როგორ დავგეგმოთ ნოემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© REUTERS / Costas Baltasსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის კალენდარი საუკეთესო დამხმარეა ბედნიერების ძიებაში. ის შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, თუ როგორ სჯობს მოქმედება მთვარის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანში ყოფნის დროს.

მთვარის კალენდარი დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ პრობლემები და იღბალი მოვიზიდოთ, დავგეგმოთ საქმეები მთვარის ფაზის შესატყვისად.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

1, 2 და 3 ნოემბერი: მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. მზარდი მთვარის ფაზა არცთუ ჰარმონიულად ერწყმის მიწის სტიქიას, ამიტომ ამ დღეებში არ ღირს გარისკვა და ახალი საქმეების დაწყება. ასტროლოგები გვირჩევენ, ჩვეულ ვალდებულებებზე გავამახვილოთ ყურადღება. ასევე არასასურველია დაგვიანება, ფუჭი დაპირებების მიცემა.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

4, 5 ნოემბერი: მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანში ძალზე ხელსაყრელი დროა ახალი იდეების რეალიზებისთვის, ნაცნობობისა და მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადაჭრისთვის. ასტროლოგები გვირჩევენ, ასეთ პერიოდებში შევიძინოთ სასურველი ნივთები, ჩავდოთ ფული საკუთარ განვითარებაში. ასევე კარგი დღეებია რომანტიკული პაემნებისთვის, ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარებისთვის.

6, 7 და 8 ნოემბერი: მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. მოსალოდნელია გარდასახვები, თან არცთუ სასიკეთო მიმართულებით. მზარდი მთვარე წყლის სტიქიას არასახარბიელოდ ერწყმის. ასეთი დისონანსი ადამიანებს უფრო ნერვულსა და თავშეუკავებელს გახდის. არ ღირს 6-8 ნოემბერს ჩხუბი და ურთიერთობების გამორკვევა.

9, 10 ნოემბერი: მზარდი მთვარე ვერძის ნიშანში ადამიანებს ენერგიით, ძალებითა და სურვილებით აავსებს. შესანიშნავი სმაი დღეა მუშაობის, სიყვარულის, საოჯახო საქმეებისთვის. პროდუქტიულობა უქმე დღეებში უმაღლეს დონეზე იქნება. შესაძლებელია ნებისმიერ საქმესთან შეჭიდება. შეიძლება საქმეებისგან დასვენებაც.

ყველა ახალი ამბავი
0