დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ნოემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი

მშვიდი დღე არ გელოდებათ. შფოთავთ იმის გამო, რისი შეცვლაც უკვე აღარ შეიძლება, საკუთარ თავს საყვედურობთ. უსიამოვნო მოგონებები არა მხოლოდ ძალას გართმევთ, არამედ დროსაც გაკარგვინებთ. მაგრამ იქნება სასიამოვნო მომენტებიც. არ არის გამორიცხული, რაღაც ძველ იდეას შეასხათ ხორცი, ან მიაღწიოთ იმას, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით. მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც გარკვეული პერიოდი არ გინახავთ და მოგენატრათ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
რეტროგრადული მერკური: 31 ოქტომბერი - 19 ნოემბერი - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი>>

კურო

ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ გარისკოთ. თქვენი თავდაჯერებულობა სანაქებოა, მაგრამ ახლა არის საშიშროება, რომ საკუთარი ძალები გადაჭარბებით შეაფასოთ. არასასურველია სამუშაო ან ფინანსური ვალდებულებების აღება. საქმეში მხოლოდ გამოცდილ და საიმედო პარტნიორებს ენდეთ. დღის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელი იქნება. მოსალოდნელია წარმატებები ახალ წამოწყებებში და სასიამოვნო ნაცნობობა. ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო>>

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების, ნაცნობობისა და შეხვედრებისთვის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება დილით. ბედმა, შესაძლოა, შეგახვედროთ უჩვეულო, გამოჩენილ ადამიანებს, რომელთაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ხართ ყურადღებიანი და სწორ დასკვნებს აკეთებთ. დღის მეორე ნახევარში საქმეებზე გაამახვილეთ ყურადღება. თუ ბარიერების წინაშე უკან არ დაიხევთ, ყველაფერს მიაღწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი>>

კირჩხიბი

სჯობს, მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში განიხილოთ. ასევე კარგი პერიოდია ის შეხვედრებისთვის. გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. შესაძლოა, მათგან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. დროის დარჩენილი ნაწილი დამოუკიდებლად იმუშავეთ. თუ თანამიმდევრულად იმოქმედებთ და შუა გზაზე არ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს, წარმატებებს მიაღწევთ.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ნოემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

ფრთხილად და გონივრულად იმოქმედეთ. ეს საკმარისია იმისთვის, რომ დღემ წარმატებით ჩაიაროს. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი წინადადებები. ზოგიერთ თქვენგანს საშუალება მიეცემა, რომ მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომელიც დიდი ხანია, აინტერესებს. არ მოგერიდოთ ინიციატივის გამოჩენა - თქვენი ენთუზიაზმი ბევრს მოეწონება. ეცადეთ, არ გარისკოთ იქ, სადაც საქმე რამე მნიშვნელოვანს ეხება. ფრთხილად იყავით ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობებისას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

საკმაოდ წარმატებული დღეა, თუმცა, მშფოთვარე. წვრილმანი სირთულეების თავიდან აცილება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება, მაგრამ მათ იოლად გაუმკლავდებით. ბევრს გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. ყურადღება მიაქციეთ საქმიან ურთიერთობებს - დღეს, შესაძლოა, ვინმე თქვენს თავის ინტერესებში გამოყენებას შეეცადოს. არასასურველია დიდ გზაზე დადგომა, თან მარტო. პირქუშმა აზრებმა, შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

მშფოთვარე, მაგრამ საკმაოდ წარმატებული დღეა. დანაკარგები იქნება, მაგრამ სერიოზული - არა. გარშემომყოფებთან ურთიერთობები რთულია. მათ, შესაძლოა, ძველი წყენა, ან ბოლო დროის უთანხმოებები გაგიხსენონ. საღამოს ჰარმონია და ურთიერთგაგება ურთიერთობებში აღდგება, მაგრამ მანამდე რამდენიმე უსიამოვნო მომენტი უნდა გადალახოთ. შესაძლებელია ახალი საქმეების დაწყება. მათ კარგად გაუმკლავდებით, თუ ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელებთ და გარშემომყოფების რჩევების იმედად არ იქნებით.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის სხვადასხვა დონის შეხვედრა. ახალი ნაცნობების სიმპათიას ადვილად მოიპოვებთ. ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდება საქმიანი საკითხების განხილვა. იპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას აწყობს. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ. ხართ დელიკატური, ახლობლები ამას აფასებენ და ცდილობენ, იგივე დაგიბრუნონ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

შესანიშნავი, ნაყოფიერი, საინტერესო დღეა. შესაძლოა, რაღაც ძველმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი, მათ გადაწყვეტას მოახერხებთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლის გაგება, ან რამე საინტერესო წინადადების მიღება. ბევრი თქვენგანი შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნებს.. კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევთ საოჯახო საქმეებს. შეგიძლიათ, დაეხმაროთ ახლობლებს. საღამოს მოსალოდნელია კარგი ამბების გაგება, სიურპრიზები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. ადამიანებთან საერთო ენას იოლად პოულობთ. არ არის გამორიცხული, რომ პერსპექტიულ თანამშრომლობაზე მოახერხოთ შეთანხმება, დადოთ მომავალში მომგებიანი გარიგებები. თქვენ სწორად აფასებთ საკუთარ ძალებსაც და სიტუაციასაც. დღის მეორე ნახევარი მშვიდი საქმეების გაკეთებისთვის არის შესაფერისი. ყურადღებიანი ხართ და ეს გეხმარებათ შეცდომების თავიდან არიდებაში.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ჭარბობს პოზიტიური ტენდენციების გავლენა, საწუწუნო არაფერი გაქვთ. კარგი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობების აღსადგენად. თქვენთან შეხვედრა ბევრს გაახარებს. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლის გაგება, შესაძლოა, ვინმემ მიგიპატიჟოთ. არ გაუშვათ ხელიდან სადმე გამგზავრების შანსი, თუნდაც პატარა მოგზაურობა განწყობას აგიმაღლებთ. სწავლაში წარმატებები გელოდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

დღე რამდენადმე რთულად დაიწყება. დიდი ალბათობით, ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება მოგიწევთ, თითოეული კი ყურადღებას მოითხოვს. ამასთან, შესაძლოა გამწვავდეს რამე უთანხმოება. არ არის გამორიცხული, რომ არაკეთილმოსურნეებმა თქვენთვის ზიანის მოყენება მოინდომონ. დღის მეორე ნახევარი, საბედნიეროდ, წარმატებით ჩაივლის. ამ პერიოდში ყველაფერში გაგიმართლებთ. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორც საქმეებში, ისე პირად ცხოვრებაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0