აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე

© photo: Sputnikტურისტი აეროპორტში
ტურისტი აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ათეულობით სასტუმროს წარმომადგენლებს ესაუბრა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე

ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდნენ, არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვაზე, ან მათ მასობრივად გააუქმეს დაჯავშნული ნომრები სასტუმროებში, შეუძლებელია.

აბაშიძემ რუსეთიდან ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა>>

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოში ფრენები აეკრძალებათ. მთავრობას დაევალა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია. აკრძალვა ქართულ ავიაკომპანიებსაც შეეხო.

 რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა - Sputnik საქართველო
რუსეთის ომბუდსმენმა ქართველ კოლეგას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა

იმის თაობაზე, რომ რუსი ტურისტები დიდ როლს ასრულებენ საქართველოს ტურისტულ სექტორში, ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს. მაგალითად, 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი შესრულდა, რაც 2018 წლის ამავე პპერიოდის მონაცემებზე 31%–ით მეტია. ამასთან, რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა უკვე წლებია, იზრდება.

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა სასტუმროების სექტორში, „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილობრივი სასტუმროს წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთი რუსეთის 3 ათას მოქალაქეს აქვს შეძენილი>>

„ამ სამ დღეში ბოლო მოვლენები სასტუმროების მუშაობაზე ნაწილობრივ აისახა. ველოდებოდით ნომრების ახალ დაჯავშნებს, რომელიც არ მოხდა... ჩვენ დაჯავშნის სისტემით ვმუშაობთ. ქუჩიდან რუსი ტურისტები ნამდვილად არ შემოსულან, ხოლო ახალი დაჯავშნები არ ყოფილა. ის, რაც უკვე დაჯავშნულია, არ გაუუქმებიათ. შეიძლება, გააუქმონ კიდეც“, – განაცხადა Hotel Primavera–ს ადმინისტრატორმა თეკო კავსაძემ.

რუსეთმა პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სკანდალი მოხდა რუსული დელეგაციის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს ამ ვიზიტის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ამ არეულობების შემდეგ რუსულმა დელეგაციამ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, თბილისი დატოვა.

რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება: ხელისუფლება ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

„ჯავშნის არანაირი გაუქმება არ ფიქსირდება, თუ არ ჩავთვლით 20 ივნისს, მაგრამ ახლა ვითარება დამშვიდდა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიდის. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას ორშაბათს შეძლებთ“, – განაცხადა სასტუმრო Holiday Inn Tbilisi–ს ადმინისტრატორმა.

Hilton Batumi–ში განაცხადეს, რომ ინფორმაცია დაჯავშნული ნომრების შესახებ კონფიდენციალურია, ამიტომ ამაზე საჯაროდ საუბარი არ შეუძლიათ.

ბევრი რუსი ტურისტი, რომლებიც ხშირად ჩამოდიან საქართველოში და ერთსა და იმავე სასტუმროში ჩერდებიან, რეკავს სასტუმროში და კითხულობს, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში და საშიშია თუ არა აქ ჩამოსვლა.

რამდენი რუსი ტურისტი იმყოფება ამჟამად საქართველოში>>

„მომხდარ მოვლენებთან, არეულობებთან დაკავშირებით – ჩვენს აპარტამენტებში აბსულუტური სიმშვიდეა. აქ მცხოვრები ადამიანი მშვიდად არიან. რადგან თავისი თვალით ხედავენ, რომ ქვეყანაში აბსულუტური სიმშვიდეა, მშვიდობაა. ის კი, ვინც ჩამოსვლას აპირებს, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვირეკავენ და გვეკითხებიან, რა მდგომარეობაა. ჩვენც, შესაბამისად, ვეუბნებით, როგორცაა საქმე. ისინი ჩვენ გვენდობიან, რადგან ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი ჩვენს სტუმრებთან“, – განაცხადა აპარტამენტების My Home Georgia მფლობელმა მაია ხასაიამ.

ავიაკომპანია Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
მოსკოვში ერევნის გავლით: ქართული ავიაკომპანია მგზავრებს ტრანზიტულ რეისს სთავაზობს

ზოგიერთი რუსი ტურისტი მაინც თავს იზღვევს და ამჯობინებს, არ ჩამოვიდეს საქართველოში, სადაც საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება. მორიგი მიტინგი დღესაა დანიშნული. აქციებზე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, არეულობების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

„ჩვენთან ბევრი ტურისტია. კონკრეტულად ამ მოვლენების გამო არავინ წასულა. პირიქით, ამ ორ დღეში რამდენიმე ტურისტი მივიღეთ რუსეთიდან. რაც შეეხება ჯავშნის გაუქმებას, ორი შემთხვევა იყო. ერთი ერთ კვირაში უნდა ჩამოსულიყო, მეორე – ივლისში. პანიკური ვითარება არ არის“, – განაცხადა გესტ–ჰაუსის Garden Side Tbilisi ერთ–ერთმა თანამფლობელმა გიორგი ჯანიბეგაშვილმა.

მისი თქმით, მას, ვინც ჯავშანი გააუქმა, მიზეზი არ აუხსნია. „სავარაუდოდ, პუტინის განცხადების გამო, რადგან ამის მერე მალევე დაგვირეკეს“.

რუსეთმა საქართველოში ფრენების დაშვების პირობები დაასახელა>>

საქართველოს სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლები ორშაბათს შეხვედრას გამართავენ და ავიამიმოსვლის არძალვის საკითხებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0