ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში ზღაპრულად გაუმართლებს

© Pixabay / Franz26თოვლიანი ტყე
თოვლიანი ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც მიმდინარე წლის თებერვალში საოცრად გაუმართლებს, ეს თვე მათთვის ჯადოსნური წარმატებების თვე იქნება

2020 წლის მეორე თვე ძალზე წარმატებული იქნება ზოდიაქოს უმეტესი ნიშნებისთვის. ასტროლოგები ამბობენ, რომ ძალზე ბევრ კარგ სიახლეს მოიტანს, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალი 29 დღიანი იქნება (რადგან ნაკიანი წელიწადია).

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

თებერვლის დაყოფა პირობითად შეიძლება სექსტილებზე პლანეტების შერწყმის თვალსაზრისით და თითოეული ასეთი დუეტი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ზღაპრულ იღბალს მოიტანს.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

სექსტილი - ესაა ასპექტი ორ პლანეტას შორის. პლანეტები ერთმანეთთან მიმართებით გრადუსებით არიან დაშორებული. ეს ასპექტს წარმოშობს. ასპექტი (aspectus) ნიშნავს რაკურსს, ხედვის კუთხეს. ესაა განსაკუთრებული ურთიერთგანლაგება პლანეტებს შორის. 360 გრადუსი შუაზე გაყოფით გვაძლევს 180 გრადუსს - ოპოზიციას, სამზე გაყოფით - ტრინს (120 გრადუსი), ოთხზე - კვადრატურას (90 გრადუსი) და ექვსზე - სექსტილს (60 გრადუსი).

თითოეულ ასპექტს საკუთარი ბუნება აქვს. შერწყმის ასპექტი გამოხატავს მონადის ბუნებას, ე.წ. ორი პლანეტის ენერგიების გაერთიანებას, ასპექტი ოპოზიცია - დიადის ბუნებას, ანუ ბრძოლას, გამოვლენათა ურთიერთდაპირისპირებულობას, ტრინი - ტრიადის ბუნებას, ე.წ. ჰარმონიასა და განვითარებას და სხვა.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

სექსტილი სამართლიანობისა და ჯილდოს ასპექტია, რომელიც ხსნის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს, ასევე, ჰარმონიის, თავისუფალი არჩევნის სიმბოლოა.

ბედნიერება მოქუფრულ ცაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

5 თებერვლიდან 22 მარტის ჩათვლით მერკურისა და ურანის სექსტილი იქნება. ეს დუეტი მფარველობას გაუწევს თევზებს, ტყუპებს, ქალწულებსა და კუროებს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ყველა სასიამოვნო მოვლენა, პრაქტიკულად, თავისთავად მოხდება. შესაძლებელია მოულოდნელი სიახლეები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ კარდინალურად შეცვლის, მოულოდნელი შეხვედრები, ნაცნობობა, საუბრები და მოგზაურობა.

15-დან 26 თებერვლამდე დუეტს შექმნიან იუპიტერი და ნეპტუნი, რომლებიც საოცარ წარმატებას მოუტანენ თევზებს, მშვილდოსნებსა და თხის რქებს. ეს ასპექტი დაკავშირებულია პერსონალურ იღბალთან და უკეთესობისკენ სერიოზული ცვლილებების მოახლოებაზე მეტყველებს. ასტროლოგების რეკომენდაციით, საჭიროა აქტიურობის გაზრდა, კულტურულ და საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა, საზოგადოებაში ხშირად ყოფნა. ყველა პრობლემა თავისთავად გადაწყდება, იუპიტერი ახალ კარს გახსნის.

მოალერსე წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან

თებერვლის ბოლოს, 20-27 თებერვალს სექსტილში შევლენ მზე მარსთან და ურანთან. ეს ასპექტი კეთილგანწყობილი იქნება ვერძების, კუროების, ლომების, თხის რქების, მერწყულებისა და თევზების მიმართ. იღბალი ამ ნიშნების წარმომადგენლებს მოულოდნელად „დაატყდება" თავს და ერთ წამში შეცვლის მათ ცხოვრებას. ასტროლოგების აზრით, ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ნიშნებმა უნდა მიიღონ, ეს გარისკვის გადაწყვეტილებაა. სწორედ რისკი, მოულოდნელი ნაბიჯი, გადაწყვეტილება მოიტანს გიჟურ წარმატებას. ეს ასპექტი მფარველობს მზვერავებს, ავტომრბოლელებსა და გამომგონებლებს. ამ ნიშნებმა ეს შანსი არ გაუშვან ხელიდან და მისგან მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღონ. ყველაზე მძლავრი გავლენა იქნება 21-23 თებერვალს.

ყველა ახალი ამბავი
0