ქორწინება ციფრებში, ანუ როგორია თქვენი ოჯახი ქორწინების ციფრის მიხედვით

© Pixabay / Pixabayოჯახი
ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდები ქორწინების თარიღს სხვადასხვა კრიტერიუმით არჩევენ, მაგალითად, სილამაზით, ვთქვათ, შვიდიანები ჭარბობს: 7.07.2007, ან ოჯახში მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება... ასევე ხშირად საეკლესიო კალენდარსაც ითვალისწინებენ, რომ ქორწინება ღვთისგან იყოს დალოცვილი...

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საუკეთესო დრო ქორწილისთვის ნუმეროლოგიის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, რომელსაც უკვე მრავალი საუკუნეა იყენებენ ცნობილი ადამიანები.

იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებათ მეუღლეებს, უნდა გამოვითვალოთ მათი ქორწინების ციფრი. მაგალითად, თუ ისინი დაქორწინდნენ 2001 წლის 23 ივლისს. უნდა შევკრიბოთ ციფრები 2001.07.23, ანუ 2+1+7+2+3. ჯამი უდრის 15-ს, ხოლო 1+5=6. ანუ ქორწინების ციფრი არის 6.

აირჩიეთ თქვენი საყვარელი ციფრი - Sputnik საქართველო
ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ

ქვემოთ მოყვანილია თითოეული ციფრის მნიშვნელობა.

ერთიანი

ასეთ ოჯახში მშვიდობა და ურთიერთგაგება სუფევს. მეუღლეები არასდროს უღალატებენ თავიანთ გრძნობებს, თუმცა, ისევე, როგორც ყველა ოჯახში, მათ ცხოვრებაშიც დადგება პერიოდი, როდესაც ოჯახი განხეთქილების ზღვარზე დადგება. და მაინც, სიყვარული გაიმარჯვებს. ასეთი ქორწინება მტკიცე, ძლიერი და ხანგრძლივია.

მამაკაცი ასეთ ოჯახში თავს გრძნობს, როგორც მთავარი, მაგრამ, ამავე დროს, პატივს სცემს და აფასებთ თავის ცოლს, ითვალისწინებს მის აზრს.

ქალი მეუღლეს აღიქვამს, როგორც ოჯახის უფროსს და, ამასთან, არ ივიწყებს, რომ შეუძლია მამაკაცის მოქმედებებისთვის მიმართულების მიცემა.

განსაზღვრეთ თქვენი ბინის ციფრი და გაიგეთ, როგორ მოქმედებს ის სახლის ატმოსფეროზე>>

ორიანი

თუ ოჯახის ციფრი ორიანია, ეს ძალზე სასიხარულოა, რადგან ასეთ ოჯახს, ჩვეულებრივ, ხასიათითა და ტემპერამენტით მსგავსი ადამიანები ქმნიან. ასეთ ოჯახში არ არის მწვავე პრობლემები, რადგან მეუღლეები ერთ ტალღაზე არიან აწყობილი.

მამაკაცი ამგვარ ოჯახში თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს, რადგან მის უფლებებს არავინ ლახავს.

ქალი იცავს ოჯახურ კერას, მზადაა თავის მეორე ნახევარს მარადიულად ელოდოს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები

სამიანი

ასეთ ოჯახში ხშირად ჩნდება პრობლემები, რისი მიზეზიც ერთმანეთის ვერ გაგებაა. ორივე ცდილობს, თავისი გაიტანოს და მეორეზე არ ფიქრობს. ასეთი ქორწინება მუდმივი ჩხუბისა და კონფლიქტებისთვისაა განწირული, რადგან მას ქმნიან განსხვავებული მოსაზრებებისა და ცხოვრების სტილის ადამიანები.

მამაკაცი მზად არ არის, აღიქვას და გაითვალისწინოს ცოლის სურვილები და მიზნები, რადგან მისთვის საკუთარი თავი და თავისუფლებაა მნიშვნელოვანი.

ქალს ყოველთვის უფრო ბავშვები უყვარს, ვიდრე მეუღლე, რაც მათი ოჯახის განხეთქილების მთავარი მიზეზია.

ოთხიანი

ასეთი ოჯახი ბედნიერი იქნება, თუ წყვილს ბევრი შვილი ეყოლება. სწორედ ბავშვები გახდებიან კარგი ურთიერთობების სტიმული. თითოეული ბავშვი ასეთ ოჯახს კლდედ აქცევს, რომლის დანგრევაც არავის და არაფერს შეუძლია.

მამაკაცი განწყობილია, რომ ოჯახში სრული წესრიგი სუფევდეს: ცოლი - სახლში სამზარეულოში და ბავშვებთან, ხოლო თვითონ - მონადირე, ოჯახში შემომტანი, რომელიც მზადაა ოჯახის ბედნიერებისთვის მსხვერპლიც გაიღოს.

ქალს აწყობს თავისი მდგომარეობა. ის მზადაა, იჯდეს სახლში, დაივიწყოს კარიერის შესახებ ბავშვებისა და ქმრის გამო.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ხუთიანი

ამ ქორწინებაში ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, მათ შორის ურთიერთობებიც, ამიტომ ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანად და საუბრებით წყდება. თუმცა, არის ერთი ნაკლი - ისინი არასდროს გამოუტყდებიან ერთმანეთს, რომ ერთმანეთის მიმართ რაღაც პრეტენზიები გააჩნიათ, ამიტომ მთელი ცხოვრება სულში წყენა აქვთ ჩადებული, მაგრამ სახეზე - ღიმილი აფარებული.

მამაკაცს არ უყვარს, როცა ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მოითმენს, თუ ცოლი ხასიათს ხალხში გამოამჟღავნებს. მას თავის ადგილზე მხოლოდ სახლში „მოსვამს", მისთვის ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია იდეალური ურთიერთობები.

ქალი ყველაფერში თავისუფლებას იგრძნობს - მუშაობა, ოცნებები და ა. შ., სანამ ქმრის გზას არ გადაკვეთს.

ნატალური ჰოროსკოპი: რომელ რიცხვში დაიბადეთ>>

ექვსიანი

ასეთ ოჯახში ერთი უფროსი უნდა იყოს და მეორე დაქვემდებარებული, სხვაგვარად ის მალე დაინგრევა. ასეთი ოჯახები მალე იშლება, როდესაც ერთად ორი ლიდერი ცხოვრობს. თუმცა, თუ ერთ-ერთი დათანხმდება, რომ დათმოს თავისი პრინციპები, ქორწინება ხანგრძლივი აღმოჩნდება.

მამაკაცს ასეთ ოჯახში მუდამ უფროსობა სურს და ეს გამოსდის კიდეც.

ქალი თავს მყუდროდ ვერ გრძნობს, მაგრამ მოითმენს, თუ ამის მიზეზები აქვს.

Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

შვიდიანი

შვიდიანი ოჯახის ციფრია. ასეთ ოჯახში ჰარმონია და ურთიერთგაგება და დახმარება სუფევს. მთავარი ადგილი უკავია ყოფასა და ფინანსურ სტაბილურობას, რომლისკენაც ორივე მეუღლე ისწრაფვის. მაგრამ როგორც კი ოჯახის ბიუჯეტი შეივსება, ცოლ-ქმარი მოდუნდება და ერთმანეთს უკვე კრიტიკული თვალით უყურებს. ისინი იწყებენ ერთმანეთის ნაკლოვანებების დანახვას და ხშირად ურთიერთობები დაშორებამდეც მიდის

მამაკაცი მზადაა, ბედნიერი ოჯახისთვის კომპრომისზე წავიდეს, მისთვის ეს მნიშვნელოვანია.

ქალი თავს მყუდროდ და უსაფრთხოდ გრძნობს.

რვიანი

ასეთი ოჯახის მთავარი კოზირი უსასრულობაა. ისინი უსასრულოდ ბედნიერი და ერთმანეთით კმაყოფილი იქნებიან, თუნდაც გზაზე პრობლემები შეხვდეთ. მათი გემი არასდროს დაიმსხვრევა ყოფითი საკითხების გამო, რადგან მათთვის ეს უკანასკნელ ადგილზე დგას. ასეთ ოჯახში მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება და ურთიერთდახმარება.

მამაკაცს მთელი ცხოვრება ეყვარება თავისი მეორე ნახევარი.

ქალს ასევე ეყვარება თავისი მეუღლე და თავს ბედნიერ ქალად იგრძნობს.

2020 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის>>

ცხრიანი

იდეალური ქორწინებისთვის არცთუ კარგი ციფრია. მოსალოდნელია უსიამოვნებები უყურადღებობის ნიადაგზე. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, სამუშაო ან ბიზნესი იქნება, ასევე სხვა ასევე მნიშვნელოვანი მოტივები.

მამაკაცი კარიერისტია, მისთვის ოჯახი მეორე ადგილზე იქნება.

ქალი ასეთ ოჯახში ბედნიერი ვერ იქნება, თუ რამეში არ იპოვის თავის გამოვლენის გზას.

ყველა ახალი ამბავი
0