საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან დასრულდა

© Sputnik / Shota Nozadzeაქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან
აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა ამჯერად მმართველი პარტიის ოფისთან გადაწყვიტეს

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საპროტესტო აქცია, რომელმაც პარლამენტის შენობიდან მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალური ოფისისთან გადაინაცვლა, ამ დროისთვის დასრულებულია. აქცია ხვალ კვლავ 19:00 საათზე გაგრძელდება.

საქართველოს სპარლამენტთან საპროტესტო აქციის დაახლოებით ორი ათასმა მონაწილემ აქციის ჩატარების ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და მმართველი პარტიის ოფისისკენ გაემართა. მსვლელობის მონაწილეებს ეკავათ დროშები, პლაკატები და ისინი სკანდირებდნენ „საქართველო“.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გვახარიას გადადგომას, აქციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე, იმ სამართალდამცველების დასჯას, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს აქციის დაშლის დროს.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან იუწყება, პროტესტანტებს ხელში ეკავათ გრძელი პლაკატი წარწერით „გახარია, წადი“. აქცია ხმაურიანი იყო, მაგრამ ვითარება, მთლიანობაში – მშვიდი.

საპროტესტო აქციის დაშლა - Sputnik საქართველო
აქციაზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 102 პაციენტი რჩება. საავადმყოფოებში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება, აქედან ორი მიმე მდგომარეობაშია.

არეულობების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციაში. ხელმძღვანელობაში ან მონაწილეობაში ბრალდებით 305 ადამიანი დააკავეს. აქედან 121–ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენებიდან ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. ზოგიერთის საქმის განხილვა გადაიდო.

თბილისში აქციებზე დაკავებულ 120 ადამიანს პატიმრობა შეეფარდა>>

საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ და შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიმდინარეობს ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა.

ყველა ახალი ამბავი
0