21:35 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძემ რუსეთიდან ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

© Sputnik / Denis Aslanov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (123)
194 0 0

ზურაბ აბაშიძე უახლოეს დროს გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებებს გამართავს

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა იმ სიტუაციის გაანალიზება, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულების შემდეგ, რომელიც საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას კრძალავს, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

პუტინის გუშინდელი განკარგულების შემდეგ, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენებს უკრძალავს, მიღებულია მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ავიაგადამზიდავებს ფრენას რუსეთის მიმართულებით აუკრძალავს.

ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენას აუკრძალავენ >>

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სკანდალს და შემდგომ არეულობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასა და თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

„ამ ეტაპზე ვცდილობთ მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებაზე, შემდგომი სერიოზული ანალიზისა და დასკვნების გასაკეთებლად, და უფრო დეტალური კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება. ჩვენი ამოცანაა - დავიცვათ ქვეყნისა და ყველა მოქალაქის ინტერესები და სუვერენიტეტი, თავიდან ავიცილოთ რისკები, დაუფიქრებელი ნაბიჯები სერიოზულ საკითხებში“, -  განაცხადა აბაშიძემ.

მან აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან განიხილავს.

„მე ჩემს კოლეგასთან პრაღის ფორმატში მექნება კომუნიკაცია, ალბათ, უახლოეს პერსპექტივაში  და მისგან ვეცდები მივიღო დამატებითი ინფორმაცია. მიჭირს თქმა, დღეს იქნება თუ ხვალ, მაგრამ ვეცდები, რომ ეს უახლოეს დროს მოხდეს“, - აღნიშნა აბაშიძემ.

პირველ ეტაპზე ეს სატელეფონო საუბარი იქნება.

„ძირითადად, როდესაც იქმნება პრობლემები, ერთმანეთს ვუკავშირდებით. ეს ჩვენთვის მიღებული ფორმაა“, - განაცხადა დიპლომატმა.

რუსეთმა საქართველოში ფრენების დაშვების პირობები დაასახელა >>

ამასთან მან შეფასებებისგან თავი შეიკავა.

„ჯერჯერობით თავს შევიკავებ (შეფასებებისგან - რედ.), იქიდან გამომდინარე, რომ როგორც უკვე გითხარით, ჯერ უნდა კარგად გავერკვეთ, გავაანალიზოთ სიტუაცია, მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და შემდგომ უკვე ვაკეთოთ დასკვნები და თქვენ უფრო დაწვრილებით გელაპარაკოთ“, - დასასრულს აღნიშნა აბაშიძემ.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (123)

მთავარი თემები