03:30 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1468230

აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

Знаки Зодиака - Близнецы
© Sputnik / Maria Tsimintia
ტყუპი

როგორი იქნება 2020 წელი ტყუპებისთვის - ზოგადი მიმოხილვა

2020 წლის იანვარში ურთიერთობების დეფიციტი გაგიჩნდებათ და აქედან გამომდინარე, თქვენი დევიზი გახდება „არც ერთი დღე ახალი ნაცნობობის გარეშე". შეხვდებით სხვადასხვა უჩვეულო და საინტერესო ადამიანს. ნუ იჩქარებთ ახალი კავშირების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ჯერჯერობით შეაგროვეთ ინფორმაცია და განამტკიცეთ ურთიერთობები.

წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სამუშაოსთან დაკავშირებული წინადადებების მიღება. ვარსკვლავები, რომლებიც ამ მხრივ ძალზე კონსერვატორი არიან, გირჩევენ, ახალი ჰორიზონტების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება გამოიჩინოთ, უკან დასახევი გზა მოიტოვოთ. ასეთი მდგომარეობა წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ამ დროს პერსპექტივები ძველ ადგილზეც გამოჩნდება და ეს, სავარაუდოდ, ყველაზე მომგებიანი ვარიანტია.

პირადი ცხოვრება სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება. შესაძლოა, სექტემბრისთვის ზოგიერთ თქვენგანს ასეთი ზომიერი ცხოვრება მოყირჭდეს და გრძნობების ალში გახვევა მოინდომოს. სანამ ახალი რომანის ჭაობი ჩაგითრევთ, კარგად დაფიქრდით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, თუ თქვენი პარტნიორი შეიტყობს. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ "გარე-გარე" ვნებების ძიებას და საკუთარ თავს მიხედოთ - ჯანმრთელობას, იმიჯს, განვითარებას.

ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში დადგება დრო, როდესაც საკუთარი ორგანიზატორული ნიჭი უნდა გამოავლინოთ. არ შეუშინდეთ პასუხისმგებლობის აღებას - დეკემბერში, სავარაუდოდ, გამოჩნდება საქმე, რომელიც დიდ მოგებას მოგიტანთ. მაგრამ შედეგებს 2020 წელს ნუ დაელოდებით - ამ წელს დაწყებული საქმეების ნაყოფს ბევრად გვიან მიიღებთ.

სასიყვარულო ჰოროსკოპი

ეს წელი, დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებასა და გრძნობებში ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. პირველ რიგში, შესაძლოა, ისეთი გატაცებული აღმოჩნდეთ, რომ დასახული მიზნები და გეგმები მთლიანად დაგავიწყდეთ - საყვარელი ადამიანის გავლენის ქვეშ მოექცევით. ამასთან, ამ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის უკვე არსებული სტაბილური ურთიერთობები (თუ ასეთი გაქვთ). მზად ხართ, ყველაფერი დაივიწყოთ და მთლიანად ახალ გრძნობებსა და ემოციებს აჰყვეთ. ასევე, არ არის გამორიცხული სრულიად საწინააღმდეგო რამ - საყვარელმა ადამიანმა, შესაძლოა, თქვენს თავს სხვა ამჯობინოს. ასეთ შემთხვევაში ტანჯვა და განცდები გელოდებათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

2020 წელი დაოჯახებული ტყუპებისთვის, მათი პარტნიორებისა და მთლიანობაში, ქორწინებისთვის ძალზე სახიფათოა. ასეთ ვნებათა მორევში ძალიან საეჭვოა, რომ ძველი ურთიერთობები გადარჩეს. შესაძლოა, თქვენი პარტნიორი მოიქცეს ისე, რომ ურთიერთობებს წერტილი დაესვას. ან თქვენ შეგიყვარდეთ სხვა ადამიანი. სირთულეებია მოსალოდნელი ნებისმიერ შემთხვევაში.

თუ ეძებთ სიყვარულს, ბედნიერებამდე დიდი დრო არ დაგრჩათ. დიდი ალბათობით, ის უკვე ან გაიცანით, ან ძალიან ახლოსაა და თქვენი გაცნობა უნდა. ურთიერთობები სწრაფად განვითარდება. და თუ გრძნობთ, რომ იდეალურად ეწყობით ერთმანეთს, რატომ უნდა გააჭიანუროთ? რა თქმა უნდა, თქვენს გზაზე დაბრკოლებებიც შეიძლება აღმოცენდეს, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება და 2021 წელს უკვე, შესაძლოა, დაოჯახებულიც შეხვდეთ.

კარიერა და ფინანსები

2020 წელს ბევრი ხარჯი გექნებათ - მოდური სამოსი, დიზაინერების სამკაულები, ინტერიერის ძვირფასი ნივთები, ახლობლების საჩუქრები - ეს იქნება თქვენი ხარჯების ძირითადი ჩამონათვალი. საბედნიეროდ, შემოსავალიც გექნებათ, რომ ეს სურვილები დაიკმაყოფილოთ. დიდი შენაძენები, სჯობს, აპრილის მეორე ნახევრიდან ზაფხულის დასაწყისამდე და ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის მეორე ნახევრამდე გააკეთოთ.

იანვარი და თებერვლის დასაწყისი სერიოზული ხარჯებისთვის არასასურველი დროა, სჯობს, ამ პერიოდში ეკონომია გასწიოთ.

აპრილის მეორე ნახევრამდე მცირე ვალიც კი არ აიღოთ. ძირითადი საჭიროებებისთვის საკუთარი თანხაც გეყოფათ, ხოლო ძვირადღირებული გართობა და საყიდლები მომავლისთვის გადადეთ. მარტის ბოლოს ხელი არ მოკიდოთ სხვის ფულს - არის საშიშროება, რომ დაკარგოთ.

აპრილის მეორე ნახევრიდან ზაფხულის დასაწყისამდე შესაძლებელია ხელფასის მომატება, ასევე, თანამდებობაზე დაწინაურება, ან დიდი ოდენობის პრემია.

ბინის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები აგვისტოსთვის დაგეგმეთ. ასევე შეგიძლიათ ბინის რემონტი გააკეთოთ.

იღბალი აზარტულ თამაშებში ოქტომბრის მეორე ნახევარში გელოდებათ. შემოსავალი დიდი არ იქნება, მაგრამ ეს გაგახალისებთ და განწყობას აგიმაღლებთ. ამ დღეებში ლატარიის ბილეთების შეძენაც შეგიძლიათ.

ჯანმრთელობა

ყურადღება მიაქციეთ უმნიშვნელო პრობლემასაც კი.

ტყუპის ნიშნის პირველ დეკადაში დაბადებულები (21.05 – 31.05) - ყველაფერს მოასწრებთ, ნუ დაარღვევთ კვების რეჟიმს, ნუ მიეძალებით სწრაფი კვების ობიექტებს, სხვაგვარად კუჭის პრობლემები არ აგცდებათ. მიირთვით სასარგებლო პროდუქტები, უარი თქვით ალკოჰოლზე, დაიწყეთ ვარჯიში, მაგრამ სიმძიმეები არ ასწიოთ - ხერხემალი რისკის ზონაშია.

მეორე დეკადა (1.06 - 10.06) - გაზაფხულზე, ზამთრის დატვირთული დღესასწაულების შემდეგ, შესაძლოა, ღვიძლის პრობლემები გაჩნდეს, ამიტომ ყურადღებით იყავით, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური ღონისძიებები.

მესამე დეკადა (11.06 - 21.06) - სამუშაოზე დატვირთულმა გრაფიკმა, შესაძლოა, ნერვული შეტევების პროვოცირება გამოიწვიოს. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. იარეთ ფეხით, მოდუნდით, გამოიძინეთ. რაციონში შეიტანეთ ცილოვანი და რძის პროდუქტები, დაივიწყეთ მძიმე საკვები. დალიეთ ბევრი წყალი, გამოდევნეთ ორგანიზმიდან მარილები, შეზღუდეთ შაქრის მიღება.

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

ტყუპი-ვირთხა

ამ წელს პროფესიულ სფეროში თქვენთვის ახალი პერსპექტივები გაიხსნება. მაგრამ ამისთვის ინიციატივის გამოჩენა გჭირდებათ. თუ მოთოკავთ საკუთარ ამბიციებს და ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვებით, კარიერულ კიბეზე წინსვლის შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. სავსე იქნებით მიმზიდველი სასიყვარულო ენერგეტიკით. მარტოხელებს გელოდებათ ხანგრძლივი რომანტიკული ისტორია. დაოჯახებულებს არ გაწყენთ ურთიერთობების გამრავალფეროვნება.

კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ტყუპი-ხარი

2020 წელი აღიქვით, როგორც გარკვეული დამაბოლოებელი ეტაპი ახალი ცხოვრებისეული ციკლის დაწყებისთვის. მოგიწევთ ძალისხმევა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მოაწესრიგოთ. ზოგიერთს სამუშაოს შეცვლა მოუწევს. თუ გრძნობთ, რომ პროფესიულ სფეროში ცვლილებები გარდაუვალია, არ გააჭიანუროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ეცადეთ, ეს გაზაფხულზე მოხდეს. წლის მეორე ნახევარი საკმაოდ წინააღმდეგობრივი დროა, მოსალოდნელია პრობლემები და სირთულეები.

ტიბეტური ჰოროსკოპი
© photo: Sputnik
ტიბეტური ჰოროსკოპი

ტყუპი-ვეფხვი

ვირთხის წელიწადი მრავალ მოულოდნელ მოვლენას გპირდებათ. სანამ პრობლემების გადაჭრას შეუდგებით, ჯერ სამუშაოს მოცულობა განსაზღვრეთ, სწორად გადაანაწილეთ ძალები, ენერგია. წლის პირველ ნახევარში საყვარელ ადამიანთან უთანხმოებებია მოსალოდნელი, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ კონფლიქტს სერიოზული სახე არ მიეცეს.

ტყუპი-კატა (კურდღელი)

ბევრ თქვენგანს დაბრკოლებები ელოდება ჩანაფიქრის განხორციელებაში. საკუთარი ამოცანები დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ, დაიცავით პირადი სივრცე და მისი გარედან ხელყოფის უფლება არვის მისცეთ, თუნდაც ახლობელ ადამიანებს. გადაუმოწმებელი ინფორმაციებით გამოწვეული ემოციები მოთოკეთ. არ ეცადოთ ძველი ურთიერთობების აღდგენა - ძველი გრძნობების გაღვიძება ჩიხში შეგიყვანთ.

ტყუპი-დრაკონი

2020 წელი ხელსაყრელი პერიოდია პროფესიული მიღწევებისთვის. თქვენი რეკორდული ინტელექტუალური აქტიურობა საშუალებას მოგცემთ, წინ წაიწიოთ კარიერულ კიბეზე. ეცადეთ, გააფართოვოთ საურთიერთობო წრე. გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ.

ტყუპი-გველი

2020 წელს უამრავი ცვლილება გელოდებათ საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ძალები წინასწარ გაანაწილეთ. თუ ამჟამინდელი მდგომარეობა არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ და საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის მტკიცე საფუძველი მოამზადოთ. ამ წელს შექმნილი ოჯახი მტკიცე და ხანგრძლივი იქნება. დაოჯახებულების ცხოვრებაში არანაირი იმედგაცრუება არ არის მოსალოდნელი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები>>

ტყუპი-ცხენი

საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო დგება თქვენს ცხოვრებაში. აუცილებელია მუდმივად შეავსოთ თქვენი ცოდნა. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, გაითვალისწინეთ სხვების გამოცდილება და დაბრკოლებებზე ნუ „ჩაიციკლებით". თუ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და უკეთესი ცხოვრება გსურთ, იმოქმედეთ.

ტყუპი-თხა (ცხვარი)

რაც ჩაფიქრებული გაქვთ, არის შანსი, რომ ყველაფერი განახორციელოთ. იგრძნობთ, რომ მთების გადადგმა შეგიძლიათ, მოჭარბებული ენერგია ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას ჩაგინერგავთ. ფულთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. იყავით გულმოდგინე, მომთმენი და დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ.

ტყუპი-მაიმუნი

თქვენი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება გარკვეული ამბიციური მიზნები როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავება თქვენი ავტორიტეტისა და ენთუზიაზმის ზრდას შეუწყობს ხელს. ჩანაფიქრის განხორციელების დროს ფსონი საკუთარ გამოცდილებაზე დადეთ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და ფარული უთანხმოებები. სასიყვარულო ასპარეზზე მრავალი დასამახსოვრებელი მოვლენა და კაშკაშა ემოცია გელოდებათ.

ტყუპი-მამალი

თუ რამე არ მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში, 2020 წელს აიყვანეთ თავი ხელში და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ. არსებული მდგომარეობა რომ კარდინალურად შეცვალოთ უკეთესობისკენ, საღად უნდა შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები, კარგად აწონ-დაწონოთ გადაწყვეტილებები, მოიფიქროთ და დააწყოთ გეგმები, განსაზღვროთ ბიუჯეტი. საკმაოდ კარგი წელია ოჯახის შექმნისა და ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის.

ტყუპი-ძაღლი

თქვენგან მოითხოვება მოხერხებულობა, ოსტატობა, სიმარჯვე, შედეგების გათვლის უნარი. შესაძლოა, სადღაც შეცდომა დაუშვით, მაგრამ თუ ყველაფერს კარგად გააანალიზებთ, შეძლებთ მის გამოსწორებას. ბევრი რამაა დამოკიდებული გარშემომყოფებზე - ეცადეთ, მხოლოდ იმათთან გქონდეთ ურთიერთობები, ვის საიმედოობაშიც ეჭვია არ გეპარებათ.

ტყუპი-ღორი (ტახი)

თუნდაც პრობლემებს წააწყდეთ 2020 წელს, არ ინერვიულოთ, ყველაფერი მოგვარდება ისე, რომ ხანდახან ძალისხმევაც არ დაგჭირდებათ. აქედან გააკეთეთ დასკვნები და შეცდომები მომავლისთვის გაითვალისწინეთ. ოჯახური ცხოვრება, დიდი ალბათობით, უპრობლემოდ ჩაივლის. მარტოხელებმა შეიძლება საყვარელი ადამიანი იპოვონ, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

მთავარი თემები