პროტესტის ერთი კვირა თბილისში და დარტყმა ტურიზმზე - პოლიტოლოგების პროგნოზი

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შიდა პოლიტიკურმა პრობლემებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაამწვავა

თბილისის მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრება ერთი კვირის წინ დასრულდა - ყოველ საღამოს საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები იმართება.

„წადი!“: აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ>>

პოლიტოლოგები და პოლიტიკური ექსპერტები მოვლენათა განვითარების განსხვავებულ სცენარებს პროგნოზირებენ.

„ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტის წინ ვნებათაღელვაზე და აქციების ხანგრძლივობაზე. თუ ახალგაზრდები კიდევ ერთ კვირას ან ათ დღეს იდგებიან, მაშინ ჩვენს ხელისუფალთ მოუწევთ სერიოზულად დაფიქრება შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკურ მომავალზე, განურჩევლად მისი პირადი ბრალეულობის ხარისხისა“, - განუცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „Sputnik-საქართველოს“.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა - მომიტინგეების ერთადერთი შეუსრულებელი მოთხოვნაა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პროფესიონალიზმისთვის: პრეზიდენტმა მედიკოსები ღირსების მედლებით დააჯილდოვა

გახარიას ადანაშაულებენ 21 ივნისს, ღამით, საპროტესტო აქციის სასტიკ დარბევაში. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება ქვეყნის პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენამ გამოიწვია. შსს-მ ძალა მას შემდეგ გამოიყენა, რაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა დააპირეს. იმ მომენტისთვის რუსეთის დელეგაცია საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. 

„ჩვენ რუსეთთან პოლიტიკური პრობლემები გვაქვს და არა - ადამიანური. ადამიანური თვალსაზრისით, რუსი ხალხი ჩვენთვის საკმაოდ ახლობელი ერია“, - განაცხადა პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.

ოპოზიციამ ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გამოიყვანა, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია ჩაშალა, რომელსაც გავრილოვი უძღვებოდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომხდარი „პროტოკოლში დაშვებული შეცდომის“ ბრალი იყო. ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, ასევე, შს მინისტრის გადადგომა მოითხოვა იმის გამო, რომ მათ დაუშვეს ქვეყანაში რუსი დეპუტატის შემოსვლა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს.

აქცია - Sputnik საქართველო
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: საპროტესტო აქციის მეშვიდე დღე

„დაძაბულობა ქართულ საზოგადოებაში ამ მოვლენებამდეც იგრძნობოდა, ვინაიდან ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ძალა უპირისპირდება ერთმანეთს. რასაკვირველია, საქართველოში ჩამოსული სახელმწიფო დუმის დეპუტატისთვის ცივი წყლის გადასხმა და მასთან ასე მკაცრად მოქცევა არ შეიძლებოდა, რადგან მათ თავად მოიწვიეს და დასვეს იმ ადგილზე. ვფიქრობ, რადიკალურმა ძალებმა ისარგებლებს ამ ვითარებით, გააღვივეს კონფლიქტი და დაპირისპირება, რომელიც, სამწუხაროდ, დიდი პრობლემებით დასრულდა“, - განუცხადა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ფიქრეთ სადიხოვმა „Sputnik-აზერბაიჯანს“.

20-21 ივნისის ღამეს, არეულობისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მომიტინგეების ბოლო ნაკადი, რომელიც პოლიციას ქვებს უშენდა, რუსთაველის გამზირიდან გამთენიისას გამოაძევეს. აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 80 პოლიციელი. დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან სამი ჯერ კიდევ საპატიმროში რჩება.

ბახტაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების გულწრფელი პროტესტით ისარგებლა>>

მღელვარებას ბოლო ჯერ არ უჩანს. ექსპერტი საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს შეკრული წრეა.

„თუ იგი (გახარია, - რედ.) არ გადადგება, მოთხოვნა გაგრძელდება... თუ გადადგება, ახალი მოთხოვნები გაჩნდება. მაგალითად, ბახტაძის გადადგომა“, - დარწმუნებულია ექსპერტი.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სასამართლომ აქციაზე დაკავებული 51 პირი გაათავისუფლა

მისი სიტყვებით, ყველა ცდილობს ძალის წარმოჩენას, მათ შორის, ისინიც, ვინც არ წარმოადგენს მას, მაგრამ ხედავს, რომ შეუძლია მთავრობის გამოცვლა. პროტესტის ფონზე თანამდებობიდან უკვე გადადგა ირაკლი კობახიძე.

„მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ პროცესის ძირითადი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია. ის არის დაინტერესებული ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლით“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთია იმ პარტიათაგან, რომელთა დეპუტატებმაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია ჩაშალეს და საპროტესტო ტალღა ააგორეს.

საქართველოში მოვლენათა განვითარების რევოლუციურ სცენარს არცერთი წამყვანი პოლიტიკური ექსპერტი არ ვარაუდობს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება დათანხმდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. პარლამენტში მაქსიმალური მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად გადაწყდა არჩევნების ჩატარება ნულოვანი ბარიერით. შედეგად - ქვეყანამ შეიძლება მიიღოს კოალიციური და არა ერთპარტიული მთავრობა.

ოთხშაბათს ღამით ასობით მომიტინგემ თვალი წითელი სახვევით აიხვია - Sputnik საქართველო
წითელი თვალსახვევების ღამე თბილისში - ფოტოები საპროტესტო აქციიდან

„2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობით ჩატარებამ შეიძლება ცოტათი ჩააცხროს ვითარება. თუმცა ეს დიდად არ შეცვლის სიტუაციას, ვინაიდან ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა საქართველოში ერთ წელიწადში ვერ შეიცვლება. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულად უკეთესს არ უნდა ველოდოთ. ამ მეთოდებით, შესაძლოა, კრიზისის მოგვარება და ვითარების დამშვიდება მოხერხდეს“, - განუცხადა მამრაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მხოლოდ შიდა პოლიტიკური პრობლემებით ვერ შემოვიფარგლეთ. რუსეთთან, რბილად რომ ვთქვათ, რთული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა, ზაფხულის ტურისტული სეზონი კი ჩაშლის პირასაა.

მოსკოვის რეაქცია

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მალევე მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია. უკვე 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 8 ივლისიდან რუსული ავიახაზების საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ. 22 ივლისს კი რუსეთის მიმართულებით ფრენა აეკრძალათ ქართულ ავიამზიდებს. ტურისტულ სააგენტოებსა და ოპერატორებს კი რუსეთის პრეზიდენტმა ურჩია, არ შეეთავაზებინათ რუსი ტურისტებისთვის ტურები საქართველოში.

რუსი ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო

რუსეთმა გადაწყვეტილება საქართველოში თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის ხელისუფლება არ დაემსგავსება იმ ქვეყნებს, რომლებიც ზეწოლის მიზნით უკანონო სანქციებს იყენებენ. საქართველოს შემთხვევაში - ეს შეზღუდვები იძულებითი და დროებითია.

რაც შეეხება საპროტესტო ტალღას, პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ის შეაფასა, როგორც „ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუსი პარლამენტარების მიმართ“.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 750 მილიონ დოლარს მიაღწიოს, ფიქრობს საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი. შესადარებლად, 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის მაჩვენებელს 18,4%-ით აღემატება.

ტურისტული სეზონი ჩავარდა თუ პრობლემის მასშტაბი გაზვიადებულია?>>

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა - სასტუმროების, ტურისტული კომპანიების მეპატრონეებმა, გიდებმა - უკვე განგაში ატეხეს. აჭარაში, რომელიც, შეიძლება ითქვას, ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს, გაიმართა აქციები, რომელთა მონაწილეებმა ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს.

აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე>>

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმდინარე მოვლენებს „საკმაოდ დიდი შოკი“ უწოდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა ღონეს იხმარს ზარალის შესამსუბუქებლად.

ყველა ახალი ამბავი
0