ტურისტული სეზონი ჩავარდა თუ პრობლემის მასშტაბი გაზვიადებულია?

© AP Photo / Shakh Aivazovრუსი ტურისტები აბანოთუბანში
რუსი ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უკვე დაიწყეს შესაძლო ზარალის დათვლა რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირების შემთხვევაში

ტურიზმის სფერო, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება უზარმაზარ იმედებს ამყარებს, შეძრა იმ ამბავმა, რომ 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები შეწყდება.

ლარმა ანტირეკორდი დაამყარა – რა იქნება მომავალში? >>

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების პირველი შედეგი უკვე გამოჩნდა - სასტუმროების წარმომადგენლები ჩივიან, რომ ბევრმა რუსმა ტურისტმა ჯავშანი გააუქმა, და მოსალოდნელ ზარალს ითვლიან.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რით და ვისთან ვაჭრობს საქართველო

რუსეთმა გადაწყვეტილება საქართველოში თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუს ტურისტებს, ისევე როგორც ქვეყნის სხვა სტუმრებს, არაფერი ემუქრებათ.

საქართველოში ტურიზმის განვითარების პარალელურად ეკონომიკის ეს სეგმენტი გარკვეულწილად რუს ტურისტებზე დამოკიდებული გახდა. და ეს არ არის გაზვიადება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რუსებს საქართველოში ტურისტების საერთო რაოდენობის მიხედვით წამყვანი ადგილი უჭირავთ. 2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში უცხოელების 3 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, აქედან რუსეთის მოქალაქეებისა - 540 ათასი. ამასთან, ბოლო წლებში მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების ზრდის აშკარა ტენდენცია გამოიკვეთა.

© Sputnik / Konstantin Ivanovტურიზმი საქართველოში
ტურისტული სეზონი ჩავარდა თუ პრობლემის მასშტაბი გაზვიადებულია? - Sputnik საქართველო
ტურიზმი საქართველოში

რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი შესაძლოა 60-70%-ით შემცირდეს, აღნიშნა „როსტურიზმის“ ხელმძღვანელმა ზარინა დოგუზოვამ Sputnik-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ხოლო რას უნდა ელოდნენ სასტუმროების მეპატრონეები, ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები, გიდები და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ფიქრობს, რომ ზარალის ოდენობამ შესაძლოა 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.

საპატრიარქო: წელს დასვენება საქართველოში ამჯობინეთ >>

შესადარებლად, 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის მაჩვენებელს 18,4% -ით აღემატება.

„საუბარი იმაზე, რომ ადამიანები საერთოდ შეწყვეტენ საქართველოში სიარულს - შეუძლებელია. შეუძლებელია, ადამიანებს საქართველოში ჩასვლა აუკრძალო. ამის გაკეთებას არავინ აპირებს. შეიძლება მხოლოდ ურჩიო მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ საფრთხეს, რომელიც საქართველოში შეიძლება დაემუქროს. და შეიძლება ზომების მიღება ტურისტული ნაკადის შესამცირებლად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

პანიკა ნაადრევია

ცარიელი პლაჟი - Sputnik საქართველო
აქცია ქობულეთში: რას აპროტესტებენ მომიტინგეები

ვიდრე რუსეთის სანქციები მოსახლეობის ჯიბეებს დარტყმას მიაყენებს და სახელმწიფოს შემოსავლებზე სავალალოდ აისახება, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მოქმედებას იწყებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წამოიწყო სოციალური კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“. კამპანიის ფარგლებში ფეისბუქის ქართველი მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ საიმიჯო ვიდეორგოლებს და ბლოგპოსტებს სახელწოდებით - spendyoursummeringeorgia.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აქტიურად მართავს შეხვედრებს საქართველოს ტურისტული სექტორისა და უცხოური ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.

გუშინ თურნავა ესაუბრა საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს - ქალაქ ქობულეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. მათი სიტყვებით, ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩაშლის პირასაა, რადგან ასობით ჯავშანი გაუქმებულია, რუსი ტურისტების ნაწილმა კი ქალაქი დატოვა. და ეს მაშინ, როცა აკრძალვა ჯერ არ ამოქმედებულა.

ალტერნატივა: რა გზებით შეძლებენ რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას >>

მინისტრმა მომხდარს „საკმაოდ დიდი შოკი“ უწოდა და მოსახლეობას დაპირდა, რომ ყველა ღონეს იხმარდა ზარალის შესარბილებლად. როგორც მან აღნიშნა, შეხვდება კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს და დააყენებს იმ მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს, რომლებმაც ტურისტული ბიზნესის გასავითარებლად კრედიტები აიღეს და ახლა შიშობენ, რომ ვალის გასტუმრებას ვერ შეძლებენ.

ნათია თურნავა პიტერ ფოსტერთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი Air Astana–ს პრეზიდენტს შეხვდა

ოთხშაბათს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა გააფორმეს ხელშეკრულება ევროპის ქვეყნების მიმართულებით 12 ახალი პირდაპირი რეისის ეტაპობრივად დანიშვნის თაობაზე. ამგვარად, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ევროპის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით შესრულდება.

გარდა ამისა, თურნავა ოთხშაბათს შეხვდა ყაზახეთის ავიაკომპანია Air Astana-ს პრეზიდენტ პიტერ ფოსტეროს და სამოქალაქო ავიაციისა და Air Astana-ს ბაზარზე არსებული ვითარება განიხილა.

არც ისე შემაშფოთებელი პროგნოზები გააკეთეს Galt & Taggar-ისა და „თიბისი ბანკის“ ანალიტიკოსებმა.

კონსალტინგური კომპანია Galt & Taggar-ის შეფასებით, 2019 წლის მეორე ნახევარში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 47%-ით შემცირდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მთლიანობაში მოსალოდნელია დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ზარალი. ტურიზმიდან წლიური შემოსავალი, კვლევის თანახმად, 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, მოსალოდნელი 3,6 მილიარდის ნაცვლად.

ჰამბურგი, ვენეცია, ნიცა – ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულებით შესრულდება >>

„თიბისი ბანკის“ კვლევის თანახმად, რუსეთიდან დამსვენებლების რაოდენობის განახევრების შემთხვევაში, ტურიზმის ზრდის ტემპი საქართველოში შემცირდება, მაგრამ მაინც შენარჩუნდება პოზიტიური დინამიკა.

საუბარია ტურიზმის დაახლოებით 5%-იან ზრდაზე, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი მკვეთრად იმატებს.

ყველა ახალი ამბავი
0