2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

© Pixabay / geraltიახტკლუბი
იახტკლუბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოროსკოპი ზოდიაქოს მორიელის ნიშანში დაბადებულ ადამიანებს დაეხმარება, სწორად დაგეგმოს ახალი, 2020 წელი, გაითვალისწინოს ასტროლოგების რჩევები და გამარჯვების შანსი ხელიდან არ გაუშვას

აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

© FB/ Zodiac Signsმორიელი
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი - Sputnik საქართველო
მორიელი

როგორი იქნება 2020 წელი მორიელისთვის - ზოგადი მიმოხილვა

2020 წლის დასაწყისში იძულებული იქნებით, ყურადღება ფინანსური პრობლემების (აუცილებელი არაა, საკუთარი) გადაწყვეტაზე და ურთიერთობების გამორკვევაზე გადაიტანოთ. საოცარია, მაგრამ დაძაბული დიალოგები სკანდალის მსუბუქი ნიშნებით კმაყოფილებას მოგანიჭებთ - თქვენ ხომ მორიელი ხართ, სამართლიანობის დაცვის მოყვარული. იანვრის ბოლოს, დიდი ალბათობით, გრძელვადიან ბიზნეს-პროექტს შეუდგებით. გელოდებათ მივლინებები, საქმიანი შეხვედრები, ასევე, კორპორატიული საღამოები.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

სამუშაოთი გატაცება, იანვრიდან მოყოლებული, რამდენადმე შეამცირებს გრადუსს პირად ცხოვრებაში, მაგრამ გაზაფხულის დასაწყისიდან სამუშაო აქტიურობა შენელდება და ადვილად შეძლებთ რომანტიკის დაბრუნებას ურთიერთობებში. ვისაც არ ჰყავს პარტნიორი, ის აუცილებლად იპოვის მას. თუმცა, როგორც არ უნდა წარიმართოს ახალი ურთიერთობები, ეცადეთ, ჯერ ქორწინებაზე არ იფიქროთ. თუ მოვლენებს დააჩქარებთ, შესაძლოა, პარტნიორი შეაშინოთ და ხანგრძლივი ურთიერთობების შანსი ხელიდან გაუშვათ.

წლის მეორე ნახევარში წინა პლანზე ოჯახი გამოვა, რომელიც, სიხარულთან ერთად, სამწუხაროდ, ნერვიულობასაც მოგიტანთ. განსაკუთრებულად გაგანერვიულებენ ასაკოვანი ნათესავები - ისინი ერთი გოჯის დათმობასაც არ მოინდომებენ. მათ სიჯიუტეს მზრუნველობითა და ყურადღებით უპასუხეთ და მათთან საერთო ენას გამონახავთ. ზაფხულის დასაწყისში შეზღუდეთ ფიზიკური აქტივობა, არ გადაიღალოთ.

ზოდიაქოს მამაკაცური და ქალური ნიშნები და მათი თავისებურებანი>>

დეკემბრის დასაწყისში, სავარაუდოდ, ძალიან მოიწყენთ. ამან, შესაძლოა, რამე ავანტიურისკენ გიბიძგოთ. შესაძლოა, ეს წამოწყება არცთუ წარუმატებელი იყოს, მაგრამ მისი შედეგები კმაყოფილებას მაინც არ მოგიტანთ. მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი რამე ახლის სწავლა იქნება.

სასიყვარულო ჰოროსკოპი

სიყვარულის თვალსაზრისით საკმაოდ ჰარმონიული წელი გელოდებათ. ვარსკვლავები სასიხარულო მოლოდინს გაჩუქებენ: შესაძლოა, ოჯახში ბავშვის გაჩენა გადაწყვიტოთ, ან უკვე ორსულობის შესახებ გაიგოთ. ასეა თუ ისე, ბევრს იფიქრებთ, რომ გახდეთ მშობელი. ემოციური ფონი ბევრად მშვიდი იქნება გასულ წელთან შედარებით.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

დაოჯახებულ მორიელებს ექსპერტები ურჩევენ, მეორე ნახევართან მეტი დრო გაატარონ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც თავისი სიყვარული 2019 წელს იპოვა. ახლა მათ ერთმანეთის ხასიათის გაგების არცთუ მარტივი პერიოდი ეწყებათ, ამიტომ მეტი ურთიერთობაა საჭირო. არ ჩარიოთ საკუთარ საქმეებში აქტიური ნათესავები და მეგობრები, რომლებიც თავიანთი დაუკითხავი რჩევებითა და სტუმრიანობით მოსვენებას არ მოგცემენ.

თავისუფალი მორიელების უმრავლესობა 2020 წელს გარკვეულწილად დაცარიელებული შეხვდება. შესაძლოა, ზოგიერთმა ძალზე რთული და მტკივნეული ურთიერთობები დაასრულა, ამიტომ მათთვის ახალი რომანის წამოწყება ნაადრევია. მაგრამ თუ თაყვანისმცემლებს შორის ძველი ნაცნობი გამოჩნდა, მას ყველაზე მეტი შანსი ექნება, რომ გულგატეხილი მორიელის გული მოინადიროს.

კარიერა და ფინანსები

არის რისკი, რომ 2020 წელს ხარჯი მეტი იყოს, ვიდრე შემოსავალი. მაგრამ მაინც იქნება პერიოდები, როდესაც მატერიალური მდგომარეობა გაგახარებთ. დიდი ფინანსური შემოსავლები მოსალოდნელია აპრილში, სექტემბერსა და დეკემბერში.

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის>>

იანვრის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ბიუჯეტის შევსების ალტერნატიული, დამატებითი წყარო მოძებნოთ. ამ პერიოდში ხელსაყრელი იქნება შეთანხმებების დადება.

მცირეოდენი დანაკარგებია მოსალოდნელი მაისში. რამდენადმე გონებაგაფანტული გახდებით და, შესაძლოა, იმაზე მეტი გადაიხადოთ რამეში, ვიდრე საჭიროა. ეს თქვენი ნიშნისთვის არატიპურია და საბედნიეროდ, უცნაური პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ხარჯების მიმართ მაისის ბოლო კვირაში გმართებთ.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე მოსალოდნელია რამე მომგებიან პროექტში მონაწილეობა, რომელიც თქვენს ძირითად სამსახურთან არ იქნება დაკავშირებული.

შემოდგომა ხარჯების დროა გავლენიან და საჭირო ადამიანებთან ნაცნობობის სახელით. არ დაგენანოთ ფული, რომ მოხვდეთ შესაბამის ღონისძიებაზე. სექტემბრის მეორე ნახევარში შეძლებისდაგვარად განაახლეთ გარდერობი, შეიცვალეთ იმიჯი. ოქტომბრის მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით, გამოგიჩნდებათ სპონსორი, რომელიც თქვენი საქმის განვითარებაში დიდ ფულს ჩადებს.

ნოემბერში წაგადგებათ რამე ახლის სწავლა. კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ კვალიფიკაციას, ან მონაწილეობას მიიღებთ პროფესიულ სემინარებში. სწავლისთვის თანხის გადახდის პრობლემა არ შეგექმნებათ.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

ჯანმრთელობა

2020 წელს არის საშიშროება, რომ ძალიან გადაიღალოთ, მოუმატოთ საკვების მიღებას და ხშირ-ხშირად მიეცეთ განცხრომას დივანზე.

მორიელის პირველ დეკადაში დაბადებულები (24.10 - 2.11) - მიჩვეული ხართ, რომ საკუთარ თავს არაფერზე ეუბნებით უარს, ამ დროს კი უკვე წონაში მოიმატეთ - აშკარად. რაციონში ჩართეთ დიეტური კვება, მისდიეთ ვარჯიშს. და რაც მთავარია, განწყობისთვის იმიჯი შეიცვალეთ.

ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

მეორე დეკადაში დაბადებულები (3.11 - 13.11) - ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ სტომატოლოგს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. კბილების პრობლემამ კუჭ-ნაწლავის დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს. არ გადაიღალოთ, გაუფრთხილდით ნერვულ და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. წაგადგებათ საცურაო აუზის სტუმრობა - წყალი ნეგატივს წაიღებს და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ.

მესამე დეკადაში დაბადებულები (14.11 - 22.11) - თქვენი შეუძლოდ ყოფნა და ცუდი განწყობა ფინანსურ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. მოძებნეთ საშუალება, რომ დაგროვებული ნეგატივი მოიხსნათ. მატერიალური პრობლემები გადაწყდება, აი, ჯანმრთელობამ კი, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ნერვული სისტემის გამტკიცებაში დაგეხმარებათ მასაჟი, არომათერაპია, დამამშვიდებელი ჩაი, ფეხით სიარული, ასევე, ბავშვებთან ურთიერთობები.

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

მორიელი-ვირთხა

ახალ წელს მრავალი გაჭიანურებული საქმის დასრულება მოგიწევთ. ძველ პრობლემებს როდესაც მოაგვარებთ, ახალი ძალებითა და ენთუზიაზმით აღივსებით და შეძლებთ, რომ პერსპექტიულ პროექტებს შეუდგეთ და გეგმების რეალიზაციას მიჰყოთ ხელი. პრობლემებს მარტო ნუ შეებრძოლებით. ყურადღებით იყავით ახლად გაცნობილი ადამიანების მიმართ, ასევე, საქმიან წინადადებებთან დაკავშირებით. თქვენ ირგვლივ ადამიანები შეიძლება შეიცვალონ, შესაძლოა, ვინმესთან განშორება მოგიწიოთ. მარტოხელებს აქვთ შანსი, რომ შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათ ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის.

© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი

მორიელი-ხარი

დაგეგმილიდან ყველაფერს ვერ განახორციელებთ. მუდმივად გამოჩნდება ახალ-ახალი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა ბევრ დროს წაიღებს. ისეთი მიზნები დაისახეთ, რომელთა განხორციელების ძალაც შეგწევთ. ნუ შეაფასებთ გადაჭარბებით საკუთარ შესაძლებლობებს. ზოგიერთი თქვენგანი, შესაძლოა, ფინანსურ პრობლემებს წააწყდეს, ამიტომ ეცადეთ, არ აიღოთ კრედიტი და რა საშუალებაც გაქვთ, იმით იცხოვროთ. დაგჭირდებათ კოლეგებისა და ახლობლების მხარდაჭერა. თანამშრომლობისა და პარტნიორებზე პასუხისმგებლობის ნაწილის გადაბარებით წყალობით შეძლებთ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლას.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

მორიელი-ვეფხვი

წლის დასაწყისი დაბრკოლებების, წარუმატებლობებისა და დამარცხებების პერიოდი იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ დანებდეთ, არ მიატოვოთ დაწყებული საქმე შუა გზაზე, წამოდგეთ და მიზნისკენ სხვა იპოვოთ. მიზნის მიღწევას კი დრო, მოთმინება და შეუპოვრობა სჭირდება. ოცნებების რეალიზება შესაძლებელია, მაგრამ დიდი ძალისხმევის წყალობით. გაზაფხულზე არ აიღოთ კრედიტი და არც ვალი გასცეთ. წლის მეორე ნახევარში იღბალი ისევ თქვენ გვერდით დადგება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

მორიელი-კატა (კურდღელი)

2020 წელი რთულია, რომელიც ბევრ ძალასა და ენერგიას მოითხოვს საქმეების დასასრულებლად. დაუსრულებელი საქმეები შეგაწუხებთ და ამასთან, დიდ ხარჯებსაც მოითხოვს. ეცადეთ, გაუმკლავდეთ პროფესიულ პრობლემებს, რადგან მომავალში საინტერესო პერსპექტივები გელოდებათ. მაგრამ სანამ ძველ ვალებს არ გაისტუმრებთ, საკუთარი გეგმების განხორციელებას ვერ დაიწყებთ. თუ ფულის მიმართ სათანადო დამოკიდებულება გექნებათ, შესაძლებელი იქნება ფინანსური სტაბილური მდგომარეობის მიღწევა. ეს წელი ზომიერად უნდა გაატაროთ, ზედმეტი უაზრო დანახარჯების გარეშე.

მორიელი-დრაკონი

იმის თქმა, რომ 2020 წელს იღბალი თვითონ ჩაგივარდებათ ხელში და თქვენ თითის განძრევაც არ მოგიწევთ, არ შეიძლება. მოგიწევთ ბევრი შრომა, რომ სამსახურებრივ კიბეზე წინ წაიწიოთ. თქვენი შრომისუნარიანობისა და ამტანობის წყალობით ეს არც ისე რთული იქნება. ამასთან, დიდ როლს ითამაშებს მატერიალური სტიმული. თქვენს გულში ერთ-ერთ მთავარ ადგილს სიყვარული, ოჯახი და ახლობელი ადამიანები დაიკავებენ. ბევრ დაოჯახებულ წყვილს მეორე თაფლობის თვე დაუდგება, ხოლო მარტოხელებისთვის წელიწადი სასიყვარულო თავგადასავლებით მდიდარი იქნება.

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>

მორიელი-გველი

ვირთხის წელიწადში გეყოფათ ძალა და ენერგია, რომ ნებისმიერ გეგმას შეასხათ ხორცი. მთავარია, რომ ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმან უსიამოვნებებს. მიაღწევთ პროფესიულ წარმატებებს, თუ ამას მიზნად დაისახავთ. უარი არ თქვათ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უპერსპექტივოდ მოგეჩვენოთ. თუ პროფესიული ოლიმპის დაპყრობა არ არის თქვენი მიზანი, არამედ ოჯახური კერის ან მტკიცე ურთიერთობების შექმნაა, წარმატებებს ამ სფეროშიც მიაღწევთ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

მორიელი-ცხენი

ეცადეთ, ვირთხის წელიწადში მოცემული შანსები ხელიდან არ გაუშვათ. მიმართეთ საკუთარი ძალები იმ საქმიანობაზე, სადაც ყველაზე მეტი წარმატება გაქვთ. იყავით თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული. შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი საქმეები, აიმაღლოთ კვალიფიკაცია. პროფესიული და საქმიანი თვისებებით შეძლებთ თანხის გამომუშავებას ან შემოსავლის დამატებითი წყაროს პოვნას. გაჩნდება სხვადასხვა ადამიანებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, რაც წარმატებას შეუწყობს ხელს.

მორიელი თხა (ცხვარი)

2020 წელი დინამიკური და პოზიტიური ცვლილებების წელია. წინსვლა საქმეებში დამოკიდებული იქნება თქვენს ძალისხმევაზე, თუმცა, სწორი რჩევები და ინფორმაცია ასევე დაგეხმარებათ გამარჯვებების მიღწევაში. მოგიწევთ შრომა, მაგრამ შედეგებმაც უნდა გაამართლოს მოლოდინები. მზად იყავით, რომ დაიცვათ საკუთარი მოსაზრებები, ოღონდ ეს დიპლომატიურად უნდა გააკეთოთ. ვარსკვლავები დიდ ხარჯებს ან სერიოზულ შემოსავლებს არ გპირდებიან, მაგრამ გიცავენ ფინანსებთან დაკავშირებული ავანტიურისგან.

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი>>

მორიელი-მაიმუნი

საკმაოდ ნაირფერი და დატვირთული წელიწადი გელოდებათ. მოგიწევთ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის "გახლეჩა". ბევრს გაუჩნდება თვითდამკვიდრების, სამუშაო კოლექტივში ან მეგობრების წრეში საკვანძო ადგილის დამკვიდრების სურვილი. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ფულთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის წარმატებით გადაწყვეტა. მიუხედავად უამრავი საქმისა, ეცადეთ, დაიცვათ ბალანსი დასვენებასა და სამსახურებრივ საქმეებს შორის. დიდ ფიზიკურ დატვირთვას თქვენი ორგანიზმის ენერგეტიკულ გამოფიტვამდე მიყვანა შეუძლია და საბოლოოდ, ძალიან გადაიღლებით.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

მორიელი-მამალი

ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი ძალები, რომელიც ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად გჭირდებათ. აწონ-დაწონეთ შესაძლებლობები როგორც საკუთარი, ისე გვერდით მყოფი ადამიანების. შესაძლოა, ბევრ თქვენგანს გაუჩნდეს შესაძლებლობა, რომ ახალ წელს საძირკველი ჩაუყაროს თვითრეალიზაციას მომავალში, გაზარდოს საქმიანობის სივრცე, გაიჩინოს ახალი გავლენიანი ნაცნობები. შეიძენთ უჩვეულო, სასარგებლო გამოცდილებას.. თუ ყველაფერს არ მიედ-მოედებით და წვრილმანებს დიდ დროს არ დაუთმობთ, მოახერხებთ საკუთარი ცხოვრების ისე მოწყობას, როგორც გსურთ.

მორიელი-ძაღლი

თეთრი ვირთხის წელი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ ტაქტიკის შეცვლის უნარი სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე ხელსაყრელი გარემოებების გამოყენება. შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში გაჩნდეს გავლენიანი მფარველი, რომელიც საქმიან სფეროში რამის შეცვლას შემოგთავაზებთ. ასეთ წინადადებებს კარგად დააკვირდით. არასტანდარტული გადაწყვეტილებები ძალზე ეფექტური აღმოჩნდება. არ არის გამორიცხული მნიშვნელოვანი მოვლენები და პოზიტიური ცვლილებები პირად ცხოვრებაში.

ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით>>

მორიელი-ღორი (ტახი)

იყავით თამამი და არ გადაუხვიოთ დასახული მიზნებისგან. თუ პროფესიული სიმაღლეებისთვის ჯერ არ მიგიღწევიათ და ჯერ მხოლოდ ახლა შეუდექით კარიერულ კიბეზე სვლას. ამ წელიწადში შეძლებთ, დაუმტკიცოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელობას, რომ პასუხისმგებლიანი თანამშრომელი ხართ. გუნდთან ერთად აჩვენებთ მაღარ ეფექტურობას, შრომისუნარიანობასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარს. თუ სახლში რემონტს აპირებთ, ამის რეალიზებისთვის საკმარისი ენერგია და რესურსი გექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0