დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ნოემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ვერძი

ყველაფერს გააკეთებთ, რომ დღემ ნაყოფიერად ჩაიაროს, წუთს არ დაკარგავთ უქმად. ამის სურვილი არც გაქვთ, დასვენების დროსაც კი ცდილობთ, რომ რამე სასარგებლო გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, საერთო ენას ბევრთან პოულობთ. შესაძლებელია ჰარმონიული მეგობრული ან რომანტიკული ისტორიის დაწყება.

სანაპირო - Sputnik საქართველო
რეტროგრადული მერკური: 31 ოქტომბერი - 19 ნოემბერი - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

ნერვული და დაძაბული დღეა, მაგრამ წარმატებების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის ბრძოლა მოგიწევთ. საკუთარი ძალები ყოველთვის საკმარისი არ არის, ამიტომ მოკავშირეები გჭირდებათ – აქაც ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ადამიანები. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში. უყურადღებობა, შესაძლოა, უსიამოვნებებით შემოგიბრუნდეთ. არ იჩქაროთ ფულის დახარჯვა ან მისი რამე ინვესტიციაში ჩადება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ტყუპი

სიმშვიდე შეინარჩუნეთ. დღეს ეს ჩვეულებრივზე რთულია, რადგან ემოციური ფონი არახელსაყრელი გაქვთ, განწყობა, შესაძლოა, მალ–მალე შეგეცვალოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წამიერი განცდების გავლენით არ მიიღოთ. თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალეთ. სასურველია, რომ ჩვეულ საქმეებს მიხედოთ. საუკეთესო დღე არ არის ახალი საქმეების წამოწყებისა და ექსპერიმენტებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

კირჩხიბი

არცთუ ნაყოფიერი დღეა. ბევრი წამოწყება წარუმატებლად დამთავრდება, რაც საწყენია, რადგან ზოგიერთზე დიდ იმედებს ამყარებდით. ამასთან, ხშირად ხართ გაღიზიანებული, ემოციები საქმეებზე ყურადღების მობილიზებაში გიშლით ხელს. ეცადეთ, მოერიდოთ კამათს, რადგან სასურველია, გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ნოემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც პროფესიულ სფეროში უკეთესობისკენ ცვლილებებს გპირდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, გადაჭრათ საორგანიზაციო საკითხები, განსაზღვროთ სამომავლო გეგმები. პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადაიწევს, მაგრამ ახლობლები ამას ყურადღებით მოეკიდებიან. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, რაც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით

ქალწული

ემოციების გაკონტროლება გიჭირთ. თქვენთვის ჩვეული უნარი, რომ თავი გაიკონტროლოთ, გღალატობთ, ადვილად ეგებით პროვოკაციებს; შესაძლოა, თქვათ ან მოიმოქმედოთ ისეთი რამ, რაც მერე სანანებელი გაგიხდებათ. იყავით წინდახედული და თავს ძალა დაატანეთ, რომ გონივრულად მოიქცეთ. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ფულთან დაკავშირებით. კარგი დღეა ოჯახური საქმიანობისთვის. ახლობლებთან ურთიერთობები სიხარულს მოგიტანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ძალზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. დღეს ბევრი მაცდუნებელი რამ გელოდებათ, რომლებსაც უნდა გაუმკლავდეთ და ეს შეგიძლიათ კიდეც. მთავარია, თქვენი მთავარი მიზნები გახსოვდეთ და ემოციებს არ აჰყვეთ. არ გაუზიაროთ თქვენი გეგმები და საიდუმლოებები ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. წარმატებების მიღწევა მოსალოდნელია თამამ წამოწყებებში. ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღეს უამრავი ახალი გეგმა და იდეა გაჩნდება. ადვილად იმახსოვრებთ საჭირო ინფორმაციებს, იოლად ხსნით მინიშნებებს, რაც სწორი დასკვნების გამოტანაში გეხმარებათ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევები, რომელთა წყალობით პროფესიულ პოზიციებს განამტკიცებთ, ან წარმატებას მიაღწევთ საქმეში, რომელსაც ბევრი ენერგია მოანდომეთ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, რამაც რომანტიკულ ისტორიას შეიძლება დაუდოს სათავე.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

მშვილდოსანი

მღელვარებისთვის სერიოზული საფუძველი არ გაქვთ, მაგრამ წვრილმანების გამო ხშირად ღელავთ, ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს. თქვენთან ურთიერთობა ხანდახან ჭირს, უწყინარ შენიშვნებშიც კი „ფარულ აზრს“ პოულობთ. ამან შეიძლება სერიოზული ჩხუბიც კი გამოიწვიოს, თუ თავს ხელში არ აიყვანთ. დღის მეორე ნახევარში მოგიწევთ იმ საქმეების გაკეთება, რაც არ გეხალისებათ, მაგრამ დამოუკიდებელი მუშაობა საჭირო შედეგებს მოიტანს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი საინტერესო და უჩვეულო გექნებათ. შესაძლებელი გახდება ის, რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდით. მოვლენებს სხვებისგან განსხვავებულად უყურებთ, რაც გარშემომყოფებში ინტერესს აღძრავს. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც თავდაპირველად საქმიანი ურთიერთობებით დაიწყება და შემდეგ სასიამოვნო მეგობრობაში გადაიზრდება.

მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა, მღელვარებისა და ნერვიულობისთვის განსაკუთრებული მიზეზები არ გაქვთ. ხანდახან წვრილმანებზე მწვავედ რეაგირებთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია. მოსალოდნელია უმნიშვნელო უთანხმოებები, მაგრამ დელიკატურობისა და შესანიშნავი იუმორის გრძნობის წყალობით პრობლემებს მოაგვარებთ. კარგი დღეა იმ საქმეებისთვის, რომლებიც ნელა, აუჩქარებლად და ყურადღებით უნდა შეასრულოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები

თევზები

მრავალფეროვანი დღეა. ბევრი საქმე გექნებათ, თან ისეთი, სხვებს რომ ვერ დაავალებთ. მოსალოდნელია უთანხმოებები ადამიანებთან, რომელთა მოსაზრება თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ხანდახან გგონიათ, რომ დაუმსახურებლად გაწყენინეს, მაგრამ არ ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენც ზედმეტი მოგივიდათ. სჯობს, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გადადოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. ამ პერიოდში შეიძლება ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან სხვა ნივთების ყიდვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0