რეტროგრადული მერკური: 31 ოქტომბერი - 19 ნოემბერი - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneსანაპირო
სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერკური ზეგავლენას ახდენს ცხოვრების დინამიკაზე, ფინანსურ სფეროზე. მისი ენერგეტიკის რყევა ცხოვრებაში სრულიად სხვადასხვა რამეს ეხება - ცალკე აღებული ერთი ოჯახის ბიუჯეტიდან დაწყებული და ევროსა და დოლარის ლართან მიმართებით კურსით დამთავრებული.

მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ბევრისთვის ცვლილებების დაწყების ნიშანია. როგორ იმოქმედებს რეტრომერკური ზოდიაქოს ნიშნებზე - გაეცანით ჩვენს სტატიას

რეტროსვლას მერკური 31 ოქტომბერს დაიწყებს და 19 ნოემბრამდე გააგრძელებს. ამ დროის განმავლობაში საქმეები ჩვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, მოულოდნელი ცვლილებებით სავსე იყოს.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რეტროგრადული მერკური, თუ მას დედამიწიდან შევხედავთ, თითქოს შემობრუნდება და საწინააღმდეგო მიმართულებით იწყებს მოძრაობას. რა თქმა უნდა, ორბიტიდან ის არ გადადის: მისი გზა კოსმოსურ სივრცეში უცვლელია. ტრაექტორიის ხილული დამახინჯება - ეს პლანეტების ორბიტებში სხვაობისა და მზის ირგვლივ მოძრაობის სისწრაფეში განსხვავების შედეგია. ასტროლოგების განცხადებით, ასეთი ცვლილებები არ შეიძლება, რომ ადამიანების ცხოვრებაზე არ აისახოს.

ყველაფერთან ერთად, რეტრომერკური 2019 წელს სიყვარულის სფეროზეც იმოქმედებს. ამ პერიოდში ის მორიელის ნიშანშია განთავსებული, რაც საქმეთა მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის.

რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს რეტროგრადული მერკურის დროს: 31 ოქტომბერი - 19 ნოემბერი

ტყუპი, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები

რეტრომერკური ყველაზე მეტრად ზოდიაქოს ოთხ ნიშანზე იმოქმედებს. ტყუპისა და ქალწულისთვის მერკური ძლიერი მფარველი პლანეტაა, ამიტომ მისმა უკუსვლამ, შესაძლოა, გეგმებისა და პროექტების ჩაშლა გამოიწვიოს. დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგი სფეროები: ინფორმაცია, მგზავრობა, ადამიანებთან კომუნიკაცია, ვაჭრობა. ტყუპებს, შესაძლოა, ჩაეშალოთ პერსპექტიული გარიგებები, ვერ გავიდნენ შვებულებაში, ქალწულები კი პარტნიორების მხრიდან არაპუნქტუალობას წააწყდნენ, გაურკვეველი ვადით გადაიწიოს მივლინებებმა.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

საბედნიეროდ, ჩვენს ბედზე არა მხოლოდ პლანეტები, არამედ თვითონ ჩვენც ვახდენთ გავლენას. ექსპერტები ტყუპებსა და ქალწულებს გირჩევენ, საქმეები საკუთარ ხელში აიღოთ და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ნეგატიური ეფექტი გაანეიტრალოთ: დროულად მიხვიდეთ შეხვედრებზე, წინასწარ გაუგზავნოთ შეტყობინებები საქმიან პარტნიორებს, არ დაარღვიოთ შეთანხმებები, შეამოწმოთ თარიღების სიზუსტე, შეინარჩუნოთ საჭირო კონტაქტები და სხვა. თუ დინებას არ მიჰყვებით, წარმატებების მიღწევაც შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება მშვილდოსნებსა და თევზებს, მათთვის მერკური ანტაგონისტი პლანეტაა, ამიტომ მისი რეტროგრადულობა ამ ნიშნების წარმომადგენლებს წაადგება: შესაძლებელი იქნება ამ პერიოდის სათავისოდ გამოყენება, საყიდლებზე წასვლა, შემოსავლების მიღება, სასარგებლო კავშირების გაბმა. უნდა გაითვალისწინოთ, პლანეტის რეტროგრადულობა საქმეებსა და მოვლენებზე არაპროგნოზირებულად მოქმედებს, მაგრამ თუ არ შეუშინდებით ცვლილებებს, შეგიძლიათ საკმაოდ კარგად წაიწიოთ წინ.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

კურო, სასწორი, მერწყული, თხის რქა

ზოდიაქოს ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის მერკური პოზიტიური პლანეტაა, თუმცა, მათ ენერგეტიკაზე გავლენა შედარებით სუსტია. ეს ნიშნავს, რომ კუროები, სასწორები, მერწყულები და თხის რქები, ქალწულებისა და ტყუპების მსგავსად, მოულოდნელ ცვლილებებსა და არაპროგნოზირებად ბარიერებს წააწყდნენ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი რეტროგრადულ მერკურის არ „დააბრალოთ", არამედ განაგრძოთ წინსვლა და გაითვალისწინოთ ასტროლოგების რჩევები: მოერიდეთ შარლატანებს, არაკეთილსინდისიერ დამკვეთ-შემსრულებლებს. წინასწარ შეათანხმეთ ყველა ვადა, ბოლო დღემდე არ გააჭიანუროთ შეხვედრის დათქმა, გადასახადები ან საყიდლები. სასიყვარულო სფეროში არ დადოთ აუსრულებელი რამის პირობა, ხოლო თუ რამეს დაჰპირდებით, აუცილებლად შეასრულეთ. ამ პერიოდისთვის კარგი იქნება, თუ სათადარიგო გეგმა გექნებათ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ვერძი, კირჩხიბი, ლომი, მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებზე მერკური სუსტად მოქმედებს, თუმცა, მაინც შეუძლია მათ გეგმებში ჩარევა. ასტროლოგები გირჩევენ, რეტროგრადული მერკურის დროს იყოთ მეტად დიპლომატიური, მიიღოთ მხოლოდ დაფიქრებული გადაწყვეტილებები. თუ შესაძლებელია ფინანსური გარიგებების 19 ნოემბრის შემდეგ გადატანა, ასე მოიქეცით და რისკები თავიდან აირიდეთ. რამის ყიდვისას დაკვირვებული და ფრთხილი იყავით. გულგრილად ნუ მოეკიდებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნუ გასცემთ სხვის საიდუმლოს - რეტროგრადული მერკურის დროს ამას უფრო მეტი უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე ჩვეულებრივ დროს, ასევე, იმოქმედებს ურთიერთობებზე.

ყველა ახალი ამბავი
0