22:39 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
21024123

ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის წარმომადგენლებს 2020 წელს ყველაზე მეტად გაუმართლებს. რომელ ნიშნებზეა საუბარი - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2020 წლის ჰოროსკოპი გვეტყვის, ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებისთვის იქნება ახალი წელი სავსე სასიამოვნო სიურპრიზებითა და ვინ აისრულებს ყველაზე სანუკვარ ოცნებებს. ასტროლოგი პაველ გლობა 2020 წლის ყველაზე იღბლიან ნიშნებს ასახელებს.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ვერძი

ვერძები ახალ წელიწადს სრულ მზადყოფნაში შეხვდებით. მაშინვე დაიწყებთ აქტიურ მოქმედებებს. ასტროლოგი გირჩევთ, იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენს დიდ ენერგიას საჭირო და სწორ კალაპოტში მოაქცევს. 2020 წელი შესანიშნავია იმისთვის, რომ დიდი ხნის ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოთ, იქნება ეს სამუშაოს შეცვლა, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა თუ ოჯახური ცხოვრების დაწყება.

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

ტყუპი

ტყუპებს ასტროლოგი იოლ და მსუბუქ წელს ჰპირდება. ის მათ ურჩევს, რომ წლის პირველი ნახევარი საკუთარი ამბიციებისა და გლობალური გეგმების რეალიზებას მიუძღვნან. ზაფხულში მათ ცხოვრებაში შეიძლება დიდი ხნის ნანატრი მოვლენა მოხდეს, როგორიცაა, მაგალითად, ქორწილი, ბავშვის დაბადება, ან სამუშაოსთან დაკავშირებით მომგებიანი წინადადება.

მორიელი

მორიელები 2020 წელს სიმაღლეებს მიაღწევთ საყვარელ საქმიანობაში ჩადებული რესურსების წყალობით. მოიმკით საკუთარი ნამუშევრის ნაყოფს და მიხვდებით, რომ დრო ტყუილუბრალოდ არ დაგიკარგავთ. ასტროლოგი გირჩევთ, არ გაჩერდეთ, რადგან მოძრაობა სწორი მიმართულებით არის თქვენი წარმატების გარანტი 2020 წელს.

თევზები

ახალ წელს ყველა სირთულეს იოლად გაუმკლავდებით. ასეთი საოცარი იღბალი, რომელიც სულიერი კომფორტით იქნება გამოწვეული, გარშემომყოფების გაოცებას გამოიწვევს. თქვენზე ისაუბრებენ, როგორც ბედის ნებიერაზე. მაგრამ არის საფრთხე, რომ მოშურნეები გააქტიურდნენ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. ასევე, არ დაივიწყოთ, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროთ.

მთავარი თემები