თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ქართულმა ავიაგადამზიდავმა Georgian Airways-მა თავის მგზავრებს ტრანზიტი მოსკოვში ერევნის გავლით შესთავაზა.
„მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც. იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს“, - ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ავიაკომპანიაში ირწმუნებიან, რომ მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, ტრანსფერის დრო იქნება დაახლოებით 1 საათი.