პერიოდში, – მიაჩნია პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს.

„გაზპრომთან დაკავშირებით გაზის თემა კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების საკრიტიკებლად თემები სჭირდებათ, ამიტომ ჩვენმა ენერგეტიკის სამინისტრომ რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანოს, ეს კრიტიკა გაგრძელდება“, — განაცხადა აბაშიძემ  მთავრობის სხდომაზე.

თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ღელავდნენ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გამო, მაშინ რუსული კომპანიებისთვის ამდენი ელექტროსადგური არ უნდა მიეყიდათ, — აღნიშნა მან.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
კალაძე: აშშ-მ არ მისცა საშუალება სააკაშვილს „გაზპრომისათვის“ გაზი მიეყიდა

გაზის ძირითადი იმპორტიორი საქართველოში აზერბაიჯანია. ამ დროისათვის რუსული გაზის მოწოდება საქართველოში ხდება მხოლოდ სომხეთში ტრანზიტის საფასურის ხარჯზე, რაც ტრანზიტის საერთო მოცულობის 10%-ს შეადგენს. 2014 წელს "გაზპრომმა" საქართველოს 300 მილიონი კუბამეტრი გაზი მიაწოდა.  

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე "გაზპრომისაგან" მოდიოდა კატეგორიული მოთხოვნა, რომ საქართველო ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას დათანხმებოდა, როგორც ეს იყო კიდეც გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება იზრდება

დღეისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2016 წლის ხელშეკრულებაზე "გაზპრომისაგან" საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მოწოდებაზე.

გარდა ამისა, კალაძემ თბილისში SOCAR-ის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა მოხმარებამ 11 მილიონ კუბამეტრს გადააჭარბა, მაშინ, როდესაც SOCAR-ის მიერ მოწოდებული დღიური  მოცულობა 6 მილიონ კუბამეტრს შეადგენს. "გაზპრომის" მიერ მოწოდებული  ბუნებრივი აირი სწორედ ამ დეფიციტის შევსებას ხმარდება.

ყველა ახალი ამბავი
0