ცხელი პოლიტიკური ზაფხული: საპროტესტო აქციის მეშვიდე დღე

გამოწერა
რუსთაველის გამზირი მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციის ეპიცენტრი გახდა

თბილისი,  26 ივნისი — Sputnik.  რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მეშვიდე დღეა საპროტესტო აქცია იმართება.

მომიტინგეთა მოთხოვნები რამდენიმე დღეა უცვლელია: შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლება. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ ოთხი დეპუტატი ტოვებს?!

აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – მეოთხე დღეა პარლამენტის შენოაბსთან ხუთი ახალგაზრდა შიმშილობს. კიდევ ორი მოშიმშილე გოგონა კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა შიშილობა შეეწყვიტა – ისინი „სასწრაფო დახმარებამ“ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

თბილისში საპროტესტო აქციები  20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. 21 ივნისის ღამეს  ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისასამთავრობო გამოსვლაში გადაიზარდა. 

რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
აქციაზე დაშავებული რამდენიმე პირი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომას და პარლამენტის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ შეკრებილთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეოლობისას დაშავდა 240 ადამიანი, რომელთაგან 80 პოლიციელი იყო. ამ დროისთვის საავადმყოფოებში ათი ადამიანი რჩება, მათგან ორი – რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საპროტესტო აქცია ამით არ დასრულებულა, უფრო მეტიც – მოთხოვნები გაიზარდა. მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე  ყოველდღიურად 19:00 საათზე იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, დაკავებულთა გათავისუფლებას და იმ პოლიციელთა დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს.

 მათ კიდევ ორი მოთხოვნა ჰქონდათ – პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძის გადადგომა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით. პირველი უკვე შესრულდა. რაც შეეხება არჩევნებს, ხელისუფლება კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0