თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

© Pixabay / kalhhსაქორწინო ბეჭდები
საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდის სჯობს დაქორწინება? ასტროლოგიის თვალსაზრისით, რომელი პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი ქორწინებისთვის? როდის აჯობებს ოჯახის შექმნა სიყვარულით, ხოლო როდის - ანგარიშით?

ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამიტომ გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები ქორწინების თარიღთან დაკავშირებით. წლის რომელი პერიოდი აჯობებს თქვენი ქორწილისთვის, როდის უნდა დაქორწინდეთ, რომ ბედნიერებას ეწიოთ? გაეცანით ასტროლოგების რეკომენდაციების ქორწილის თარიღთან დაკავშირებით.

ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

21 მარტი - 19 აპრილი

თუ თქვენ შორის ურთიერთობები ცოტა ხნის დაიწყო, გრძნობების ნაპერწკალი სულ ახლახან აინთო და ქორწინების გადაწყვეტილება მიიღეთ, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ ოჯახის შექმნა. ეს პერიოდი, დიდი ალბათობით, მოგიტანთ უთანხმოებებს, კონფლიქტებს, არასტაბილურობას. ამ პერიოდში ქორწინება მხოლოდ მათთვის იქნება მტკიცე, ვინც დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობს და სტაბილური ურთიერთობები აქვთ.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
ოთხი იდეალური, ერთმანეთისთვის შექმნილი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

20 აპრილი - 20 მაისი

გაზაფხულის ამ პერიოდს ვენერა მფარველობს. ვენერა კი, როგორც ცნობილია, სიყვარულსა და შეყვარებულებს მფარველობს. ამიტომ თამამად შეგიძლიათ დაქორწინება და ხალხური ცრურწმენის დავიწყება იმის შესახებ, რომ მაისში ქორწინება არ ვარგა. ქორწინება სიყვარულის პლანეტის მფარველობით ბედნიერი და წარმატებული იქნება, ამასთან მატერიალური კეთილდღეობით განმტკიცებული.

21 მაისი - 20 ივნისი

ეს პლანეტა მერკურის პერიოდია, რომელიც ურთიერთობებზე ახდენს გავლენას. ამიტომ, თუ თქვენს საყვარელ ადამიანთან ბევრი და ნაყოფიერი კონტაქტი გაქვთ, ხართ კომპრომისებზე წამსვლელი და სხვა ადამიანის აზრის გათვალისწინებაც შეგიძლიათ - მაშინ ეს თქვენი დროა. დაქორწინდით - თქვენი ოჯახი წარმატებული იქნება. ამ ოჯახის საძირკველი საერთო ინტერესები და გეგმები უნდა გახდეს. შესაძლოა, ხშირად იკამათოთ, მაგრამ ასევე ხშირად შერიგდებით კიდეც. თქვენ ქორწინებაზე გავლენა, შესაძლოა, ასევე ჰქონდეთ ნათესავებსა და მეგობრებს, როგორც სოციალური ცხოვრების ნაწილზე, რომელზეც პასუხს მერკური აგებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წყვილებს აქვთ გამდიდრების ყველაზე დიდი შანსი

21 ივნისი - 22 ივლისი

თუ ოცნებობთ ოჯახურ ბედნიერებაზე, მყუდრო ბუდეზე, ბავშვებზე, ეს დრო თქვენია. თუ პარტნიორისა ინტუიციურად გესმით, თქვენ შორის სულიერი და ემოციური შეთავსებადობაა, ქორწინება ამ პერიოდში წარმატებული იქნება. მაგრამ არის ერთი მაგრამ: არ დაქორწინდეთ ამ პერიოდში, თუ რომელიმე თქვენგანი პათოლოგიური ეჭვიანია. ამ დროს შექმნილი ოჯახის დანგრევა ეჭვიანობას შეუძლია.

23 ივლისი - 22 აგვისტო

თუ ორივე ამბიციური ხართ, გაქვთ თამამი გეგმები, მტკიცედ მიიწევთ მიზნებისკენ და, რაც მთავარია, წინსვლა მეორე ნახევართან ერთად გსურთ, ეს პერიოდი თქვენია. ქორწინება ბედნიერი იქნება. საუკეთესო დროა ოჯახის შექმნისთვის ამბიციური ადამიანებისთვის. მაგრამ თუ არანაირი გეგმა არა გაქვთ, ამ პერიოდში ქორწინებისგან თავი შეიკავეთ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

23 აგვისტო - 23 სექტემბერი

ამ პერიოდში დაქორწინება კარგი იქნება ვნებიანი და მგზნებარე შეყვარებულებისთვის. ოჯახის შექმნა დროის ამ მონაკვეთში ქორწინებას წონასწორობას სძენს და ზედმეტად იმპულსურ ურთიერთობებს მტკიცედ აკავშირებს. იყავით თანამიმდევრული, მიხედეთ თქვენს საცხოვრებელს, მოეწყვეთ მყუდროდ და ბედნიერი იქნებით. თუ ორივე ფლეგმატური და ძალიან მშვიდი ხართ, მაშინ ამ პერიოდში ქორწინებისგან თავი შეიკავეთ.

24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი

შემოდგომა ქორწილისთვის საუკეთესო პერიოდია, ასე ამბობდნენ ჩვენი წინაპრები და ტრადიციულად, ამ დროს ქორწინდებოდნენ. თუ თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობები გსურთ, ეს საუკეთესო პერიოდია. ხოლო თუ სოციალურად, საურთიერთობო წრით, ასაკით ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაშინ ამ პერიოდში ოჯახი არ უნდა შექმნათ. ეს თანასწორობის დროა ყველა ასპექტით.

ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო
შეყვარებულებისთვის: როგორი სიყვარული შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს

24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი

თუ ორივე იმპულსური, მგზნებარე ხართ, გიყვართ მრავალფეროვანი სექსი, არ მოგწონთ სიმშვიდე, მაშინ - დაქორწინდით. არახელსაყრელი შედეგები, რომლითაც შეიძლება „დაგაჯილდოვოთ" ამ პერიოდმა, არის: ბრძოლა ძალაუფლებისთვის ოჯახში და ღალატი. თუმცა, თუ თქვენ ქოლერიკის ტემპერამენტს ასეთი რამეები არ აშინებს და სრულად ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებსა და მნიშვნელობაში პარტნიორისთვის, მაში - წინ!

23 ნოემბერი - 22 დეკემბერი

ამ ქორწინებაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს სოციუმი, კულტურული ტრადიციები და ჩვეულებები. ამიტომ ამ პერიოდში არ უნდა დაქორწინდნენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული მენტალიტეტით. თუ ერთნაირ პირობებში გაიზარდეთ, მაშინ ქორწინება წარმატებული იქნება. ერიდეთ უთანხმოებებს ოჯახში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ

23 დეკემბერი - 20 იანვარი

თუ დაქორწინება ცივი გონებით გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ სწორედ რომ შესაფერისი დროა. თუ უკვე გავლილი გაქვთ მიჩვევის ეტაპი - ბედნიერი იქნებით. ამგვარი ქორწინება, როგორც წესი, მტკიცეა, ოჯახის დანგრევის ალბათობა მინიმალურია. ეს პერიოდი ასევე ნიშნავს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას.

21 იანვარი - 19 თებერვალი

ეს პერიოდი წინააღმდეგობრიობით ხასიათდება, ამიტომ ამ პერიოდში ოჯახის შექმნას აზრი მხოლოდ ორიგინალური და მომთმენი ადამიანებისთვის აქვს. დიდი ალბათობით, სახლში იქნება უწესრიგობა, ქაოსი, მოგიწევთ მეორე ნახევრისთვის გარკვეული თავისუფლების მიცემა, ბავშვების აღზრდის მეთოდები არასტანდარტული იქნება. სავარაუდოდ, დააწყობთ უამრავ გეგმავს, რომელთა უმრავლესობა განუხორციელებელი დარჩება.

წაიკითხეთ აქ: ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე

20 თებერვალი - 20 მარტი

თუ შემოქმედებითი ან ემოციური ადამიანი ხართ, მაშინ ამ პერიოდში ოჯახის შექმნისგან თავი შეიკავეთ. თუ ერთ-ერთი თქვენგანი წყლის ნიშანს განეკუთვნება, მაშინ, თუ ამ პერიოდში დაქორწინდით, მოემზადეთ მუდმივი ჩხუბის, აყალმაყალის, ცრემლისა და შემდეგ მგზნებარე შერიგებისთვის. ასეთ ურთიერთობებს მარტოობისა და მიტოვებული ადამიანის შეგრძნების გამოწვევა შეუძლია. ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს საყვარელი ადამიანის პიროვნებაში „გათქვეფა". თქვენი ინტერესები ქორწილის შემდეგ მთლიანად შეიცვლება. თუ არ გსურთ ეს, გადადეთ დაქორწინების თარიღი.

ყველა ახალი ამბავი
0