14:53 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
111 0 0

აქციაზე არეულობის გამო დაკავებულთა დიდი ნაწილი უკვე გაათავისუფლეს

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. თბილისში პარასკევს ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს დაკავებულთა თითქმის ნახევარი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა“ - ომბუდსმენი ხელისუფლებას მიმართავს >>

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსეთის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ აგორდა, ხუთშაბათს გვიან ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, საპასუხოდ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. საავადმყოფოებში 39 ადამიანი რჩება.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა. ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით სულ 305 ადამიანი დააკავეს.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები