19:56 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
621850

ზოდიაქოს ამ ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე გულწრფელი და გულღია ადამიანების რეპუტაცია აქვთ

ხშირად ძალიან ძნელია ადამიანის ამოცნობა - როგორია ის, გულწრფელად საუბრობს თუ იტყუება, მანიპულატორია თუ არა. ბევრი ადამიანია, რომელიც თავისი ბედნიერების მოპოვებას არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობს. ღირსეული ადამიანები, სამწუხაროდ, უფრო იშვიათად გვხვდებიან.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები

ასტროლოგები წარმოგვიდგენენ ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, რომლებიც, სხვა ნიშნებთან შედარებით, მეტი გულწრფელობით გამოირჩევიან.

1. მერწყული

მერწყულის საუკეთესო თვისება ისაა, რომ ვითარებას სხვადასხვა მხრიდან უყურებს, ყოველთვის აყენებს საკუთარ თავს სხვა ადამიანის მდგომარეობაში და მისი მოქმედებების მოტივაციის გაგებას ცდილობს. სწორედ ეს თვისება აძლევს მერწყულს საშუალებას, მიმდინარე მოვლენები მიუკერძოებლად შეაფასოს და სწორი დასკვნები გამოიტანოს. მერწყული თავის მოსაზრებებს ღიად გამოთქვამს, სიმართლეს არ ალამაზებს და ამს ელოდება სხვებისგანაც.

2. კირჩხიბი

ყველაზე მგრძნობიარე, მოწყვლადი ნიშანი ყველაზე გულწრფელიც აღმოჩნდა. სიცრუის მიმართ „ალერგიულია". ეს მას სულიერ ტკივილს აყენებს, შინაგან ჰარმონიას ართმევს. სწორედ ამის გამო კირჩხიბი ყველა ხერხით ეძებს გზას, რომ ცრუპენტელებს მოერიდოს. ის საკუთარ თავს პატივს სცემს, ამიტომ სიყალბემდე და თვალთმაქცობამდე არასდროს ეშვება. თუ მიაჩნია, რომ სიმართლე არ უნდა თქვას, გაჩუმდება, მაგრამ პირდაპირ კითხვაზე ყოველთვის ღიად უპასუხებს.

3. ლომი

თავისი ცხოვრებისგან ლომი საიდუმლოს არ ქმნის. ყველა მსურველს სიამოვნებით მოუთხრობს წვრილმანებს, აღწერს საკუთარ აზრებსა და გრძნობებს. მაგრამ თუ ვინმე მის მოტყუებას შეეცდება, ან ლომი მის არაგულწრფელობას დაინახავს, ამას არ მოითმენს. მისი გაგებით ტყუილი პირდაპირი შეურაცხყოფაა, ხოლო დაუდევარ, დამამცირებელ დამოუკიდებულებას ის არ დაუშვებს. ის მთელი თავისი მრისხანებით შეუტევს, სანამ მანიპულატორს არ გაანადგურებს. თან, ამას სახალხოდ მოაწყობს, რომ ყველამ თვალსაჩინოდ დაინახოს, რა შედეგი მოჰყვება ამგვარ საქციელს.

4. ქალწული

ქალწულს შეიძლება სიცრუის დეტექტორიც ვუწოდოთ. თან, ზოდიაქოს ეს ნიშანი ამას ხელსაწყოზე უკეთესად უმკლავდება. ტყუილს ერთ კილომეტრში გრძნობს, დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს, ჯერ აკვირდება მანიპულატორს, რომ უტყუარი მტკიცებულება მიიღოს. შემდეგ მასთან ყველა კონტაქტს წყვეტს - მისთვის ხომ პირველ ადგილზე მორალური პრინციპები დგას. ქალწული ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლეს ამჯობინებს.

5. თევზები

თევზების გულწრფელობა სიცრუეს გამორიცხავს. ეს ნიშანი ისედაც დათრგუნულია უსამართლო ცხოვრებით და სხვისი ტყუილი მისთვის, უბრალოდ, აუტანელია. ამის გამო ის საკუთარ თავში იკეტება, ოცნებებში იძირება, სადაც ყველაფერი ცხადია და არავინ იტყუება. ხშირად დაუფარავი სიცრუე თევზებში მრისხანებას იწვევს და ისე ბრაზდება, რომ სიტყვებს დაუფიქრებლად ისვრის. ეს ნიშანი გრძნობებით ცხოვრობს და მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ემოცია გულწრფელი იყოს. ეს წინსვლის ძალასა და მოტივაციას აძლევს. ამიტომ ნებისმიერი პირფერი და თვალთმაქცი ადამიანი მისთვის ნულის ტოლფასია.

მთავარი თემები