13:11 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
რა-დიაცია
მოკლე ბმულის მიღება
6618 0 0

თუ გინდათ, რომ 2020 წელს იღბალი თქვენი თანმდევი იყოს, მიაღწიოთ წარმატებებს და ბედნიერება მოიპოვოთ, მიჰყევით ასტროლოგების რჩევებს

ჰოროსკოპი ქალებისთვის მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს დაეხმარება გაიგონ, როგორ იმოქმედებენ პლანეტები და ვარსკვლავები მათ ენერგეტიკაზე ახალ 2020 წელს

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს წელი საკმაოდ უჩვეულო იქნება, ამიტომ შემოქმედებითი ქალების უმრავლესობას საქმეებში მაქსიმალურად აქტიურობას ურჩევენ. უფრო მეტიც, პლანეტების არაორდინარული ენერგეტიკა ბევრს დაეხმარება კრეატიულ საქმიანობაში, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებასა და სიყვარულში.

ვერძი

პლანეტების აქტიურობის გამო ენერგეტიკის მუდმივი ცვალებადობა არცთუ უსაფრთხო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება 2020 წლის მაისსა და აგვისტოში. იანვარში, შესაძლოა, სრულიად უჩვეულო საკითხებმა აგაღელვოთ. ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებისკენ მისწრაფება დადებითად აისახება ფინანსურ წარმატებაზე.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი>>

კურო

თითქმის მთელი წლის განმავლობაში, პლანეტებისა და ვარსკვლავების მცირე „შესვენებების" პერიოდების გარდა, ძალზე დიდი წარმატებები გელოდებათ. შესანიშნავი პერიოდია ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებებისთვის, ამასთან, სრულიად სხვადასხვა სფეროში - სიყვარულიდან დაწყებული და სამუშაოთი დამთავრებული. კარგი წელია გარიგებების დადებისთვის, მეორე ნახევრის ძებნისთვის, კრედიტების გაფორმებისთვის, ძვირადღირებული ნივთების შესაძენად. ასტროლოგები გირჩევენ, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში ტაქტის შეინარჩუნოთ, რათა მტრები არ მოიმრავლოთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო>>

ტყუპი

ტყუპ ქალებს უკვე წლის დასაწყისში დიდი იღბალი გელოდებათ. უმთავრესი, რაც გჭირდებათ, ესაა უახლოესი პერიოდის მოქმედებების სწრაფად შედგენა. 2020 წლის დაგეგმვა ბევრ რამეს გადაწყვეტს. ასტროლოგები გირჩევენ, არც გარისკოთ და არც დინებას მიჰყვეთ. ზუსტად უნდა იცოდეთ, რა გსურთ, როდის და რატომ. მოტივაცია ძალების ძალზე მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი>>

კირჩხიბი

კირჩხიბებს დიდი შანსი გაქვთ რო რუტინის ბრჭყალებს დააღწიოთ თავი და ცხოვრებაში სასიამოვნო ნოტები შეიტანოთ. ამაში დაგეხმარებიან ბავშვები, მეგობრები, საყვარელი ქალი. ახლობლები თქვენთვის ნამდვილი ხსნა და შთაგონების წყარო გახდებიან. რთული თვეებია იანვარი, აგვისტო და ნოემბერი. ამ პერიოდებში უნდა გაუმკლავდეთ ნეგატიურ განწყობას. ამისთვის სასიამოვნო ადამიანებთან იქონიეთ საქმე. მათთან ურთიერთობები პრობლემების დაძლევაში და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი>>

ლომი

მარტოხელა ლომებს სიყვარულის სფეროში უამრავი შესაძლებლობა გექნებათ. ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს ქარიზმატულობას, მომხიბვლელობას, მოგცემთ შანსს, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე. სიყვარულში მხოლოდ ინტუიციას ნუ დაყრდნობით, არამედ გაეცანით თქვენი ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობას. ფინანსურ საკითხებში ნაკლებად ენდეთ სხვის რჩევებს. ამან, შესაძლოა, სწორ გზას აგაცდინოთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი>>

ქალწული

ქალწულებს 2020 წელს თქვენი ნიშნისთვის ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები გელოდებათ, რაც პირველ რიგში იმაში გამოხატება, რომ თქვენ ადამიანებს მიიჩნევთ არა კეთილებად და ბოროტებად, არამედ ჭკვიანებად. მაგრამ მაინც, შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების გაფართოებას და წარმატებების მიღწევას სამუშაო სფეროში.. მთავარია, შუა გზაზე არ მიატოვოთ დაწყებული საქმე და არ გქონდეთ რამე ახლის შიში. რთულ მომენტებში შეგიძლიათ ავტორიტეტული ადამიანებისთვის რჩევის კითხვა. დიდი წარმატებები გელოდებათ იურიდიული პრობლემების გადაწყვეტაში. არ მისცეთ გარშემომყოფებს თქვენი სიკეთით სარგებლობის უფლება.

2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული>>

სასწორი

ვარსკვლავები და პლანეტები 2020 წელს კარგი განწყობით გადასაჩუქრებენ. რა თქმა უნდა, ეს ვერ გაგათავისუფლებთ რთული ცხოვრებისეული ვითარებებისგან სიყვარულსა და საქმეებში. 2020 იქნება კაშკაშა ემოციების, დიდი გამარჯვებების, საბედისწერო შეხვედრების წელი. სასწორი ქალები შეძლებთ ცხოვრების გარდაქმნას, მაგრამ ამისთვის გარკვეული მიზნები უნდა დაისახოთ და მოიკრიბოთ გამბედაობა.

2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი>>

მორიელი

მიზანსწრაფულ მორიელ ქალებს 2020 წელს დიდი წარმატებები ელოდება. უკვე წლის დასაწყისიდან უნდა მიმართოთ მთელი ძალები ყველაზე ამბიციური გეგმების რეალიზებისკენ. პოზიტიური აზროვნება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს წარმატებების მირწევაში. მორიელები მეოცნებე, დიდი წარმოსახვის მქონე ადამიანები ხართ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ ყველაზე სანუკვარი ოცნებები რეალობად აქციოთ. ამისთვის მცირეოდენი შთაგონება დაგჭირდებათ.

2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი>>

მშვილდოსანი

ოპტიმისტი მშვილდოსანი ქალები მამაკაცებისთვის ნამდვილი ანდამატები არიან. ისინი იზიდავენ ადამიანებს, ასხივებენ თავდაჯერებულობას. 2020 წელს მოსალოდნელია წარმატებები სამუშაოსთან დაკავშირებით, საქმეებში, ბიზნესში. სიყვარულში კი ერთი წესი უნდა დაიცვათ - ჯერ გასცემთ და შემდეგ იღებთ. სიკეთე გააკეთეთ, რომ ადამიანები მზად იყვნენ, ეს სიკეთე უკან დაგიბრუნონ ნებისმიერ დროს.

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი>>

თხის რქა

თხის რქა ქალების ყველაზე ძლიერი და სასარგებლო თვისება 2020 წელს შორსმჭვრეტელობაა. საჭიროა არა ერთი ნაბიჯით, არამედ ორი ნაბიჯით წინ გაიხედოთ, მისდიოთ ჯანსაღ აზრს, მოუსმინოთ საკუთარ სიბრძნეს, მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე წლის დასაწყისსა და ბოლოში, შესაძლოა, არასასიამოვნო და რთული ადამიანები შეგხვდნენ. მათთან ურთიერთობების შემდეგ სიცარიელის შეგრძნება შეიძლება დაგეუფლოთ. ამის შემდეგ ენერგიის აღდგენაში გარემოს გამოცვლა დაგეხმარებათ.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება>>

მერწყული

2020 წელს ხშირად გაგიმართლებთ, მაგრამ ხანდახან კარგ პერიოდებს ცუდი მოსდევს. პრობლემური პერიოდები, როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, ხანგრძლივად არ გასტანს. მათ გადალახვაში დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. ექსპერტები გირჩევენ, არ განაწყოთ თქვენ წინააღმდეგ გარშემომყოფები და ტყუილუბრალოდ არ გარისკოთ.

ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს>>

თევზები

ასტროლოგები გირჩევენ, ყველაზე ხშირად საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. დააკვირდით ადამიანებს. თქვენი ინტუიციის წყალობით შეძლებთ გაარკვიოთ, როგორი ენერგეტიკა აქვთ ადამიანებს. წლის დასაწყისში მოერიდეთ შორეულ მგზავრობასა და მივლინებას მოქმედებების გეგმის გარეშე. გარემოს სპონტანური შეცვლა რისკებს შეიცავს, მაგრამ გაზაფხულთან ერთად სიტუაცია შეიცვლება სასიკეთოდ. წლის მეორე ნახევარში ყურადღება სამუშაოზე გაამახვილეთ. 2020 წელს არ ღირს დაწყებული საქმეების მიტოვება და გეგმების ბოლო მომენტში შეცვლა.

მთავარი თემები