რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო

© AP Photo / Shakh Aivazovრუსი ტურისტები აბანოთუბანში
რუსი ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ რუსული ბაზრის შესანარჩუნებლად სტრატეგია უნდა შეიმუშაოს

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. წინასწარი გათვლებით, რუსული სანქციების შემდეგ ზარალმა საქართველოში, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს, განაცხადა საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა ორშაბათს პრესკონფერენციაზე.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება.

საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთი რუსეთის 3 ათას მოქალაქეს აქვს შეძენილი>>

ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობამ სწორი სტრატეგია შეიმუშაოს, ხოლო პოტენციური ზარალის შემცირებისთვის რუსული ბაზარი შეინარჩუნოს.

რამდენს ხარჯავენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

„ორი დღეა, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასულები. დავთვალეთ ციფრები და დღეს რომ სრულად ჩაიკეტოს ბაზარი და რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ, სავარაუდო ზარალი დაახლოებით 2,1 მილიარდი ლარი იქნება“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

ტურისტი აეროპორტში - Sputnik საქართველო
აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან რუსეთის მოქალაქეებმა დაახლოებით 1,1 მლრდ ლარი დახარჯეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ტურისტების საერთო ხარჯის 33%–ია.

ალავერდაშვილის შეფასებით, ყველაზე დიდ დარტყმას მიიღებს აჭარა, შემდეგ კი დაბალბიუჯეტიანი სეგმენტი – თბილისში დარეგისტრირებული 22 ათასი ბინა. ამ ბინების 90%–ს რუსი ტურისტები ქირაობდნენ. 2018 წელს რუსი ტურისტების რაოდენობა თვეში 60 ათასს ჭარბობდა.

ალავერდაშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი რუსი ტურისტი საქართველოში სექტემბერში ჩამოვიდა – 60,1 ათასზე მეტი. მათი ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი გართობა და დასვენებაა – 49,4% სწორედ ამ მიზნით ეწვია საქართველოს.

მათი დიდი ნაწილი – 54,1% სასტუმროებში განთავსდა, 11,1%–მა ბინა იქირავა, ხოლო საკუთარი საცხოვრებელი საქართველოში 5,6%–ს აქვს.

საქართველოს სასტუმროების ბიზნესი დარტყმას პასუხს ახვედრებს>>

ვიზიტორების ხარჯებმა 2018 წელს 8 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან 2 მილიარდი რუსი ვიზიტორების წილია.

ვინ არ აუქმებს სასტუმროებში დაჯავშნულ ნომრებს

ალავერდაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯავშანს ნაკლებად აუქმებენ მაღალბიუჯეტიანი რუსი ტურისტები. ისინი საქართველოში ჩამოსვლას ალტერნატიული გზებით გეგმავენ.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
სანქციები ფრენებზე თუ იძულებითი შეზღუდვა – პესკოვი ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვაზე

ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რომ რუსი ტურისტები რამე ალტერნატიული გზებით საქართველოში შემოვიყვანოთ, აღნიშნა ალავერდაშვილმა. რუსეთთან ურთიერთობებს არ ვწყვეტთ. პირიქით, საკმაოდ აქტიური კონტაქტი მაქვს რუსულ ტურ–ოპერატორებთან. მაგალითად ერთ–ერთი 400 ნომრის დაჯავშნას ეხება. არც ერთს არ გაუუქმებია ჯავშანი. უბრალოდ, საქართველოში სხვა გზით ჩამოვლენ ოქტომბერში, განაცხადა ალავერდაშვილმა.

ჯავშნის გაუქმება, ძირითადად, დაბალმხარჯველიანმა ტურისტებმა დაიწყეს, აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს საზღვაო სეზონს არ ეხება, რადგან იქ საკმაოდ რთული მდგომარეობაა.

„როსპოტრებნადზორი" ისევ საქმეშია: ქართული ღვინის კონტროლი მკაცრდება>>

ხუთშაბათს თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. ის თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი საერთაშორისო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, თუმცა, ღონისძიება ჩაიშალა. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება „სამშობლოს ღალატში“ დაადანაშაულა. ოპოზიციის მიტინგი არეულობებში გადაიზარდა, რის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0