თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში კარგი ურთიერთობები აქვს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ი ეთერში, და ის ამის დანგრევას არ აპირებს.
ამჟამად საქართველო რუსული ბუნებრივი აირის სომხეთში მიწოდების ტრანზიტის საფასურად მთლიანი მოცულობის 12%-ს იღებს. ქვეყანა რუსულ ბუნებრივ აირს 2007 წლიდან აღარ ყიდულობს.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ენერგეტიკის სექტორში კარგი ურთიერთობები გვაქვს. და ამ ურთიერთობების დანგრევას არ ვაპირებ, რომელსაც ჩემი წინამორბედები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშენებდნენ, მე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ“, — განაცხადა კალაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის თვალსაზრისით, საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.
„ჩვენ წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, რადგან ჩვენს რეგიონში არსებულ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე საუკეთესო ფასად გვაწვდიან ისინი ელექტროენერგიას. და ეს ჩემ მიერ დაწყებული ურთიერთობები არ არის“, — განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს 2003 წლის შეთანხმების საფუძველზე აწაროებს, რის შემდეგაც ამ დოკუმენტზე კიდევ 21 დამატება მიიღეს. 2015 წელზე შეთანხმების ვადა უკვე ამოიწურა, ხოლო ახალი შთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ოპოზიცია და ზოგიერთი ექსპერტი მინისტრს აკრიტიკებენ და ამტკიცებენ, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას დაუკარგავს. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციები თბილისში სისტემატურად იმართება.