„გაზპრომი“ საქართველოს გავლით ტრანზიტზე ახალ პირობებს ითხოვს

© photo: Sputnik / Michael Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკში"გაზპრომი"
გაზპრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზის რუსული კომპანია სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საქართველოს ფულად გადახდაზე გადასვლას სთავაზობს. ამჟამად, შეთანხმების თანახმად, საქართველოში სომხეთისთვის მიწოდებული აირის მთლიანი მოცულობის 10% რჩება.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და რუსული კომპანია „გაზპრომის“ შეთანხმება 2016 წელს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე შემუშავების პროცესშია, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია. ამჟამად რუსული გაზი საქართველოში მხოლოდ სომხეთში ტრანზიტისთვის საფასურის სახით — მიწოდების მთლიანი მოცულობის 10% შემოდის. 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს 300 მლნ კუბომეტრი აირი მიაწოდა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში „გაზპრომის“ მხრიდან კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ჩვენ უკვე გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე და არა ნედლეულით ანაზღაურებაზე, როგორც არის დღეს ხელშეკრულებით გათვალიწინებული. თავისი საერთაშორისო ვალდებულებებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც „გაზპრომი“ ყველა ქვეყანასთან მიმართებაში აკეთებს და ანალოგიურად საქართველოსთან მიმართებაშიც, მათ წამოაყენეს ეს საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, გავმართეთ მოლაპარაკებები, თუმცა, ამ ეტაპზე შეთანხმება არ არის მიღწეული“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
ენმ საქართველოს ხელისუფლების „გაზპრომთან“ შეთანხმების გამოქვეყნებას მოითხოვს

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო დაინტერესებულია, რომ საქართველო კვლავ მომგებიან ვითარებაში დარჩეს. მან არ დაასახელა თანხის რაოდენობა, რომელზეც რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ კონტრაქტი „გაზპრომთან“ ყოველწლიურად 2003 წლიდან ფორმდება.
„რამდენიმე წელია, “გაზპრომსა” და საქართველოს შორის მიმდინარეობს თანამშრომლობა. დაახლოებით 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ხდება ამ ხელშეკრულების გადახედვა, თავიდან გაფორმება. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, გვქონდა ანალოგიური შეხვედრები, ყოველი წლის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფს უწევდა შეხვედრები და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებების გაგრძელება”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძისა და „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის ალექსეი მილერის მოლაპარაკებებმა საქართველოში აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს შეხვედრები მძაფრად გააკრიტიკეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ზოგიერთმა ექსპერტმა. მათი მტკიცებით, „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოდამოკიდებულს გახდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0