რუსეთის ომბუდსმენმა ქართველ კოლეგას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკში რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა
 რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ომბუდსმენმა გამოხატა შეშფოთება თბილისში სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან და ტელეარხ „როსია 24“-თან დაკავშირებული ინციდენტების გამო

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ მოუწოდა ქართველ კოლეგა ნინო ლომჯარიას ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას ხელი შეუწყოს, იუწყება РИА Новости.

საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან დასრულდა >>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.

„მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა მოსკალკოვამ.

მისი თქმით, თბილისში მომხდარი ბოლო მოვლენები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

საპროტესტო აქციის დაშლა - Sputnik საქართველო
აქციაზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო

„რუსული დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა ქართული მხარის მოწვევით იმ ერთმორწმუნე ერების ურთიერთობების ჰუმანიტარული და სასულიერო ასპექტების განსახილველად, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს. სამწუხაროდ, კულტურული დიალოგის ნაცვლად, მთლიანად რუსული დელეგაციის უფლებები დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით დარღვეული აღმოჩნდა“, - აღნიშნა მოსკალკოვამ.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული დელეგაციის წევრები სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა, ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ საქართველო.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში >>

აჟიოტაჟი მას მერე დაიწყო, რაც ოპოზიციამ ხუთშაბათს დილით გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში იხილა. დილიდან სწორედ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია, რომელზე დასასწრებადაც მსოფლიოს ოთხი კონტინენტიდან 20 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. გავრილოვი დღეისათვის ხელმძღვანელობს ასამბლეას და შესაბამისად, სხდომა მას მიჰყავდა.

ოპოზიციამ ღონისძიება ჩაშალა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა, რადგან ქვეყანაში შემოუშვა და პარლამენტში საპატიო ადგილი დაუთმო ადამიანს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.

პროტესტის მესამე დღე - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს იძიებს

რუსი ომბუდსმენი ასევე ტელეარხ „როსია 24-ის“ გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტს შეეხო.

„თავდასხმის ობიექტი გახდა ტელეარხ „როსია 24-ის“ გადამღები ჯგუფიც, ხოლო ათასობით რუსი ტურისტი იძულებული გახდა შეეწყვიტა შვებულება და სასწრაფოდ დაბრუნებულიყო სახლში. ადამიანის უფლებების მსგავსი დარღვევა დაუშვებელია საზოგადოებაში, რომელიც ორიენტირებულია იმ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დაცვასა და პატივისცემაზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია გაცხადებული“, - განაცხადა მოსკალკოვამ.

გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტიდან მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეთა საჰაერო გადაზიდვების განხორციელება აუკრძალა, ხოლო ტუროპერაორებსა და აგენტებს მიეცა რეკომენდაცია, არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით საგზურები.

აბაშიძემ რუსეთიდან ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა >>

მოგვიანებით რუსეთში ფრენა ქართულ ავიაგადამზიდავებსაც აეკრძალათ.

ტურისტი გოგონა სეირნობს თბილისში - Sputnik საქართველო
როსტურიზმი: ტურისტული ნაკადი საქართველოში 60-70%-ით შემცირდება

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში РИА Новости-ს განუცხადეს, რომ ახლა საქართველოში დაახლოებით 5-7 ათასი ორგანიზებული რუსი ტურისტი იმყოფება, ხოლო დამოუკიდებელი - 2-3-ჯერ მეტი. საქართველოს სტატისტიკით, 2018 წელს ყოველი მეხუთე ტურისტი საქართველოში (21%) რუსეთიდან იყო.

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს „მტერი და ოკუპანტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ქვეყანაში საზოგადოების განხეთქილებით. რუსეთის პრემიერმა მსგავს განცხადებებს უკიდურესად არაპროფესიონალური უწოდა. მედვედევის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ან არ იყო საქმის კურსში, ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ ვითარებას.

ყველა ახალი ამბავი
0