საქართველომ და „გაზპრომმა“ მოლაპარაკებები მილანში გამართეს

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიმილანი
მილანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა ტრანზიტის მომსახურების შესახებ შეთანხმების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობა და პირობები.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის ალექსეი მილერის მორიგი სამუშაო შეხვედრა მილანში გაიმართა, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

სექტემბერში კახა კალაძე „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან განაცხადა, რომ შესაძლებელია რუსული აირის მიწოდების მოცულობის გაზრდა, თუ საქართველო ისეთ ღირებულებას შესთავაზებს, რომელიც აზერბაიჯანულ მიწოდებას კონკურენციას გაუწევს. თუმცა ეს მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მკაცრად გააკრიტიკა. ოპოზიცია სისტემატურად მართავს აქციებს და „გაზპრომთან“ მთავრობის მოლაპარაკებების შეწყვეტას მოითხოვს.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
კალაძე: აშშ-მ არ მისცა საშუალება სააკაშვილს „გაზპრომისათვის“ გაზი მიეყიდა

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მიწოდების შესაძლებლობა და პირობები“, — აღნიშნეს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტში.

2014 წელს „გაზპრომის“ ჯგუფმა საქართველოს 300 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა.


ყველა ახალი ამბავი
0