2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთხა
თხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

© FB/ Zodiac Signsთხის რქა
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა - Sputnik საქართველო
თხის რქა

როგორი იქნება 2020 წელი თხის რქისთვის - ზოგადი მიმოხილვა

2020 წლის დასაწყისი თხის რქებისთვის საკმაოდ უცნაური იქნება დღესასწაულებისა და ცოდნის წყურვილის ფონზე. ნუ გაუძალიანდებით ამ მისწრაფებას, ნუ მოგერიდებათ, რომ თუნდაც სადღესასწაულო სუფრასთან წიგნით ხელში დაგინახონ: 2020 წლის მფარველმა კარგად იცის, საით უნდა გიბიძგოთ. როდესაც თებერვლის მეორე ნახევარში გაჩნდება ცხოვრების უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვლის შანსი, სწორედ ხმაურიან მხიარულებაში ნასწავლი გახდება თქვენი მთავარი კოზირი. მანამდე კი საჭიროა შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა, იუმორის გრძნობა (რომ მეგობრების მხრიდან „ჭკუისკოლოფას" დაცინვა მოიგერიოთ) და მოთმინება, რომ არ ჩაებათ კონფლიქტში საყვარელ ადამიანთან, რომელიც თქვენს უყურადღებობას უჩივის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

წლის პირველ ნახევარში ფინანსებთან დაკავშირებული ვითარება რამდენადმე დაძაბული იქნება. ეს ზაფხულის დასაწყისისთვის მოგვარდება. მოსალოდნელია შემოსავლების გაზრდა. დანარჩენში კი ასტროლოგები გირჩევენ, მცირეოდენი ცხოვრებისეული ტურბულენტობისთვის მზად იყოთ. იქნებით ემოციების ქვეშ, მოვლენები ნაკლებად გათვალისწინებული სცენარით განვითარდება. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ, ხოლო დაგროვებული ემოციები ფიზიკურ ვარჯიშში, ფეხით სიარულში დახარჯოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს იმ თხის რქებს, ვისაც კუჭისა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

წლის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის, მაგრამ არცთუ მოსაწყენად. სასიყვარულო ასპარეზზე შესაძლებელია ჩხუბი და შემდეგ - ტკბილი შერიგება; საქმიან სფეროში - სირთულეები პარტნიორებთან, მაგრამ უხვი დაჯილდოებები; სამუშაო კოლექტივში - კონფლიქტები კოლეგებთან, სამაგიეროდ, სრული გაგება ხელმძღვანელობასთან. ამ "ამერიკული მთებიდან" რომ მშვიდობიანად ჩამოხვიდეთ, გამოიჩინეთ თავშეკავებულობა, არ იჭორაოთ, არ იწუწუნოთ. შემოდგომის შუა პერიოდში სრული ჰარმონია და მშვიდობა დაბრუნდება.

ტიგრაი, ეთიოპია - Sputnik საქართველო
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი

წლის ბოლოს ძალის გამოცლას იგრძნობთ, მაგრამ ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, რომ ჯერ დასვენების დრო არ არის. დაასრულეთ საქმეები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაუსრულებელი საქმეები შემდეგი წლის რამდენიმე თვეს გაგიფუჭებთ.

სასიყვარულო ჰოროსკოპი

პლანეტების ხელსაყრელი ასპექტების წყალობით, ასმაგად გაიზრდება შეძლებული თაყვანისმცემლის "ხელში ჩაგდების" შანსები. მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი კავალერიდან წამოსული მთელი ეს ბრწყინვალება, შესაძლოა, მხოლოდ ნიღაბი, შირმა იყოს, ან ქმნის სიმდიდრის ილუზიას, ან თვითონ კი არაა მდიდარი, ან მისი მეუღლე, ნათესავი და ა. შ.

დაოჯახებული თხის რქებისთვის წინა პლანზე გამოვა ფინანსური საკითხი. შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევარს ფული გაუჩნდეს, რომელსაც ის ჯერჯერობით ვერ იყენებს (მაგალითად, მემკვიდრეობა, რომელიც ჯერ არ გაუფორმებია), ან მას სულ სხვა გეგმები აქვს და ამის გამხელას თქვენთვის არ აპირებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებით იყავით და გააკონტროლეთ მეუღლის საქციელი.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მარტოხელები, შესაძლოა, 2019 წელს შეხვდით ადამიანს, რომელმაც თქვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ეს ადამიანი თქვენთვის მიუღწეველია. მაგრამ თქვენი ოპტიმიზმი და ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ვითარების მინუსები პლუსებად აქციოთ. მაგალითად, თუ ის დაქორწინებულია, ამაში დაინახოთ მშვენიერი მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია ასეთი ძლიერი სიყვარული. მანამდე კი დაეშვით მიწაზე, დაემშვიდობეთ ოცნებებს და თქვენი პრინცი თქვენს გვერდით ეძებეთ - ურთიერთობები იქონიეთ მეზობლებთან, მოაწყვეთ საღამოები კოლეგებთან და ზოგადად, აქეთ-იქით ყურადღებით გაიხედეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

კარიერა და ფინანსები

2020 წელს თანხას იოლად და ენთუზიაზმით გამოიმუშავებთ. ასევე დაფიქრდებით კაპიტალის გამრავლების საკითხებზე. გამძაფრებული ალღო გიკარნახებთ, სად და რა პირობებში უნდა ჩადოთ სახსრები, რომ მან კარგი მოგება მოგიტანოთ. ეცადეთ, ფული ჭკვიანურად დახარჯოთ. ხარჯების დაგეგმვისას გაითვალისწინეთ წვრილმანები, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ვალი დაგედოთ. ფინანსური თვალსაზრისით მეტად ხელსაყრელია ახალი წლის პირველი დღეებიდან მარტის ჩათვლით, აპრილის დასაწყისიდან ივლისის ჩათვლით, აგვისტოს დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე და ნოემბრის მეორე ნახევრიდან ახალ წლამდე პერიოდები.

თებერვლის მესამე დეკადაში გართობის დიდი სურვილი გეწვევათ. მარტის დასაწყისამდე საკმაოდ დიდ ფულს დახარჯავთ საკუთარ სიამოვნებაზე. კატასტროფული შედეგები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაინც ეცადეთ, რომ უფრო გონივრულად მოიქცეთ.

გაზაფხულის დასაწყისში არცთუ ცუდი შემოსავალი გელოდებათ. ამის წყალობით აპრილსა და მაისში მნიშვნელოვანი ნივთების ყიდვას შეძლებთ.

ქორწინება ციფრებში, ანუ როგორია თქვენი ოჯახი ქორწინების ციფრის მიხედვით>>

ივლისსა და აგვისტოში, შესაძლოა, ნათესავების დახმარება მოგიწიოთ. ივლისში და ასევე, აგვისტოს ბოლო კვირაში ეცადეთ, ზედმეტად არ გაანებივროთ ისინი. ამ პერიოდებში პლანეტების ასპექტები გადაჭარბებულ გულუხვობას არ მიესალმება.

კაპიტალდაბანდებებისთვის კარგი პერიოდია აგვისტოს დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე. მოუსმინეთ ინტუიციას. გარიგებები მხოლოდ იმ შემთხვევაში დადეთ, თუ სრულად ხართ დარწმუნებული პარტნიორების პატიოსნებაში.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ჯანმრთელობა

ძალიან არ დაიძაბოთ და არ გადაიღალოთ, განსაკუთრებით, ზაფხულში. მოსალოდნელია ფსიქოლოგიური და ნერვული „აფეთქებები".

თხის რქის ნიშნის პირველ დეკადაში დაბადებულები (22.12 - 31.12) - ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნებათ, თუ ცდუნებებს არ აჰყვებით. მძიმე საკვები, ტკბილეული თქვენი ნიშნისთვის საზიანოა. იკვებეთ ჯანსაღად და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნებათ.

მეორე დეკადაში დაბადებულები (1.01 - 10.01) - საჭიროა აქტიურობა, ოღონდ არც ზედმეტი გადატვირთვა ივარგებს. ბევრი იარეთ ფეხით, მისდიეთ სპორტს, მიიღეთ ჯანსაღი საკვები, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა სისტემა არ დაგიზიანდეთ.

მესამე დეკადაში დაბადებულები (11.01 - 20.01) - როგორც კი გაციების პირველ სიმპტომებს იგრძნობთ, მაშინვე ყურადღება გაამახვილეთ ამაზე, რომ ავადმყოფობა არ გაგრძელდეს დიდხანს და რთულად. გაიკაჟეთ ორგანიზმი, მიიღეთ სამკურნალო მცენარეების ჩაი. ზაფხულში მოსალოდნელია ნერვული დაძაბულობა. გაანაწილეთ ძალები.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

თხის რქა-ვირთხა

2020 წელს გექნებათ შანსი, რომ ბედის ახალი ისტორია დაიწყოთ. არ ღირს დინებაზე გაყოლა - აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას, მაგრამ არ დაივიწყოთ შესაძლოა დაბრკოლებებისა და სირთულეების შესახებ. არ შეეცადოთ საკითხების ძალისმიერი მეთოდებითა და პირდაპირი მოქმედებებით გადაჭრას. გაუმჯობესდება პარტნიორულ-რომანტიკული ურთიერთობები, ხოლო ვინც უკვე დაოჯახებულია, საყვარელი ადამიანის მიმართ სინაზის ახალ ტალღას იგრძნობთ.

თხის რქა-ხარი

დიდი ალბათობით, 2020 წელს წყნარად და მშვიდად ვერ გაატარებთ. თუ დეტალურად დაგეგმავთ საქმეებს და არ აჰყვებით წამიერ ნეგატიურ ემოციებს, თავიდან აირიდებთ მრავალ დაგებულ მახეს. ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში პრობლემებია მოსალოდნელი. მთავარია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და იმსჯელოთ იმაზე, რაც გაწუხებთ.

© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი

თხის რქა-ვეფხვი

ვირთხის წელი ვეფხვი თხის რქების უმეტესობისთვის, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი აღმოჩნდეს. არ არის გამორიცხული ცვლილებები, მათ შორის - უარყოფითი. ნებისმიერ საქმეში დაუშვებელია უყურადღებობა, აჩქარება, გულგრილობა. უმნიშვნელო შეცდომასაც კი უამრავი პრობლემის გამოწვევა შეუძლია შემდგომ მუშაობაში. გაზაფხულის ბოლო ცხოვრება დალაგდება. თავს ხელში აიყვანთ და უფრო წინდახედული და ყურადღებიანი გახდებით. ყველაფერი გამოგივათ.

თხის რქა-კატა (კურდღელი)

აღმოცენებული პრობლემების გადასაჭრელად ანალიტიკურ უნარებს სრულად ჩართავთ, მოიკრებთ ნებისყოფას. წარმატება იმის თანმდევი იქნება, ვინც ფრთხილი ინიციატივებისა და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მირების ტაქტიკას აირჩევს.. დაძაბულობა შეიძლება გაჩნდეს სასიყვარულო ურთიერთობებშიც. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან დაშორება, თუ ზედმეტად კრიტიკული და „მკვახე" იქნებით გამონათქვამებში. შეიკავეთ თავი და გაუფრთხილდით პარტნიორის გრძნობებს.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"

თხის რქა-დრაკონი

წელი ბევრ საკითხში იქნება წარმატებული და დინამიკური. იგრძნობთ ენერგეტიკულ აღმასვლას, ძალების მოზღვავებას, მოისურვებთ ბევრის მიღწევას. ზოგადი განწყობა პოზიტიური იქნება და ეს თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ. ასევე ხელსაყრელი წელია სიყვარულის საკითხებშიც. არსებული ურთიერთობები უფრო სტაბილური გახდება, ხოლო მარტოხელებს ძალზე პერსპექტიული ნაცნობობა გელოდებათ.

თხის რქა-გველი

2020 წელი თქვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდება. შეძლებთ მრავალი ჩანაფიქრის განხორციელებას. საინტერესო წინადადებების წყალობით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პროფესიულ საქმიანობაში რაღაც შეცვალოთ. ზოგიერთი საქმიანი კავშირი ხანმოკლე იქნება, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი. ურთიერთობები და ფიზიკური დატვირთვა დადებით ემოციებს მოგიტანთ და სიმხნევეს შეგმატებთ. ვისაც ჯერ არ ჰყავს მეორე ნახევარი, უნდა იჩქაროს და გაააქტიუროს მისი ძებნა.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

თხის რქა-ცხენი

2020 წელი მოგცემთ ახალ ცხოვრებისეულ დონეზე გადასვლის შესაძლებლობას. ძირითადი ფსონი მეორე ნახევარზე უნდა ჩამოხვიდეთ. ამ პერიოდში შეძლებთ საკუთარი ნიჭის სრულად გახსნას, საჭირო ადამიანების პოვნას და მათ საკუთარ მხარეს გადმობირებას, სამსახურში პოზიციების გამტკიცებას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ოღონდ ამისთვის დიდი ჯაფა მოგიწევთ - მუხლჩაუხრელი შრომა, მკაცრი დისციპლინა, სრული თვითკონტროლი, ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

თხის რქა-თხა (ცხვარი)

წარმატებებს რომ მიაღწიოთ, მოგიწევთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და ხანდახან გარისკვაც კი. საქმიანი ურთიერთობები საკმაოდ ჰარმონიულად განვითარდება. მიიღებთ უამრავ პერსპექტიულ წინადადებას. შეგიძლიათ წარმატებების მიღწევა ფინანსური თვალსაზრისით, დაჯილდოვდებით ადრინდელი პროექტების გამო. კარგი დროა მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის სასიყვარულო სფეროში, მაგალითად, ნიშნობისა და ქორწილისთვის, სიყვარულში გამოტყდომისთვის. იღბალი თქვენი თანმდევი იქნება ბევრ საქმეში, რაც დაგეხმარებათ, რომ მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.

თხის რქა-მაიმუნი

მზად იყავით ცვლილებებისთვის. იგრძნობთ ძლების მოზღვავებას, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ აჩვენოთ თავი ბრძოლაში ღირსეული ცხოვრებისთვის როგორც პროფესიული, იდე ფინანსური თვალსაზრისით. ამიტომ არ დაკარგოთ დრო ფუჭად. ახალი კავშირები, კარგი შედეგების მიღწევის სურვილი მოგცემთ საშუალებას, რომ ცხოვრების ახალ რიტმს აუწყოთ ფეხი. ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ წელს გაჩენილ კავშირებს. უმეტესობისთვის საკმაოდ ხელსაყრელი წელია სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით.

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი>>

თხის რქა-მამალი

უნდა ეცადოთ, რომ ყველა ძირითად მიმართულებას მტკიცე საფუძველი ჩაუყაროთ. ამ წელმა, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის გამტკიცება მოიტანოს. ბევრი თქვენგანი იპოვის შემოსავლის ახალ წყაროს, „გააცოცხლებს" ძველ საქმეებს, რომლებიც ახლა უკვე პერსპექტიული გამოჩნდება. საჭიროა დღის სწორ განრიგზე გადასვლა. ეს დაგეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების მოწესრიგებაში და დღის განმავლობაში ბევრი საქმის გაკეთებას მოასწრებთ.

ქალი გვირილით - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის

თხის რქა-ძაღლი

ვირთხის წელიწადი ძალზე სახარბიელო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია კულტურასთან, სულიერ და სოციალურ განვითარებასთან. დგება შესანიშნავი დრო სწავლისთვის, წარმატებებისთვის სამეცნიერო, ინტელექტუალური საქმიანობისთვის. შეძლებთ დაინტერესებული ადამიანების მოზიდვას. კოლეგები და ახლობლები რთულ ვითარებებში სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. ეცადეთ, ხშირად მოხვდეთ მასობრივ გასართობ ღონისძიებებზე. დაოჯახებულებმა საკუთარი გრძნობების განახლების გზებზე იფიქრეთ.

თხის რქა-ღორი (ტახი)

2020 წელს მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც ნაცრისფერ დღეებს გააფერადებს, მასში სიკაშკაშეს შეიტანს. ეს შეიძლება იყოს საქმიანი წინადადებები, ახალი ნაცნობობა, გატაცება, საინტერესო ღონისძიებები, მოვლენები. თუ სამუშაოს შეცვლა გსურთ, ეს ამისთვის საუკეთესო წელია. ეცადეთ, მასშტაბური ამოცანები დაისახოთ და თავდაჯერებულად, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ მარტო ხართ, გექნებათ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის შანსი. არ არის გამორიცხული, რომ ეს ინტერნეტ-სივრცეში მოხდეს. მსუბუქი არშიყი, შესაძლოა, მტკიცე ურთიერთობებში გადაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0