ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები

© photo: Sputnikმდინარე არაგვი
მდინარე არაგვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა თქმა უნდა, არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპლექსი არ აწუხებს. ბევრ ჩვენგანს აქვს რთული ხასიათი და კომპლექსების მთელი „ნაკრები"

გარეგნულად ყველაზე თავდაჯერებულ ადამიანსაც კი თავში უამრავი შიში და ეჭვი აქვს. ეს პრობლემა ბავშვობიდან მოგვყვება. ამ კომპლექსებს კარგად ვნიღბავთ, მაგრამ ეს ბედნიერებაში არ გვეხმარება. ასტროლოგები გვთავაზობენ, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და გავთავისუფლდეთ უარყოფითი მომენტებისგან, რათა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ვერძი

ჯიუტი და ამბიციური ვერძი გამარჯვებებით ცხოვრობს. ის ლიდერი უნდა იყოს ყველაფერში. შეჯიბრებითობის ინსტინქტს ის წინ მიჰყავს. აქედან გამომდინარეა სხვადასხვა რეფლექსია ამ სტილში - ან მე, ან არავინ. ნებისმიერი მარცხი ვერძში თვითგვემის შეტევებს იწვევს. მას არ აწყენდა ცხოვრებისადმი მარტივი დამოკიდებულება. იყო საუკეთესო ყველაფერში - ეს ძალზე დამღლელია და თან - არასავალდებულო.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

კურო

კუროს ცვლილებების ეშინია. მისი საყვარელი მდგომარეობა სტაბილურობაა, ამიტომ, როდესაც ცხოვრებაში ცვლილებები იწყება, კურო ნერვული და ბრაზიანი ხდება. გონებით აცნობიერებს, რომ მეტამორფოზები გარდაუვალი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ცვლილებებზე უარს ამბობს. ეს თავდაჯერებულობის ნაკლებობით არის გამოწვეული, ამ დროს კი ეს კომპლექსი უსაფუძვლოა. კუროს უპრობლემოდ შეუძლია ნებისმიერ ვითარებასთან ადაპტირება.

ტყუპი

ტყუპი ლიდერობით არის შეპყრობილი და საშინლად ეშინია, რომ იმქვეყნად უვიცი არ წავიდეს. სურს იყოს ავტორიტეტული ადამიანი, რომლის მოსაზრებებსაც ითვალისწინებენ. გარშემომყოფების ნებისმიერი ეჭვი მისი სიტყვების ფასეულობაში ტყუპს შინაგან ჰარმონიას უნგრევს და მის გულს შიშით აღავსებს.

კირჩხიბი

კირჩხიბი გარშემომყოფების მოსაზრებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამას გულმოდგინედ მალავს. ეს ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. მას ეშინია იმის დაკარგვის, რაც უკვე არის, არ არის დარწმუნებული, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანია, გარეგნობასთან დაკავშირებით კომპლექსებით არის სავსე. თვითშეფასების ამაღლებაში მას ნამდვილად ახლობელი ადამიანი დაეხმარება, რადგან თვითონ დამოუკიდებლად ეს არ შეუძლია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

ლომი

ლომი თავს, რა თქმა უნდა, საუკეთესო ნიშნად მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს ამის ჩვენებას. მაგრამ თუ ღრმად დავუკვირდებით, ის აცნობიერებს თავის არასრულყოფილებას და ამასთან შეგუება არ შეუძლია. მუდმივად უწევს საკუთარ თავზე „გადახტომა", რომ „ოქროს სტანდარტების" შესატყვისი იყოს. ცხოვრებას ლომს უფუჭებს იმის შიში, რომ ამხელენ და სხვების დასაცინი გახდება.

ქალწული

ქალწული პერფექციონიზმითა და „ფრიადოსნის" კომპლექსით იტანჯება. რა თქმა უნდა, სურვილი, რომ ყველაფერში უკეთესს მიაღწიო, სანაქებოა, თუ ამას ნევროზამდე არ მივყავართ. განცდებით, თავბრუდამხვევი ძალისხმევით ქალწული ართულებს სასურველის მიღწევას. უფრო მეტიც, იდეალისკენ სწრაფვა ხშირად ცნებების აღრევას იწვევს: ქალწულისთვის მთავარი პროცესი კი არა, არამედ საკუთარი ამბიციები ხდება.

სასწორი

ამ ნიშნის მთავარი მიზანია მდგომარეობა საზოგადოებაში, პოპულარობა. საზოგადოების მოსაზრებები და სურვილი, იყოს საუკეთესოთა შორის საუკეთესო, მას სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. სასწორის მთავარი პრობლემაა ის, რომ უფრთხილდება იმათ მოსაზრებებს, ვისგანაც თავის შორს დაჭერა უფრო უპრიანი იქნებოდა. საერთოდ ვერ ერკვევა ადამიანებში, ამიტომ გარშემო ხშირად მტრები და მოშურნეები ჰყავს შემოკრებილი. შემდეგ კი გულწრფელად უკვირს, რატომ არ აფასებს არავინ, არავის უყვარს და არავინ უჭერს მხარს.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

მორიელი

მორიელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანების მართვა. ხანდახან ის თავად ვერ ხვდება, რა სურს, მაგრამ როდესაც ძალაუფლება უვარდება ხელში, აცნობიერებს, რომ სწორედ ეს ავსებს მას ძალითა და მოტივაციით. ძალაუფლების სიყვარულის კომპლექსი, თუ ამაზე მორიელმა არ იმუშავა, სისასტიკეში, სარკაზმსა და სნობიზმში შეიძლება გადაიზარდოს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ზედმეტად ალტრუისტია, იმდენად, რომ გარშემომყოფებს ძაბავს. თანაგრძნობის გამოხატვა იმის მიმართ, ვინც ამას არ გთხოვს, ყველას დახმარება - სიამოვნებით. მოკლედ, მშვილდოსანს დედა ტერეზას კომპლექსი ავსებს, რაც სასიცოცხლო ძალების სიჭარბითა და განვითარებული ემპათიით არის გამოწვეული. მთელი უბედურება ისაა, რომ სანამ მშვილდოსანი სამყაროს გადასარჩენად მთელი ძალებითაა ჩართული, მას ავიწყდება იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

თხის რქა

თხის რქას კომპლექსები არ აწუხებს: ის თავდაჯერებული, მშვიდი და მტკიცეა. სხვათა შორის, მიზნების მიღწევაში სწორედ ეს უშლის ხელს. თხის რქა ზედმეტად თავმოყვარეა, რის გამოც თვითონ ირიყება ახლობლებისგან, იღბლიანი შესაძლებლობებისა და პერსპექტივებისგან და ამას თავისი ყურადღების ღირსად არ მიიჩნევს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

მერწყული

მერწყულის ცხოვრებას სერიოზულად ვნებს მარცხის შიში. ამ ნიშანს არ სწამს საკუთარი თავისა და შესაძლებლობებისა. პასუხისმგებლობა მასში საშინელ განცდებს იწვევს და ეს სერიოზული გამოცდა ხდება მისთვის. ყოველ ჯერზე, როცა რამე ახალს იწყებს, მერწყულს ეშინია, რომ ამას ვერ გაუმკლავდება. და ვერ დაუმტკიცებ, რომ მარცხი ცხოვრების გზაზე ჩვეულებრივი რამაა. უბრალოდ, საკუთარი თავის ხელში აყვანაა საჭირო.

თევზები

თევზები ვერ იტანენ, როცა დინების საწინააღმდეგოდ უწევთ ცურვა. ნებისმიერ ძალისხმევას ისინი ალმაცერად უყურებენ და ორომტრიალს უწოდებენ, ცდილობენ, საკუთარ თავზე მინიმუმი აიღონ. თევზების პასიურობა გადაწყვეტილების მიღების შიშითაა გამოწვეული. ოცნებისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება, როგორც გამოცდა, რომელიც აუცილებლად ცუდი შედეგით დამთავრდება.

ყველა ახალი ამბავი
0