00:45 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
გულები და ჯვრები

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

CC0 / Pixabay
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
872310

ზოდიაქოს ნიშნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, განსაკუთრებით, თუ საქმე სიყვარულს ეხება...

ადამიანებს სიყვარულში გამოტყდომის თავიანთი ხერხები აქვთ. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, ამ თვალსაზრისით, საკუთარი  მახასიათებლები აქვს. როგორ შეუძლიათ მათ თავიანთი გრძნობების გამჟღავნება, როგორ უტყდებიან სიყვარულში საყვარელ ადამიანს, რას აკეთებენ (ან არ აკეთებენ) ამისთვის – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

ვერძი

ვერძებს გრაციოზულობა და ლამაზი წარმოდგენები უყვართ. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი იყიდის საქორწინო ბეჭედს და ქალს მუხლდაჩოქილი გამოუტყდება თავის გრძნობებში, სთხოვს ხელს. ქალები კი, ჩვეულებრივ, მამაკაცებს, მათზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, სასიამოვნო სიურპრიზებს უწყობენ, შემდეგ კი სიყვარულს უხსნიან.

კურო

კუროები სიყვარულის ახსნისას ნამდვილ ზეიმს აწყობენ. ისინი საყვარელ ადამიანს იწვევენ ვახშამზე რესტორანში, ან სახლში, სადაც ამზადებენ საჭმელს, ანთებენ სანთლებს, ქმნიან განსაკუთრებულ ენერგეტიკას. თუ კურო იტყვის „მიყვარხარ“, ამას მაქსიმალურად მოსახერხებელ და კომფორტულ გარემოში იტყვის.

ტყუპი

ტყუპები მოქმედებებით მეტყველებენ. სიყვარულის აღიარება, ალბათ, ერთადერთი დროა მათ ცხოვრებაში, როცა პირს არ აღებენ და მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ერთად რამის გაკეთება სურთ. ისინი იწვევენ მას კონცერტზე, ან კინოში, ან სადმე, ქალაქგარეთ პიკნიკზე, მოკლედ, რაც უფრო რომანტიკულად მიაჩნიათ. მათთვის მთავარია, რომ საყვარელი ადამიანი მათ გვერდით იყოს და თვითონ მიხვდეს ყველაფერს.

კირჩხიბი

კირჩხიბები ძალზე მორცხვი არიან, გრძნობებს მალავენ. თუ საწინააღმდეგო სქესის ადამიანის სახე მათ სიმპათიით უპასუხებს, ამ ადამიანს სასიყვარულო ბარათების ზღვა ელოდება. კირჩხიბები საოცრად რომანტიკული არიან, ამიტომ სიყვარულში გამოტყდომისთვის ირჩევენ ვარსკვლავიან ღამეს, ან ზღვის სანაპიროს. მათ ლამაზი მომენტი სჭირდებათ ამისთვის.

ლომი

ლომები იმგვარად უხსნიან სიყვარულს საყვარელ ადამიანს, რომ უარის თქმა შეუძლებელი ხდება. აქვთ უნიკალური მეთოდები, რადგან მთელი პოტენციალი მოჰყავთ მოქმედებაში. ისინი იყვირებენ რუპორში, რომ უყვარხართ, ისეთ საჩუქრებს გაგიკეთებენ, რომ არც დაგსიზმრებიათ. აბა, გაბედეთ და თქვით, რომ არ გიყვართ! სხვათა შორის, რომ თქვათ კიდეც, არ დაგიჯერებთ.

ქალწული

ქალწული სანუკვარ სიტყვებს მაშინ წარმოთქვამს, როცა მას, საყვარელი ადამიანის გარდა, არავინ უსმენს და ვერავინ ხედავს. ლაპარაკობენ იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ ასჯერ მაინც დაუსვამენ საკუთარ თავს კითხვას, სჭრდებათ თუ არა ეს. თუ ქალწულზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ და აგრძნობინებთ, რომ მოგწონთ, სასიყვარულო აღიარებაც არ დააყოვნებს.

სასწორი

სასწორი ორჭოფობს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის შესაფერის მომენტს ელოდება. სიყვარულში გამოტყდომის დროს ყველაფერი ჩვეული სქემით მიდის – ყვავილები, თუ მამაკაცია, შეფაკლული ლოყები და სიმორცხვე – თუ ქალია. ისინი არასდროს აღიარებენ ეგოისტი ადამიანების სიყვარულს, თუ ისინი სასწორებს საწინააღმდეგოში არ დაარწმუნებენ.

მორიელი

მორიელებს სიყვარულის ახსნა არ უყვართ, ამიტომ, იყენებენ რა ბუნებრივ მაგნეტიზმსა და უძლიერეს ენერგეტიკას, ისე გააკეთებენ, რომ საყვარელი ადამიანი თვითონ გამოუტყდეს მათ სიყვარულში, ხოლო მათ მისი სიტყვები მიიღონ. ხანდახან ისეც ხდება, რომ მორიელი იტყვის „მიყვარხარ“, მაგრამ ეს – ას წელიწადში ერთხელ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ყოველთვის ყველაფერი მსუბუქადაა. თუ შეყვარებული არიან, ამას ყველაზე ძალდაუტანებლად და მარტივად გააკეთებენ. ხანდახან სიტყვებს არ იშურებენ, მაგრამ თუ საყვარელ ადამიანს ძალზე სერიოზული ზრახვები აქვს, მაშინ მშვილდოსნები ასევე მთელი სერიოზულობით ილაპარაკებენ თავიანთ სამომავლო გეგმებზე, რათა შთაბეჭდილება მოახდინონ.

თხის რქა

თხის რქა შეიძლება ყველანაირი იყოს, გარდა რომანტიკოსისა. თუ მას სანუკვარი რამის თქმა მოუნდება, ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს მუხმოდრეკილი. ამ კუთხით უფრო პასიური ქალები არიან – მათთვის ხანდახან საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, იცის თუ არა მათმა რჩეულმა, რომ მის მიმართ გულგრილი არ არის.

მერწყული

მერწყული პირველი არასდროს გამოტყდება სიყვარულში, მნიშვნელობა არა აქვს, მამაკაცია ის თუ ქალი. ეს ნიშანი სიყვარულს მეგობრობად აღიქვამს, ამიტომ თავის სიყვარულს მიმიკით, ჟესტებითა და მზერით გამოხატავს. ამიტომ, მასთან ურთიერთობებისას ყურადღებაა საჭირო.

თევზები

თევზებს საკუთარ გრძნობებზე მინიშნებები იტაცებთ, პირდაპირ თქმა არ უყვართ. მათი მეთოდები ბევრისთვის გაუგებარია, რადგან ეს ხანდახან აბსურდამდე მიდის. თევზები სიყვარულში უტყდებიან ისე, რომ თავსა და ბოლოს ვერ გაიგებ; მერყეობენ, განიცდიან და თავს ვერ აიძულებენ, გრნობები გამოხატონ.

თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)

მთავარი თემები