15:27 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
915221

აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>

როგორი იქნება 2020 წელი მშვილდოსნისთვის - ზოგადი მიმოხილვა

2020 წელი, შესაძლოა, თავსატეხით დაიწყოს: „სად ვიშოვო ფული?". ფინანსური არასტაბილურობის მიზეზი, დიდი ალბათობით, გაჭიანურებული საახალწლო დღესასწაულები და საჩუქრების თვალსაზრისით თქვენი გულუხვობა იქნება. მაგრამ პანიკაში არ ჩავარდეთ, არ ჩაეფლოთ ერთი შეხედვით მომგებიან, მაგრამ ფრიად საეჭვო ფინანსურ ავანტიურაში.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი

წლის პირველ ნახევარში არაერთი ორგანიზატორული უნარი მოითხოვება თქვენგან. დასახული ამოცანები მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე დროში რომ გადაწყვიტოთ, როგორც სამუშაოზე, ისე სახლში მეთაურის როლის მორგება მოგიწევთ. მთავარია, გაიღიმოთ და ენას დროზე დააჭიროთ კბილი: გესლიან შენიშვნებსა და კრიტიკას კოლეგებისა და ახლობლების განაწყენება შეუძლია, ეს კი საქმეს არ წაადგება.

წლის მეორე ნახევარში სამუშაოზე მსუბუქი და მარტივი დრო დადგება, მაგრამ ეს თქვენს საფულეზე არ აისახება. სახლში კი, შესაძლოა, ღრუბელი მოიყაროს. თქვენი ღრუბლებში ფრენა წლის პირველ ნახევარში შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ამიტომ მეორე ნახევარი კატეგორიულად მოითხოვს ყურადღებას. ეცადეთ, სასწრაფოდ დააკმაყოფილოთ მეუღლის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტმა, შესაძლოა, კატასტროფული მასშტაბები შეიძინოს.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შუა შემოდგომაზე თქვენს ოჯახში ჰარმონია დაბრუნდება. კეთილგანწყობილი ატმოსფერო მოდუნებისა და ტემპის შენელების საშუალებას მოგცემთ. ესაა იდეალური დრო მომავლის დაგეგმვისთვის, რადგან ამისთვის ტრადიციულად მიჩნეულ დეკემბერში კვლავ დაბრკოლებების მხიარული ხანა გელოდებათ. მოსალოდნელია გრაფიკის ჩავარდნები, წვრილმანი ყოფითი პრობლემები, მაგალითად, ტექნიკის გაფუჭება, წუნიანი ნივთის ყიდვა და სხვა წვრილ-წვრილი უსიამოვნებები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე! წელი მიწურულს იქნება და სწორედ ამ დროსაა მოსალოდნელი დიდი სიურპრიზები: გულისა და ხელის თხოვნა, ბინის გასაღები, დიდი ხნის ნანატრი ორსულობა...

როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები>>

სასიყვარულო ჰოროსკოპი

2020 წელს თქვენი სასიყვარულო თავგადასავლები სტიქიური უბედურებების მსგავსი იქნება. ეს ყველაფერი - პლანეტების განლაგების გამო. თავს იმ რომანის გმირად იგრძნობთ, რომელსაც ბედნიერების შესანარჩუნებლად გამბედაობა და ათასი რამის მოფიქრება უწევს. მთლიანობაში, ყველაფერი კანონზომიერი, შეიცვლებით თქვენ, შეიცვლება სიყვარულისადმი თქვენი დამოკიდებულება, გაჩნდება ახალი შეხვედრებისა და შთაბეჭდილებების სურვილი, თქვენ გვერდით გაჩნდება ახალი ადამიანი (და დიდი ალბათობით, არა ერთი), გექნებათ დიდი არჩევნის საშუალება.

დაოჯახებულებისთვის გარდამტეხი პერიოდი დადგება. ან გადალახავთ ყველა უთანხმოებას და გახდებით ძლიერი, ან, სამწუხაროდ, თქვენი გზები გაიყრება. შესაძლოა, უკვე დიდი ხანია, გამძიმებთ ეს კავშირი და განშორების საბაბს ელოდებით; ან პარტნიორს ახალი თვალით შეხედავთ და მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ერთი გზა არა გაქვთ. არ ინერვიულოთ. ყველა ცვლილება უკეთესობას მოიტანს. წარსულს ნუ ჩაებღაუჭებით.

მარტოხელა მშვილდოსნებისთვის ეს წელი ძლიერი სიყვარულის პერიოდი იქნება, რომელსაც თქვენი საყვარელი ადამიანიც ამითვე უპასუხებს. ასეც ხომ ხდება, რომ შეხვდით, შეხედეთ ერთმანეთს და მიხვდით, რომ "ის ისაა". შესაძლოა, პლანეტების ასპექტების გამო პირველი შეხვედრა არცთუ სახარბიელო აღმოჩნდეს, ან თქვენ შორის რამე წინააღმდეგობა გაჩნდეს. ასე თუ ისე, იგრძნობთ, რომ მთების გადადგმა შეგიძლიათ და სიტუაციას მთლიანად ფლობთ. წლის ბოლოს დიდი ბედნიერება გელოდებათ, მათ შორის, შესაძლოა, ქორწილისთვის მზადებაც შედიოდეს.

ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები>>

ფინანსები

2020 წელს ფინანსებს უფრო გონივრულად განკარგავთ, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებთ. ეს თანხების დაგროვებაში დაგეხმარებათ, ხოლო გაზაფხულზე ან შემოდგომაზე შესაძლებლობა გექნებათ, საოცნებო რამ შეიძინოთ. შემოსავლები, დიდი ალბათობით, სტაბილური გელოდებათ.

ბიუჯეტის გონივრული დაგეგმვა განსაკუთრებით წაგადგებათ წლის პირველ თვეებში. გასწიეთ ეკონომია, დასჯერდით მცირედს. თუნდაც, დიდი თანხა მიიღოთ, არ იჩქაროთ დახარჯვა.

გაზაფხულზე დამატებითი სამუშაოს სახით 2-3 წინადადება შეიძლება მიიღოთ. კარგად დაფიქრდით და რომელიმე ერთი შეარჩიეთ. თუ რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდებით, დიდი ალბათობით, გამკლავებას ვერ შეძლებთ. განსაკუთრებით პერსპექტიული იქნება წინადადება, რომელსაც მარტის შუა რიცხვებში ან აპრილის პირველ ნახევარში შემოგთავაზებენ.

ზაფხულში ოჯახის წევრების ხარჯების გაკონტროლება წაგადგებათ. ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ არავის აწყენინოთ - ზედმეტი სიმკაცრისა და კატეგორიულობის გარეშე.

სექტემბრის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით კარგი დროა სხვადასხვა საყიდლებისთვის. შეიძინეთ ნივთები სახლისთვის, სამოსი, სამკაული. ოქტომბრის პირველ ნახევარში არასასურველია ნახმარი, მაგრამ ძვირადღირებული ნივთის შეძენა.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

ფინანსური კეთილდღეობის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარიდან წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. მოსალოდნელია მსხვილი თანხის მიღება. ფულის მეოთხედი გადადეთ ან პირად საჭიროებებს მოახმარეთ, ხოლო დანარჩენი, სჯობს მიმოქცევაში ჩადოთ.

ჯანმრთელობა

თქვენი ჯანმრთელობა თქვენ ხელშია. მიხედეთ თავს, ოღონდ სხეულის წრთობას სეზონების შეცვლის დროს მოერიდეთ.

მშვილდოსნის პირველ დეკადაში დაბადებულები (23.11 - 2.12) - ეს წელი ძალზე მრავალფეროვანი და მოვლენებით დატვირთული გელოდებათ. ყველაფერი რომ მოასწროთ და ჯანმრთელობა არ შეირყიოთ, დროულად უნდა დაისვენოთ და ეცადოთ, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. თქვენთვის მოძრაობაა აუცილებელი.

მეორე დეკადაში დაბადებულები (3.12 - 12.12) - გადით ქალაქგარეთ, დაისვენეთ ბუნებაში ზამთარშიცა და ზაფხულშიც. ეცადეთ, არ გაცივდეთ და პირველი სიმპტომებს მიაქციეთ ყურადღება. მიიღეთ ვიტამინები, ჯანსაღი საკვები.

მესამე დეკადაში დაბადებულები (13.12 - 21.12) - გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. მოდუნდით ხშირად, გაიწმინდეთ ორგანიზმი. მოიხსენით სტრესი მასაჟით, სპორტით, მეგობრებთან. არ გადააჭარბოთ ალკოჰოლის მიღება, არ გადაიტვირთოთ ორგანიზმი საკვებით.

ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

მშვილდოსანი-ვირთხა

2020 წელს შეძლებთ იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც მანამდე ვერ მოასწარით. დაგეხმარებიან ნათესავები, ახლობლები. თქვენ წინაშე ბევრი კარი გაიღება, გაჩნდება პერსპექტიული კავშირები. პრობლემების უმეტესობა საოცრად მსუბუქად გადაწყდება. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება ნაცნობების წრისა და ურთიერთობების გაფართოების სურვილი. ზოგიერთს დიდი რომანტიკული თავგადასავლები ელოდება. არის ქორწინებებისა და ახალი პარტნიორული კავშირების ალბათობა.

ტიბეტური ჰოროსკოპი
© photo: Sputnik
ტიბეტური ჰოროსკოპი

მშვილდოსანი-ხარი

ეს წელი მსუბუქი და უზრუნველი არ იქნება, რადგან არ არის გამორიცხული შეცდომები. უსიამოვნებების მიზეზი, შესაძლოა, მომავლის მიმართ მუდმივი ეჭვები და საკუთარ თავში მერყეობა იყოს. ეცადეთ, ყველაფერს ოპტიმისტურად შეხედოთ. არ დაივიწყოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც ძალიან ბევრს მუშაობს და ემოციურად დაძაბულია.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

მშვილდოსანი-ვეფხვი

მოსალოდნელია სულიერი მდგომარეობის ხშირი ცვლა, რამაც, შესაძლოა, არჩეული კურსიდან გადაგიყვანოთ. ეცადეთ, დაკვირვებული იყოთ ადამიანებთან ურთიერთობებში. არაფერი თქვათ ზედმეტი და არ გადაუშალოთ გული ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ვინმემ უწესო მეთოდებს მიმართოს. შედეგად თქვენი ნერვები დაზიანდება.

მშვილდოსანი-კატა (კურდღელი)

მთელი წლის განმავლობაში, შესაძლოა, გადაუჭრელ საკითხებთან, დაუმთავრებელ საქმეებთან დაბრუნება მოგიწიოთ. ადამიანებთან ურთიერთობებში, ასევე, სასიყვარულო კავშირის აწყობისას ძალიან ტაქტიანი უნდა იყოთ, ნუ მოითხოვთ პარტნიორისგან შეუძლებელს. თავშეუკავებლობამ კონფლიქტები და ნეგატიური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

მშვილდოსანი-დრაკონი

ძნელია იმის თქმა, რომ 2020 წელს მშვიდად და უზრუნველად გაატარებთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ, რომ გულხელდაკრეფილი ისხდეთ. ეს წელიწადი თქვენთვის, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს, თან უკეთესობისკენ. გაჩნდება წარმატებების მიღწევის შანსი, ამიტომ ამით აუცილებლად ისარგებლეთ. მკაფიო წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმაზე, თუ რა გსურთ. იმოქმედეთ დაუყოვნებლივ, ნუ დაელოდებით, რომ რაღაც თავისით შეიცვლება. შეინარჩუნეთ კარგი ფიზიკური ფორმა.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული>>

მშვილდოსანი-გველი

ამ წელს, დიდი ალბათობით, გლობალური ცვლილებები პროფესიულ საქმიანობაში არ მოგინდებათ, მაგრამ გაჩნდება მდგომარეობის გაუმჯობესების ან სტაბილურობის შენარჩუნების შანსი. მეტად ენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ძალებს. დამოუკიდებლად დასახულ მიზნებს უფრო უკეთესად და სწრაფად მიაღწევთ, ვიდრე გარშემომყოფების იმედად თუ იქნებით. არ არის გამორიცხული, რომ ახალი მისწრაფებები, ინტერესები გაგიჩნდეთ. ამის წყალობით გაიზრდება საურთიერთობო წრე. თვალი მიადევნეთ საკუთარ ჯანმრთელობას. დაძაბულმა მუშაობამ, შესაძლოა, ნერვული შეტევები გამოიწვიოს.

მშვილდოსანი-ცხენი

2020 წლის პირველი ნახევარი, სავარაუდოდ, მრავალფეროვანი და მოვლენებით მდიდარი არ იქნება. მაგრამ ეს არ გაგანაწყენებთ. სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება ინიციატივის საკუთარ ხელში აღება, თავბრუდამხვევი წარმატებების მიღწევა პროფესიულ სარბიელზე. ძალზე დიდი გამარჯვებებია მოსალოდნელი იმ ადამიანებისთვის, ვისი საქმიანობაც კულტურასთან არის დაკავშირებული. ბევრს ელოდება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ემოციური აღმასვლა.

მშვილდოსანი-თხა (ცხვარი)

2020 წელს თქვენ წინაშე ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაიხსნება. მთავარია, შეადგინოთ გეგმა და მას მისდიოთ. თუ თქვენი მთავარი მიზანი კარიერაა, არ გადადოთ საკითხის გადაწყვეტა, გექნებათ კარიერულ კიბეზე ნახტომის გაკეთების საშუალება. შესაძლებელია ახალი სამუშაო ადგილის ძებნა. შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ სახსრები სწორად უნდა გაანაწილოთ.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

მშვილდოსანი-მაიმუნი

მზად იყავით ბევრი შრომისთვის. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. თუ სამსახურის გამოცვლა გსურთ, ამისთვის შესაფერისი დროა. გაქვთ შანსი, რომ ისეთი სამუშაო იპოვოთ, რომელიც სულიერად დაგაკმაყოფილებთ. პირადი ცხოვრება ინტენსიური და დატვირთული იქნება მოვლენებით. სერიოზული უთანხმოებები არსებულ ურთიერთობებში მოსალოდნელი არ არის. თუ ურთიერთობებმა უკვე ამოწურა თავი, გაჩნდება ახალი ურთიერთობების დაწყების შანსი.

მშვილდოსანი-მამალი

წლის დასაწყისში, დიდი ალბათობით, გარკვეული ჯერ არ გექნებათ, რა გსურთ სინამდვილეში. ეჭვების გამო, შესაძლოა, კარგი შესაძლებლობები გაუშვათ ხელიდან, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. თუ ეჭვები გულს გიღრღნით, რჩევა უფროსებს, მეგობრებს ან პროფესიონალებს ჰკითხეთ. თქვენთვის 2020 წელი ოჯახის წელია. ვიღაც შეძლებს უკვე არსებული ურთიერთობების გამტკიცებას, ვიღაც - დაქორწინებას, ვიღაცის ოჯახში მატება იქნება პატარის სახით. თუ ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონიაა, ვერანაირი სირთულე ვერ შეგაშინებთ.

მშვილდოსანი-ძაღლი

ბევრ წამოწყებაში იღბალი თქვენი თანმდევი იქნება, ვერ შეგაჩერებთ ვერანაირი დაბრკოლება, სირთულე. აქტიურად გამოიყენებთ კავშირებს, არ არის მოსალოდნელი დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა. პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. თუ მარტო ხართ, შესაძლოა, ღირსეულ ადამიანს შეხვდეთ და მას დაუკავშიროთ ბედი. თუ წვრილმანებზე „დახურდავდებით" და განცხრომას მიეცემით, იღბალი გვერდს აგივლით.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

მშვილდოსანი-ღორი (ტახი)

2020 წელს თქვენი ინტერესების სფერო გაიზრდება, რაც ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის. სერიოზული დაბრკოლებები თქვენს გზაზე მოსალოდნელი არ არის. მოგეცემათ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა. მარტოხელები შეძლებთ საყვარელი ადამიანის პოვნას, ოჯახური ბუდის მოწყობას. ვისაც არცთუ სახარბიელო ოჯახური ურთიერთობები აქვს, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის გავლა მოუწევს. ასტროლოგები გირჩევენ, თუ ურთიერთობებმა თავი ამოწურა და ის თქვენთვის ზედმეტად მძიმე ტვირთია, სინანულის გარეშე გაწყვიტოთ ეს კავშირი.

მთავარი თემები