კალაძე: აშშ-მ არ მისცა საშუალება სააკაშვილს „გაზპრომისათვის“ გაზი მიეყიდა

© RIA Novosti . / Тарас Литвиненкоგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„2005 წელს სააკაშვილსა და მის გარემოცვას რომ შეძლებოდა „გაზპრომისათვის“ გაზსადენის მიყიდვა, დღეს ჩვენ რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გარეშე ვიქნებოდით“, - განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, რომ არა აშშ-ს ხელისუფლების ძალისხმევა, მიხეილ სააკაშვილი 2005 წელს შეუთანხმდებოდა „გაზპრომს“ იმ გაზსადენის მიყიდვაზე, რომლითაც რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირება ხდება. 

 სექტემბერში კალაძემ შეხვედრა გამართა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან. ჟურნალისტებთან ამ შეხვედრაზე საუბრისას, მან განაცხადა რუსეთიდან გაზის მოწოდების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობაზე, თუკი საქართველო მას იმ ფასებში შეიძენს, რომელიც კონკურენციას გაუწევს აზერბაიჯანულ გაზს. 

 ეს მოლაპარაკებები ქართული ოპოზიციისა  და მედიის მკვეთრი კრიტიკის საგანი გახდა. ქართული ოპოზიცია სისტემატურად მართავს საპროტესტო აქციებს საქართველოს ხელისუფლების „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეწყვეტის მოთხოვნით. 

 „შეგახსენებთ, რომ 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გაზპრომთან“ ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის თაობაზე. რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აშშ, დარწმუნებული ვარ რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა“, — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს სამშაბათს. 

 მისი თქმით, „იმ დროს აშშ-მ გარკვეული სახსრები გამოყო გაზსადენის რეაბილიტაციისათვის და კონტრაქტში გარკვევით იყო აღნიშნული, რომ საქართველოს ეკრძალება ამ გაზსადენის გაყიდვა“. 

 „მაშინ სააკაშვილსა და მის გარემოცვას რომ შეძლებოდა ჩანაფიქრის განხორციელება, დღეს ჩვენ რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გარეშე ვიქნებოდით“, — განაცხადა მინისტრმა. 

 კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს მართავს „გაზპრომთან“ ჯერ კიდევ 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რომლის შემდეგაც ამ დოკუმენტზე კიდევ 21 დამატება იქნა მიღებული. მან ასევე თქვა, რომ „გაზპრომი“ გაზის მოწოდებას 2008 წელშიც ახორციელებდა, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის პერიოდშიც. 

 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოში 300 მილიონი კუბამეტრის გაზის მოწოდება განახორციელა. 


ყველა ახალი ამბავი
0