"ნაციონალურმა მოძრაობამ" "გაზპრომთან" მოლაპარაკებები შეაფასა

© photo: Sputnik / Michael Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკში"გაზპრომი"
გაზპრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაში შედიხარ რუსეთის ისეთ სახელმწიფო სტრუქტურასთან როგორიც „გაზპრომია“, ეს, საქართველო–რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik.  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გაზპრომთან“ ქართული მხარის მოლაპარაკებები საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასა. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მორიგი შეხვედრა ლუქსემბურგში სამშაბათს, 8 დეკემბერს გაიმართა. 

„გაზზე გარიგებებს ნამდვილად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, როცა სტრატეგიულ პარტნიორობაში შედიხარ რუსეთის ისეთ სახელმწიფო სტრუქტურასთან როგორიც „გაზპრომია“, ეს, შექმნილი საერთაშორისო ვითარებიდან და საქართველო–რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, — აცხადებს საპარლამენტო „უმცირესობის“ დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
მილერმა და კალაძემ ლუქსემბურგში გაზის ტრანზიტის საკითხებზე მოილაპარაკეს

მანამდე, კახა კალაძისა და მილერის სამუშაო შეხვედრა 26 ოქტომბერს მილანში გაიმართა, რომელზეც მხარეებმა არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილეს. საუბარი აგრეთვე შეეხო ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობებსა და პირობებს.

სექტემბერში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, რომელზეც საუბარი შეეხო რუსეთიდან გაზის მოწოდების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობას იმ  შემთხვევაში, თუ საქართველო მას იმ ფასებში შეიძენს, რომელიც კონკურენციას გაუწევს აზერბაიჯანულ გაზს. აღნიშნული მოლაპარაკებები ქართული ოპოზიციისა და ზოგიერთი მედიასაშუალების კრიტიკის საგანი გახდა.

ოპოზიციამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეწყვეტის მოთხოვნით, აქციები გამართა.

2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოში 300 მილიონი კუბამეტრის გაზის მოწოდება განახორციელა. 


ყველა ახალი ამბავი
0