2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

© Sputnik / Maria Tsimintiaვერძი
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი - Sputnik საქართველო
ვერძი

როგორი იქნება 2020 წელი ვერძებისთვის - ზოგადი მიმოხილვა

2020 წელს ვერძები აღმოჩენებით დაიწყებენ - არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელად საკუთარ თავში ახალი ნიჭი ან საკმაოდ არასტანდარტული სურვილები აღმოაჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამას სრული სერიოზულობით მოეკიდოთ: ამის წყალობით ცხოვრების საფუძვლიანი შეცვლისა და მისი ცინცხალი სიამოვნებებით ავსების საშუალება შეიძლება მოგეცეთ. თებერვალში კარგი იქნება, თუ შვებულებას აიღებთ - წინა თვეში თვითანალიზი და მოულოდნელი „გაცისკროვნება" დიდ ენერგიას წაიღებს და ამ ენერგიის შევსება გჭირდებათ. ამასთან, ვირთხა მალე ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით კარიერული ზრდისა და თვითრეალიზების კუთხით, ასე რომ, სხეულიცა და სულიც სათანადო ტონუსში უნდა იყოს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

წლის მეორე ნახევარი მოვლენებით იქნება დატვირთული. წაგადგებათ შვებულება ივლისში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იდუმალი სიყვარული, შემოსავლების დამატებითი წყარო, ახალი ჰობი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა, რაც, დიდი ალბათობით, ამ პერიოდში მოგელით, ნერვულ გამოფიტვამდე მიგიყვანთ.

2020 წლის დეკემბერში გელოდებათ მეგობრული შეხვედრებისა და ელიტური ღონისძიებების კალეიდოსკოპი. გაიცნობთ მრავალ საინტერესო ადამიანს. მაგრამ არის ერთი საფრთხე - შესაძლოა, ერთ დღესაც აღმოაჩინოთ, რომ წონაში მოიმატეთ. სასწრაფოდ შეცვალეთ ცხოვრების სტილი და ფორმაში ჩადექით.

სასიყვარულო ჰოროსკოპი

ლითონის ვირთხის წელი ძალზე იღბლიანია პირადი ცხოვრებისთვის. გაჩნდება მეტი თავდაჯერებულობა, იგრძნობთ საკუთარ მომხიბვლელობას, ღიად აჩვენებთ თქვენს გრძნობებს. ეს განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეხება, რომლებიც მდგომარეობის სრულფასოვან ბატონ-პატრონად იგრძნობენ თავს, შეძლებენ პარტნიორზე მსუბუქ „ბატონობას", საკუთარ თავზე რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების აღებას. ამასთან, მამაკაცები თქვენი საქციელით აღფრთოვანებული დარჩებიან.

დაოჯახებულ ვერძებს პლანეტების განლაგება მკაფიოდ დაანახებს, ვინ იქნება ოჯახის წარმმართველი ძალა - რა თქმა უნდა, თქვენ. მაგრამ არ ღირს ამის შესახებ ხმამაღლა ყვირილი, ისიც საკმარისია, რომ თქვენ გარეშე არც ერთი ოჯახური ღონისძიება ან საქმე არ ჩაივლის. ამას გარდა, წლის განმავლობაში თაყვანისმცემლებიც გამოგიჩნდებიან. შესაძლებელია ცოტაოდენი ფლირტიც - ეს თქვენს ოჯახს არანაირ რისკს არ შეუქმნის, პირიქით, თქვენი პარტნიორი, იგრძნობს რა რაღაც „რისკს", უფრო მეტად დაგაფასებთ.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მარტოხელების სასიყვარულო ცხოვრება 2020 წელს გამოცოცხლდება. ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან გაგახარებთ, ბევრ სასიამოვნო შეგრძნებას გაჩუქებთ, რომლებიც, ფინალის მიუხედავად, ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ.

კარიერა და ფინანსები

2020 წელს ფულს ხელმომჭირნედ დახარჯავთ, მაგრამ წუწურაქობას ვერავინ დაგწამებთ. თუ დაიცავთ ბალანსს ეკონომიასა და გულუხვობას, მუხლჩაუხრელ შრომასა და მხიარულ დასვენებას შორის, წელს ფინანსური სიდუხჭირის გარეშე გაატარებთ. მნიშვნელოვანი შემოსავალია მოსალოდნელი შუა ზაფხულში და შემოდგომის ბოლო დღეებში. ამ დროს არ დაივიწყოთ უფროსი ნათესავების მატერიალური დახმარება.

დიდი, ძვირფასი შენაძენების დროა იანვრის მეორე ნახევარი - თებერვლის დასაწყისი. ამისთვის ასტროლოგები განსაკუთრებით გამოყოფენ 23 იანვარს.

პლანეტების განლაგება გაზაფხულის დასაწყისში ახლობელი ადამიანების წარმატებულ საქმიან თანამშრომლობას პროგნოზირებენ, მაგრამ თქვენი მუშაობის ანაზღაურება წინასწარვე გაარკვიეთ, რომ შემდეგ რამე გაუგებრობა არ მოხდეს.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

მცირე ფინანსური სირთულეებია მოსალოდნელი გაზაფხულის შუა პერიოდში, რაც, ძირითადად, სახლის პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ გაციებებსა და ვირუსულ დაავადებებს, ხოლო ყავის ნაცვლად ნატურალური წვენი სვით.

ვერძის ნიშნის პირველ დეკადაში დაბადებულები (21.03 – 30.03) - რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას. საკვებში ჩართეთ მწვანილი, თხილი, ნიგოზი.

ნიშნის მეორე დეკადა (31.03 – 9.04) - დეპრესიაა მოსალოდნელი. ურთიერთობები იქონიეთ პოზიტიურ ადამიანებთან. ეწვიეთ სილამაზისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების სალონებს, შეიცვალეთ იმიჯი. აღიდგინეთ სულიერი წონასწორობა, სიმშვიდე.

მესამე დეკადა (10.04 – 20-04) - ძალზე ემოციური ხართ, ამიტომ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. მიმართეთ არომათერაპიას, მოუსმინეთ წყნარ მუსიკას. გადით ქალაქგარეთ.

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

ვერძი-ვირთხა

ბევრი რამაა დამოკიდებული თქვენი მოქმედებების ეფექტურობაზე. მოგიწევთ ბრძოლა, შრომა, მაგრამ შედეგი გაგახარებთ. იფრთხილეთ უცნობ ადამიანებთან. შესაძლებელია მნიშვნელოვნად წაიწიოთ კარიერულ კიბეზე, განამტკიცოთ თქვენი ავტორიტეტი და მიაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას. ვინც დიდი ხანია, დაქორწინებულია, საჭიროა ურთიერთობები განახლება და ჩამქრალი გრძნობების გაღვივება. აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ვერძი-ხარი

2020 წელს პერიოდულად წააწყდებით პრობლემებს სამუშაოზე. გაგიჩნდებათ გრძნობა, რომ თქვენს წარმატებებს ვიღაც შეგნებულად ეღობება. აღიჭურვეთ მოთმინებით და მოვლენებზე ძალზე ემოციური რეაგირება ნუ გექნებათ. არ ჩაებათ არანაირ ავანტიურაში. არ აიღოთ საკუთარ თავზე არანაირი მატერიალური პასუხისმგებლობა, არ ჩადოთ ფული ახალ პროექტებში. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის წინ ყველაფერი აწონ-დაწონეთ.

ვერძი-ვეფხვი

თქვენთვის არცთუ მარტივი, მაგრამ იმედისმომცემი წელია. საქმეებში წარმატებებს მიაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემოციებს გააკონტროლებთ. გაფრთხილდით ფულის ინვესტირებისას. თავი შეიკავეთ კრედიტის აღებისგან. ჩანაფიქრის განხორციელებას ზაფხულამდე არ შეუდგეთ. სანამ მიზნებსა და პრიორიტეტებს არ განსაზღვრავთ, სჯობს, არაფერი მოიმოქმედოთ.

ვერძი-კატა (კურდღელი)

ეცადეთ, ამ წელს ყველა დაწყებული საქმე დაამთავროთ. მოგიწევთ მძიმე ჯაფა. თუ რამე გამძიმებთ, მოიშორეთ ეს ტვირთი და ზედმეტი პასუხისმგებლობა. შესაძლოა, ვინმესთან დაშორება მოგიწიოთ. არ დაისახოთ მიზნად დიდი მასშტაბის საქმეები. ფრთხილად იმოქმედეთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახს.

© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი

ვერძი-დრაკონი

2020 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. მშვენივრად გაართმევთ თავს საქმეებს. გაიზრდება შემოსავლები. რომანტიკულ ურთიერთობებში დიდი წარმატებები გელოდებათ. ასევე ხელსაყრელი წელია დაოჯახებულებისთვის. გარშემორტყმული იქნებით სიყვარულითა და ზრუნვით.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ვერძი-გველი

ვირთხის წელი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისა და შემოსავლების ახალი წყაროების მოძებნის საშუალებას მოგცემთ. არ შეუშინდეთ ახალი პროექტების დაწყებას. პირადი ცხოვრება თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება პროფესიულ საქმიანობაში. შემოდგომაზე ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ვერძი-ცხენი

ვირთხა ოპტიმიზმით აგავსებთ, მრავალ პოზიტიურ ემოციას გაჩუქებთ. იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას. იღბლიანი დროა პირადი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის. ასრულდება თქვენი ბევრი გეგმა და ოცნება. დადგება ყველაზე ხელსაყრელი დრო იმისთვის, რომ ცხოვრების მეგზური იპოვოთ. ამ წელს შექმნილი ოჯახი მყარი იქნება.

ვერძი-თხა (ცხვარი)

2020 წელს ბედი გწყალობთ. გზაზე სირთულეების უმრავლესობა გვერდს აგივლით. საქმისადმი რაციონალური დამოკიდებულება ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი გახდება. კანონიერ ქორწინებაში მყოფთათვის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არაა. ვინც ურთიერთობების დაკანონებას გადაწყვეტს, ამისთვის, სჯობს, წლის პირველი ნახევარი შეარჩიოს.

ვერძი-მაიმუნი

თუ 2019 წელმა უსიამოვნებები მოგიტანათ, 2020 წელს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. პროფესიულ საქმიანობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი ჰორიზონტები. შესანიშნავი დროა რომანის დასაწყებად, ოჯახის შექმნისთვის, ბავშვის დაბადებისთვის, ან მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ვერძი-მამალი

2020 წელს ცვლილებების წელი შეიძლება ვუწოდოთ. თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, თან სასიკეთოდ. შეგიძლიათ მყარი საძირკველი ჩაუყაროთ ახალ საქმეებს, იდეებისა და გეგმების განხორციელებას. დიდ როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში ახალი ნაცნობები, ამიტომ ახალ კავშირებს სერიოზულად მოეკიდეთ. მარტოხელებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი გაქვთ.

ვერძი-ძაღლი

2020 წელი თქვენთვის ყველაზე თამამი გეგმების განხორციელების დროა. იგრძნობთ შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას და იპოვით საკუთარი პროექტების რეალიზების საშუალებას. ეცადეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა. კარგი წელია პოზიტიური ცვლილებებისთვის გრძნობების სფეროში. გააფართოვეთ საურთიერთობო წრე, ხშირად დაესწარით გასართობ ღონისძიებებს.

ვერძი-ღორი (ტახი)

2020 წელს უზარმაზარ ძალას იგრძნობთ და თუ სწორად დასვამთ აქცენტებს, სწორად შეარჩევთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ წარმატებებს. თუ დაქორწინებული ხართ, ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. ვისაც არ ჰყავს პარტნიორი, მას წინ რომანი და სასიყვარულო თავგადასავლები ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0