თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.
როგორი იქნება 2020 წელი კუროებისთვის - ზოგადი მიმოხილვა
2020 წლის იანვარში უკომპრომისო ბიზნესმენებად გადაიქცევით და დროისა და ძალის დიდ ნაწილს ფინანსური ოპერაციების შემუშავებას დაუთმობთ. საქმიანი განწყობა გონებიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაქრება - თუ საყვარელი ადამიანი რომანტიკულ მოგზაურობას შემოგთავაზებთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დათანხმდით. მეორე (ან მესამე, მეოთხე...) თაფლობის თვე რომ ცუდად ყოფნით არ გააფუჭოთ, ყურადღებით მოეკიდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
წლის პირველი ნახევარი სასიამოვნო ნაყოფს მოიტანს: აქტიური შრომა საბანკო ანგარიშზე სოლიდური თანხით დაგიფასდებათ. იფიქრეთ ამ ფულის მომგებიანად ჩადებაზე. ასტროლოგები ამ მხრივ უძრავ ქონებას, რემონტს, საზოგადო მოღვაწეობას გირჩევენ. რომანტიკისთვის დრო თითქმის არ დაგრჩებათ, მაგრამ ეს ოჯახურ ცხოვრებაზე არ აისახება.
წლის მეორე ნახევარში ლითონის ვირთხა თქვენში სამართლიანობის გრძნობას გააღვივებს, რაც პირდაპირობასა და სიმართლის ძიებაში გამოვლინდება. ეს ცხოვრების ყველა სფეროში სასურველ შედეგს არ მოიტანს, მაგალითად, ოჯახში, მეზობლებთან ურთიერთობებში. ამიტომ, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ოქროს შუალედი იპოვეთ.
სასიყვარულო ჰოროსკოპი
თქვენი მთელი ძალა 2019 წელს ურთიერთობებმა წაიღო. თუ, მიუხედავად ყველაფრისა, ისევ ამ ადამიანთან ხართ და ბედნიერად გრძნობთ თავს, მაშინ ახალი სიყვარულის ძებნას აზრი არა აქვს. თუ დაშორდით, იმდენად გამოფიტულად გრძნობთ თავს, რომ ფიქრიც კი ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმეს შეყვარებას კიდევ შეძლებთ. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, ყველაფერი თავის დინებაზე მიუშვათ. ხანდახან შესაძლებელია მსუბუქი, არასერიოზული ფლირტი.
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები>>
ქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი კუროებისთვის, თუ სიყვარული 2019 წელს იპოვეთ. წელს, გასული წლისგან განსხვავებით, ყველაფერი მიწიერ და ყოფით დონეზე წარიმართება. პრობლემა შეიძლება გაჩნდეს ადამიანებთან ურთიერთობებში (ძირითადად, უცნობებთან, თუ სხვაგან გადახვალთ საცხოვრებლად) და ყოფით საკითხებში.
2020 წელს ახალი რომანის გაჩაღების უკიდურესად მცირე ალბათობაა. საქმე ისაა, რომ საკუთარი ძალები და სასიცოცხლო ენერგია გასულ ურთიერთობებზე დახარჯეთ და ახლა თქვენი ემოციური რესურსი ამოწურულია.
კარიერა და ფინანსები
ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. შემოსავალი, თან, არცთუ მცირე, მოსალოდნელია. ასევე, რა თქმა უნდა, იქნება ხარჯიც, მაგრამ ეს თქვენს ბიუჯეტს არ შეეტყობა. ისწავლით თანხის სწორად განაწილებას და იმპულსურად აღარ დახარჯავთ.
შეგიძლიათ, მშობლების ან სხვა უფროსი თაობის ნათესავების ფინანსური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მათი დახმარება განსაკუთრებით აქტუალური ზამთრის ბოლოს - გაზაფხულის დასაწყისში იქნება. ამ პერიოდში სირთულეები გაჩნდება, მაგრამ ოჯახის წევრების თანადგომა პრობლემებისგან გიხსნით.
იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა
ასტროლოგები გირჩევენ: ყურადღებით იყავით, რომ აზარტულმა თამაშებმა არ გაგიტაცოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ სამორინეში წასვლას, ეს აპრილ-მაისში გააკეთეთ - დიდი მოგება მოსალოდნელი არაა, მაგრამ არც დიდ ზარალს ნახავთ.
ეცადეთ, სამსახურში სერიოზული პროექტი შემოდგმისთვის დაასრულოთ. ის განსაკუთრებით კარგ შემოსავალს მოიტანს.
სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში არ გარისკოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ყველაფერი წინასწარ გათვალეთ და დაგეგმეთ. მოერიდეთ იმ ადამიანებთან საქმის დაჭერას, რომლებიც იოლ და ბევრ ფულს გპირდებიან. არ დათანხმდეთ ნოემბრის პირველ რიცხვებში მიღებულ წინადადებას.
ჯანმრთელობა
არ არის აუცილებელი, ვეგეტარიანელი გახდეთ, უბრალოდ, მენიუ ჯანსაღი პროდუქტებით გაამრავალფეროვნეთ.
კუროს ნიშნის პირველ დეკადაში დაბადებულები (21.04-1.05) - სტრესულმა ვითარებებმა და დაძაბულობამ, შესაძლოა, ნერვულ და გულს-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებამდე მიგიყვანოთ. დაიცავით დიეტა, სადღესასწაულო სუფრების შემდეგ გაიწმინდეთ ორგანიზმი. კვირაში ერთხელ მოაწყვეთ განტვირთვის დღე.
მეორე დეკადა (2.05 - 11.05) - თუნდაც საქმე ბრწყინვალედ გქონდეთ ფინანსური კუთხით, სახლში ჯდომა არას გარგებთ. გადით ქალაქგარეთ, იაქტიურეთ. გაჭიანურებულმა სტრესმა, შესაძლოა, დეპრესიამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ურთიერთობები გქონდეთ პოზიტიურ ადამიანებთან, აკეთეთ ის, რაც გიყვართ. დადებითი განწყობა ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.
მესამე დეკადა (12.05 - 20.05) - გაციებისგან არავინაა დაზღვეული. ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმის გაკაჟებას, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური პროცედურები. იმკურნალეთ ხალხური საშუალებებით, გამოიყენეთ არომათერაპია. გაიწმინდეთ ორგანიზმი. ბევრი იმოძრავეთ.
2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:
კურო-ვირთხა
2020 წელს გაქვთ შანსი, რომ დაემშვიდობოთ ყველაფერს, რაც გამძიმებთ, მშვიდად ცხოვრებაში გიშლით ხელს. შეგიძლიათ თავდაჯერებული ნაბიჯი გადადგათ მომავლისკენ და კარიერაში ახალ საფეხურზე გადახვიდეთ. ურთიერთობები ოჯახის წევრებთან თბილი იქნება. ბევრს ელოდება პოზიტიური ცვლილებები პროფესიულ საქმიანობაში.
კურო-ხარი
ეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. იყავით მომთმენი და პასუხისმგებლიანი. არ გაფანტოთ ძალები და ყურადღება ბევრ საქმეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ერთ „კურდღელს ვერ დაიჭერთ". წლის მეორე ნახევარში აუცილებლად უნდა მოერიდოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გამორკვევას, რადგან ძალზე ემოციური იქნებით და შესაძლოა, სიტყვები ვერ მოზომოთ, რაც შემდეგ სავალალო შედეგით დასრულდეს.
კურო-ვეფხვი
2020 წელი თქვენგან დიდ გულმოდგინებას, გამჭრიახობასა და მიზანსწრაფულობას მოითხოვს, რათა გადალახოთ გზაზე გაჩენილი დაბრკოლებები. მაგრამ სერიოზული იმედგაცრუებები არ გელოდებათ. სამომავლო გეგმების შედგენისას ერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ: წლის პირველი და მეორე ნახევარი ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებული იქნება თავისი ენერგეტიკითა და მოვლენებით. წლის პირველ ნახევარში ორომტრიალში მოგიწევთ შრომა, ხოლო ზაფხულიდან ყველაფერი ბევრად იოლი იქნება.
კურო-კატა (კურდღელი)
2020 წელს შეიძლება გაჩნდეს მწვავე და არაერთმნიშვნელოვანი ვითარებები, რაც თქვენგან სწრაფ და მტკიცე რეაქციებს ელოდება. ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანობასთან, ისე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოსალოდნელია დროის უკმარისობა, უსარგებლო კამათი, ჩხუბი და კინკლაობა წვრილმანებზე, სხვისი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სხვა. და მაინც, შეძლებთ საქმეებთან გამკლავებასა და წარმატებების მიღწევას.
კურო-დრაკონი
დიდი ალბათობით, გზაზე არანაირი სირთულე არ უნდა გამოჩნდეს. შეძლებთ მოდუნებასა და დამშვიდებას. მიიღებთ უამრავ საქმიან წინადადებას, არ ღირს უარის თქმა შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, თუნდაც თავდაპირველად მოგეჩვენოთ, რომ თქვენთვის უინტერესო წინადადებაა. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
კურო-გველი
წარმატებების მისაღწევად დიდი შრომა, ძალა და შთაგონება დაგჭირდებათ. საკუთარ პასუხისმგებლობას სხვებს ნუ გადააბარებთ. მოიკრიბეთ ძალები და გადადით მტკიცე მოქმედებებზე. ყურადღების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს პარტნიორული ურთიერთობები. არ არის გამორიცხული, რომ ოდესღაც გაწყვეტილი ურთიერთობები აღდგეს. ჯანმრთელობის პრობლემების არიდებას ფიზიკური დატვირტვის თანაბარი განაწილებისა და დასვენების მონაცვლეობით შეძლებთ.
კურო-ცხენი
ახალი წლის პირველივე დღეებიდან იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები იწყება. ეს სასიხარულო გრძნობა დამატებითი სტიმული გახდება აქტიური მოქმედებებისთვის როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო სფეროში. ბევრ პერსპექტიულ წინადადებას მიიღებთ. არის შანსი, რომ კარგი შემოსავალი მიიღოთ/. გელოდებათ საინტერესო მოვლენები, დაუვიწყარი შეხვედრები, ურთიერთობები.
კურო-თხა (ცხვარი)
2020 წელი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. გწამდეთ საკუთარი თავის და მუხლჩაუხრელად იმუშავეთ. ეს მიზანთან ახლოს მიგიყვანთ. არა აქვს მნიშვნელობა, რა სისწრაფით მოქმედებთ, მთავარია, შუა გზაზე არ გაჩერდეთ, ამ შემთხვევაში მიაღწევთ დანიშნულების პუნქტს, დამოუკიდებლად დაწერთ ცხოვრების საკუთარ სცენარს, დაიკავებთ გამარჯვებულის ადგილს და სხვების სანიმუშო გახდებით. პირად ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, იმედგაცრუებები არ გელოდებათ.
კურო-მაიმუნი
2020 წელი შესანიშნავად მიესადაგება საკუთარი საქმის წამოწყებას ან კარიერულ კიბეზე წინსვლას. მოგეცემათ ყველა შესაძლებლობა, რომ კარგად იშრომოთ და ამ შრომისთვის ღირსეული ჯამაგირი მიიღოთ. სასიყვარულო ასპარეზზე სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. ბევრი თქვენგანი იპოვის თავის გულისსწორს. წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, მკაფიოდ გამოიკვეთოს ოჯახის შექმნის პერსპექტივა.
კურო-მამალი
თეთრმა ლითონის ვირთხამ სასიამოვნო სიურპრიზები მოგიმზადათ. მაგრამ პრობლემები შეიძლება გაჩნდეს იმ მხრივ, რომ სირთულეებს დაინახავთ იქ, სადაც არ არის, ანუ, მოწმენდილ გზაზე დაბრკოლებებს თავად აღმართავთ. საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას გადაწყვეტთ, მაგრამ მუდმივად იორჭოფებთ - სწორად იქცევით თუ არა. მერყეობას წინსვლაში ხელშეშლა შეუძლია, ამიტომ აიყვანეთ თავი ხელში და გააცნობიერეთ, რომ საკუთარი ბედის მჭედელი თავად ხართ. კომპეტენტური დახმარების მიღებაზე საქმიანობის სფეროში უარი არ თქვათ.
კურო-ძაღლი
2020 წელს არანაირი არასტაბილურობა მოსალოდნელი არ არის. ეფექტურად შეძლებთ საკუთარი პოტენციალის, ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას, ახალი საქმეების წამოწყებას, საქმიანობის სფეროს გაფართოებას. ახალი ნაცნობობა, შეხვედრები თავის ნაყოფს მოიტანს. ეცადეთ, ახალ მეგობრებთან ან პარტნიორებთან კავშირი არ დაკარგოთ, მათთან თანამშრომლობა მომავალშიც კარგ შედეგს გამოიღებს. მარტოხელები, არ არის გამორიცხული, რომ თავიანთ ცხოვრების მეგზურს შეხვდნენ.
კურო-ღორი
2020 წელს თამამად შეიძლება მნიშვნელოვანი და პროდუქტიული ვუწოდოთ. მოგიწევთ ძალისხმევის გამოჩენა, წინ ჯიუტად სვლა და ოცნებების რეალობაც ქცევა. მოულოდნელი მოვლენები შინაგანი თავისუფლების, დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაგეხმარებათ, ასევე, აიმაღლებთ საკუთარი თავის პატივისცემას. ბევრი თქვენგანი გადაჭარბებულ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე, მუდმივად პასუხისმგებლობის გრძნობით დაიტვირთავს თავს. მატერიალური თვალსაზრისით საკმაოდ ხელსაყრელი წელია.