ენმ საქართველოს ხელისუფლების „გაზპრომთან“ შეთანხმების გამოქვეყნებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკში"გაზპრომი"
გაზპრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასა და ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს, თუ საქართველოს მთავრობა რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ შეთანხმების პირობებს არ გამოაქვეყნებს, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა ორშაბათს, 11 იანვარს.
მანამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარესთან, ალექსეი მილერთან ლუქსემბურგში შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მხარეებს საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის მიწოდების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ რუსულ „გაზპრომთან“ ქართველი ხალხის ზურგსუკან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან აღნიშნული დოკუმენტის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას“, — განაცხადა წიკლაურმა პრესკონფერენციაზე.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
"ნაციონალურმა მოძრაობამ" "გაზპრომთან" მოლაპარაკებები შეაფასა

წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ აქტიურ ანტისამთავრობო კამპანიას დაიწყებს, აღნიშნა მან.
„ხელისუფლების ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას. მთავრობის გადაწყვეტილება ასევე მიმართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის — აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, — მიიჩნევს დეპუტატი.
საქართველოს ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია. ამჟამად რუსული გაზი საქართველოში მხოლოდ სომხეთში ტრანზიტისთვის საფასურის სახით — მიწოდების მთლიანი მოცულობის 10% შემოდის. 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს 300 მლნ კუბომეტრი აირი მიაწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0